LIFE

ალკჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი რეალურ სახეს ავლენს - ახალი კვლევის შედეგი

ალკჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი რეალურ სახეს ავლენს - ახალი კვლევის შედეგი

დილით დამძიმებული თავი, საშინელი შეგრძნება და ფრაზა - „ჯანდაბა, რა გავაკეთე წუხელ, ასე აღარასდროს მოვიქცევი, ამდენს აღარასდროს დავლევ“, - ადამიანების უმეტესობისთვის,ვფიქრობთ, ნაცნობი სიტუაციაა.

შეიძლება დღეს გრცხვენიათ იმის, რაც წუხელ ღამით ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ გააკეთეთ, მაგრამ რეალურად თქვენ ის გააკეთეთ, რაც ნამდვილად გსურდათ.

კვლევის თანახმად, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი თავის ნამდვილ, რეალურ სახეს ავლენს.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უცნაური, ან ძალიან გულახდილი ქმედებები, ან მოჭარბებული აგრესია ალკოჰოლს დააბრალოთ და თავი გაიმართლოთ, მაგრამ საქმე ასე მარტივად არაა. მისურის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არ არის გამართლებული ამა თუ იმ ქმედების თრობით გამართლება.

ალკჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი რეალურ სახეს ავლენს - ახალი კვლევის შედეგი

მკვლევარები ამბობენ, რომ ადამიანი ამ დროს რეალურ სახეს ავლენს. ალკოჰოლი კი, მას უბრალოდ სითამამის მოკრებაში ეხმარება.

კვლევაში ჩართული მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთ ნაწილს ალკოჰოლის შემცველი სასმელი მისცეს, მეორეს კი - უალკოჰოლო სასმელი. კვლევის მონაწილეებმა არ იცოდნენ, იყო თუ არა მათი სასმელი ალკოჰოლური.

სასმელის მიღების შემდეგ, მონაწილეებს სხვადასხვა დავალებების შესრულება სთხოვეს.ამოცანების შესრულების დროს ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, გარკვეულ საკითხებში თავს იზღუდავდნენ და არ იქცეოდნენ თამამად, ხოლო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები ნებისმიერ რამეზე იყვნენ წამსვლელნი საქმის შესასრულებლად. ისინი იყვნენ უფრო თამამები და ავლენდნენ რეალურ ძალას.

ალკჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი რეალურ სახეს ავლენს - ახალი კვლევის შედეგი

ასე რომ, თუ თქვენი წუხანდელი ქცევის გამო გრცხვენიათ და ყველაფერს ალკოჰოლს აბრალებთ, სულ ტყუილად, ახლა უკვე ვიცით, რომ თქვენ რეალური სახე გამოავლინეთ, ალკოჰოლმა უბრალოდ ნამდვილი სახის გამოსავლენად ცოტა სითამამე შეგმატათ.



<a href="http://ewao.com">http://ewao.com</a>