LIFE

როგორი პოსტები არ უნდა გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში? - 9 რჩევა „ფეისბუქის“ მომხმარებლებს

როგორი პოსტები არ უნდა გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში? - 9 რჩევა „ფეისბუქის“ მომხმარებლებს

1. თავი აარიდეთ პოლიტიკურ თავდასხმებს და ფრთხილად მოეკიდეთ პოლიტიკური შინაარსის პოსტების გამოქვეყნებას - სოციალურ მედიას დიდი ძალა აქვს, განსაკუთრებით „ფეისბუქს“. მან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე, მთავრობის ფორმირებაზე და სახელმწიფოს მმართველობაზე.

განსხვავებით ტრადიციული მედიისგან, „ფეისბუქი“ აძლევს შესაძლებლობას ყველას, რომ ჩაერთოს დისკუსიაში. ფრთხილად უნდა იყოთ რაიმე პოლიტიკური შინაარსის მქონე პოსტის, ან კომენტარის დაწერის დროს. როცა მსგავს რამეს წერთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სიმართლეა, უნდა გქონდეთ არგუმენტები. 

როგორი პოსტები არ უნდა გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში? - 9 რჩევა „ფეისბუქის“ მომხმარებლებს

წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების წინაშე უარგუმენტებოდ აღმოჩნდებით და ბევრი ადამიანის თავდასხმის ობიექტი გახდებით.

2. არ განიხილოთ, არ იხუმროთ აკრძალული ნივთიერებების, ნარკოტიკების შესახებ სოციალურ ქსელში - აკრძალული ნივთიერებების შესახებ ხუმრობაც კი სერიოზულ ჭრილში განიხილება. არსებობს რეალური შემთხვევები, როცა სოციალური ქსელის მომხმარებლები განიხილავდნენ, ყიდდნენ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს ნარკოტიკების გამოყენების საკითხში.

როგორი პოსტები არ უნდა გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში? - 9 რჩევა „ფეისბუქის“ მომხმარებლებს

მსგავსი თემების განხილვას „ფეისბუქი“ ახლა მკაცრად აკონტროლებს. შეიძლება ხუმრობდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სხვებმა სერიოზულად აღიქვან და სამართალდამცველებთან პრობლემები შეგექმნათ. 

3. არ გამოაქვეყნოთ აგრესიული შინაარსის მასალა - თუ დანამდვილებით იცით, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული მასალით სხვას ზიანს მიაყენებთ, სჯობს ასე არ მოიქცეთ. მსგავსი პოსტები თქვენ შესახებ სხვებს ცუდ წარმოდგენას უქმნის. შესაძლოა, მძიმე შედეგი მოგიტანოთ და რეალურ ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნათ.

როგორი პოსტები არ უნდა გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში? - 9 რჩევა „ფეისბუქის“ მომხმარებლებს

4. არ დაწეროთ შეურაცხმყოფელი კომენტარები და შენიშვნები - ის, თუ როგორი ონლაინ პერსონა ხართ, გავლენას ახდენს თქვენს რეალურ ცხოვრებაზე. იელის უნივერსიტეტის დეკანმა ერთ-ერთი რესტორნის შესახებ დაწერა შეფასება, რესტორანს ნაგვად მოიხსენიებდა და მომხმარებლებს ურჩევდა, რომ არ შესულიყვნენ ამ რესტორანში, მან ასევე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი თეატრის თანამშრომლებს გონებაჩლუნგები უწოდა.

როგორი პოსტები არ უნდა გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში? - 9 რჩევა „ფეისბუქის“ მომხმარებლებს

საინტერესო ისაა, რომდეკანის პოსტები განხილვის საგნად მისი გამოქვეყნებიდან ორი წლის შემდეგ იქცა და ყოველივეს გამო მას სამსახურის დატოვება მოუწია. გარდა ამისა „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტების გამო მან ბოდიშიც მოიხადა. „ჩემი შეფასება არასწორი იყო“, - დაწერა დეკანმა ინციდენტის შემდეგ.

5. ნუ დაწერთ სევდიან და მწუხარებით სავსე პოსტებს - დიახ, ეს თქვენი ექაუნთია და ალბათ თვლით, რომ რაც გსურთ იმას დაწერთ, მაგრამ არავის სურს თქვენი წუხილის შესახებ ვრცელი პოსტების წაკითხვა. თუ რაიმე პრობლემა გაქვთ უმჯობესია, რომ მეგობარს, საყვარელ ადამიანს დაელაპარაკოთ - მას, ვისაც რეალურად შეუძლია თქვენი დახმარება. ნუ გამოიტანთ საჯაროდ პირად ცხოვრებას.

როგორი პოსტები არ უნდა გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში? - 9 რჩევა „ფეისბუქის“ მომხმარებლებს

6. ნუ გააზიარებთ მასალებს, რომლებიც გაურკვეველ ვებ-გვერდებზეა განთავსებული - აუცილებლად დარწმუნებული უნდა იყოთ რამდენად სანდოა ინფორმაცია, რომელსაც აზიარებთ. თუ გააზიარებთ ინფორმაციას, სადაც ტყუილი წერია, შეცდომაში შეგყავთ უამრავი ადამიანი, ამიტომაც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

როგორი პოსტები არ უნდა გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში? - 9 რჩევა „ფეისბუქის“ მომხმარებლებს

მაგ: არის „ფეისბუქის“ მომხმარებელთა კატეგორია, რომელიც ხშირად აზიარებს მასალებს მსგავსი სათაურებით - „სიმსივნის განკურნება ჯადოსნური წამლით 5 წუთშია შესაძლებელი“ და. ა.შ. ინფორმაციის გაზიარებამდე დარწმუნდით, რამდენად სანდოა ის.

7. ნუ დაღლით თქვენი პოსტებით მეგობრებს - ნუ იქნებით ისეთი მეგობარი, რომლის პოსტებიც სხვებს ღლის და ენერგიას აცლის, რომლის „დაჰაიდებაც“ უნდებათ. სჯობს, დაწეროთ შემოქმედებითი პოსტები, რომელიც საინტერესო დისკუსიას გამოიწვევს და სხვებისთვის შთაგონების წყარო გახდება.

როგორი პოსტები არ უნდა გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში? - 9 რჩევა „ფეისბუქის“ მომხმარებლებს

8. ფრთხილად იყავით ფოტოების გამოქვეყნების დროს - არ აქვს მნიშვნელობა მარტო ხართ, თუ სხვებთან ერთად აღბეჭდილი, სოციალური მედიის მომხმარებლებს მოსწონთ ლამაზი და ხარისხიანი ფოტოები. ფოტოები,რომლებიც რაიმე ისტორიას ასახავენ, რომლებიც გადაღებულია თქვენთვის განსაკუთრებულ მომენტში. ამასთან, არ არის აუცილებელი ყველა ფოტოს გამომზეურება. უბრალოდ შეინახეთ ისინი თქვენთვის და გამოაქვეყნეთ მხოლოდ რამდენიმე.

როგორი პოსტები არ უნდა გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში? - 9 რჩევა „ფეისბუქის“ მომხმარებლებს

9. ნუ გამოაქვეყნებთ სხვისი შვილების, სახლის ან სხვისი პრივატული გარემოს ამსახველ ფოტოებს მისი ნებართვის გარეშე - შესაძლოა, არ სურდეს მას თავისი პირადი სივრცის გამოქვეყნება, მით უფრო ბავშვის სურათის გავრცელება, ამიტომ ჯერ ნებართვა აიღეთ.

როგორი პოსტები არ უნდა გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში? - 9 რჩევა „ფეისბუქის“ მომხმარებლებს



<a href="http://www.femalenetwork.com">http://www.femalenetwork.com</a>