მოგზაურობის დროს ტურისტების საყვარელი ადგილი გამოფენები და მუზეუმებია, სადაც ცნობილი მხატვრების შედევრებია წარმოდგენილი.
გთავაზობთ 12 ნახატს, რომელიც მოგზაურობის დროს არ უნდა გამოგრჩეთ:
1. დევიდ ჰოკნის „A Bigger Grand Canyon” - ავსტრალიაში მოგზაურობის დროს აუცილებლად ეწვიეთ ავსტრალიის ეროვნულ გალერეას, სადაც ჰოკნის ნახატის ნახვის შესაძლებლობა მოგეცემათ. ნამუშევარი 1998 წელსაა შექმნილი და ზეთის საღებავებითაა შესრულებული.
2. მარკ შაგალის მიერ მოხატული ოპერის ჭერი პარიზში - ეს მართლაც შთამბეჭდავი სანახაობაა. შედევრი რვა თვის განმავლობაში იქმნებოდა და 1964 წელს მან დასრულებული სახე მიიღო.
3. მაქს ერნსტის “Attirement of the Bride”, ვენეცია - პეგი გუგენჰეიმის კოლექცია ვენეციაში შეიცავს გერმანელი მხატვრის მაქს ერნსტის სიურეალისტურ ნახატებს და მათ შორის 1940 წელს შესრულებულ „Attirement of the Bride”-ს. ამბობენ, რომ რამდენჯერაც უნდა ნახოთ ეს ნახატი, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენთ.
4. გუსტავ კლიმტის “Portrait of Adele Bloch-Bauer I”, ნიუ იორკი - „ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი I” ავსტრიელმა სიმბოლისტმა მხატვარმა 1907 წელს შექმნა. ამ ნახატს „ავსტრიელ მონა ლიზასაც“ უწოდებენ. პორტრეტის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე მხატვარმა 100-მდე ესკიზი შექმნა და მასზე 4 წელი მუშაობდა. ტილო 135 მილიონ დოლარად მილიონერმა რონალდ ლაუდერმა 2006 წელს შეიძინა და ნიუ-იორკში თავისსავე შექმნილ ახალი სახვითი ხელოვნების გალერეაში გადაიტანა. ტილოს ნახვას ნიუ-იორკში სწორედ ამ გალერეაში შეძლებთ.
5. ამადეო მოდილიანის „Female Nude“, ლონდონი - ტილო ლონდონში, კორტთაურდის გალერეაში ინახება. ეს არის ქალის ელეგანტური ფიგურა. როგორც ცნობილია მხატვრისთვის ინსპირაციის წყარო აფრიკული ესთეტიკა გახდა.
6. ფრიდა კალოს „The Two Fridas“, მეხიკო - ფრიდა მექსიკელ მხატვარზე დიეგო რივერაზე დაქორწინდა, რომელსაც შემდეგ დაშორდა და კვლავ დაქორწინდა. მათ რთული ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა სწორედ ასეთი ურთიერთობა გახდა მისი შექმოქმედების შთაგონების და სწორედ ამ პერიოდში ფრიდას ყველაზე მნიშვნელოვანი ტილოები, მათ შორის “The Two Fridas”(1939 წელი). ტილოს ნახვა დამთვალიერებელს მეხიკოში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შეუძლია.
7. ფრენსის ბეკონის „Figure Study I“, ედინბურგი - ის, რაც შოტლანდიაში მოგზაურობის დროს არ უნდა გამოგრჩეთ თანამედროვე ხელოვნების შოტლანდიის ეროვნული მუზეუმია, სწორედ აქ არის გამოფენილი ფრენსის ბეკონის ცნობილი ტილო.
8. ჰენრი მატისის “the Dessert: Harmony in Red”, სანტკ პეტერბურგი - ფერების ეს შთამბეჭდავი კომპოზიცია ჰენრი მატისმა 1908 წელს შექმნა და მისი ნახვა დამთავლიერებელს სანტკ პეტერბურგში, ერმიტაჟის მუზეუმში შეუძლია.
9. ჰიერონიმუს ბოსხის “The Garden of Earthly Delightes”, მადრიდი - არავითარ შემთხვევაში არ წამოხვიდეთ მადრიდიდან „პრადოს მუზეუმის“ ნახვის გარეშე. აქ ხელოვნების ისტორიაში გამორჩეულად მნიშვნელოვანი ტილოებია გამოფენილი. მათ შორის, ჰიერონიმუს ბოსხის 500 წლის წინ შესრულებული ტილო.
10. რენე მაგრიტის “The Castle of the Pyrenees”, იერუსალიმი - ეს ბელგიელი სიურეალისტი ფერმწერის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია და ის 1959 წლითაა დათარიღებული. ტილო იერუსალიმში, ისრაელის მუზეუმშია გამოფენილი.
11. ედვარდ მუნკი „ცხოვრების ცეკვა“ - 1899 წელს დახატა სურათი ,,ცხოვრების ცეკვა“. ნახატი ოსლოს ნაციონალურ მუზეუმშია გამოფენილი.
12. იან ვერმერი „გოგონა ამრგალიტის საყურით“ - ნახატი “გოგონა მარგალიტის საყურით” ჰოლანდიელი მხატვრის იოჰანეს ვერმერის ერთ-ერთი შედევრია და, როგორც თავად სახელიც გვეუბნება, ამოსავალ წერტილად გამოყენებულია მარგალიტის საყურე. დღესდღეობით ნახატი ინახება ჰააგაში. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც “ჩრდილოეთის მონა ლიზას” ან “ჰოლანდიელ მონა ლიზას. ექსპერტთა შეფასებით დაახლოებით 1667 წლისათვის უნდა ყოფილიყო შესრულებული.
თემები: მოგზაურობა, მხატვარი, ნახატები, შედევრები, მხატვრობა
<a href="https://theculturetrip.com">https://theculturetrip.com</a>