LIFE

თუ სამსახური გეზიზღებათ და მუდამ სტრესში ხართ, სჯობს საერთოდ არ იმუშაოთ - ახალი კვლევის შედეგი

თუ სამსახური გეზიზღებათ და მუდამ სტრესში ხართ, სჯობს საერთოდ არ იმუშაოთ - ახალი კვლევის შედეგი

თუ ფიქრობთ, რომ გაწეული სამუშაოსთვის შესაბამისად არ გიხდიან, თუ სამსახური გეზიზღებათ, მუდამ სტრესში ხართ, სჯობს საერთოდ უარი თქვათ მასზე. ამის შესახებ, კვლევაზე დაყრდნობით, მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორები წერენ.

კვლევაში ჩართული 1116 ადამიანის ნაწილი ან საერთოდ არ მუშაობდა, ან სტრესულ გარემოში უწვედა მუშაობა და უბედური იყო სამსახურის გამო, ხოლო ნაწილი ამბობდა, რომ სამსახური ბედნიერს ხდიდა.

დადგინდა, რომ კარგი სამსახური აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მაგრამ თუ ცუდად ანაზღაურებადია, მუდამ სტრესში ხართ, ეს ჯანმრთელობას - როგორც ფსიქიკურს, ასევე ფიზიკურს, პრობლემებს უქმნის.

თუ სამსახური გეზიზღებათ და მუდამ სტრესში ხართ, სჯობს საერთოდ არ იმუშაოთ - ახალი კვლევის შედეგი

კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორ ტარან კანდოლას მიზანი იყო გაერკვია რა სჯობს - ნებისმიერი სამსახური, თუ საერთოდ სამსახურის გარეშე ყოფნა. დადგინდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ნაკლებად აწუხებდათ სრულიად უმუშევარ ადამიანებს.

კვლევის თანახმად, ცუდი სამსახური იწვევს ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: ჰორმონალური დარღვევები, კარდიოვასკულარული დაავადებები, მაღალიწნევა და ქოლესტერინის მატება.

თუ სამსახური გეზიზღებათ და მუდამ სტრესში ხართ, სჯობს საერთოდ არ იმუშაოთ - ახალი კვლევის შედეგი

„კარგი სამსახური დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ხოლო ცუდი სამსახური ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ სამსახურის გამო შეიძლება ისინი ავად გახდნენ. შეიძლება არ გახდეს საჭირო სამსახურის დატოვება თუ ფსიქოლოგთან გაივლით კონსულტაციებს და ცდით, რომ დადებითი მხარე დაინახოთ თქვენი სამსახურის, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებთ სჯობს, სხვა სამსახური ეძებოთ“, - გვირჩევს კანდოლა.



<a href="http://bigthink.com">http://bigthink.com</a>