რა ხდის ქალს სექსუალურს? - ამისთვის სხეულის გამოჩენა არ გჭირდებათ
- 01.09.2017
სიტყვა „სექსუალური“ ადამიანთა უმეტესობის ცნობიერებაში მოშიშვლებულ სხეულთან ასოცირდება, თუმცა სინამდვილეში ეს არ არის სწორი დამოკიდებულება.
რეალურად, სულაც არაა საჭირო სხეულის გამოჩენა იმისთვის, რომ სექსუალური იყოთ.
მაშ ასე, ვნახოთ რა ხდის ქალს სექსუალურს:
1. მოცულობითი, ფუმფულა და მიმზიდველი თმა - მკვლევარები მიიჩნევენ, რომ როცა ქალს ლამაზი და მიმზიდველი თმა აქვს, ეს მას გაცილებით უფრო სექსუალურს ხდის, ვიდრე სხეულის რომელიმე ნაწილის მოშიშვლება.
2. ატარეთ სექსუალური თეთრეული - არ აქვს მნიშვნელობა მის გარეთ რა გაცვიათ. შეიძლება ეს იყოს ჩვეულებრივი სპორტული მაისური, ან რამე მსგავსი, მაგრამ როცა იცით, რომ სექსუალური თეთრეული გაცვიათ, თქვენი მანერები, სულ სხვაგვარია, უფრო მიმზიდველი და დიახ, უფრო სექსუალური.
3. იპკურეთ მაცდური სურნელი - სუნამოების ექსპერტების მტკიცებით, ვანილისა და ჟასმინის სურნელი ქალს უფრო მიმზიდველს ხდის.
4. ატარეთ მაღალქუსლიანი ფეხსცმელი - გარდა იმისა, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში უფრო მაღალი ჩანხართ, ის განიჭებთ განცდას, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ და თქვენს სილუეტს უფრო მიმზიდველს აჩენს. გაითვალისწინეთ, თუ მასზე სიარული არ იცით, თუ ფეხები გტკივათ, სჯობს უარი თქვათ, რადგანაც ეს ტკივილი სახეზე აღგებეჭდებათ.
5. იუმორის გრძნობა - თუ გაქვთ საუბრის სასიამოვნო მანერა, იუმორის გრძნობა, შეგიძლიათ გულიანად გაცინება, გვერწმუნეთ, ამაზე უფრო მეტად სექსუალური არაფერია.
6. უნარი, დაამყაროთ თვალებით კონტაქტი - სტაბილური მზერა მოსაუბრისადმი ნიშნავს, რომ ყურადღებით უსმენთ და ეს უნარი თქვენ განსაკუთრებულ სექსუალურობას გმატებთ.
7. გამოიმუშავეთ ახალი უნარები - არასოდეს შეწყვიტით სწავლა და ახლის ძიება. არასოდეს შეწყვიტით ზრუნვა განვითარებაზე. ეს უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. თავდაჯერებული ადამიანი კი ძალიან მიმზიდველი და სექსუალურია.
8. გააკონტროლეთ სიტყვები, ემოციები, ქმედებები - როცა ხედავენ, რომ რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ სიმშვიდის შეარჩუნება და პრობლემების აუღელვებლად გადაჭრა, თქვენ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებთ ადამიანებისგან. მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ძალიან სექსუალურია.
9. მშვენიერია თუ სამოგზაუროდ მარტო წასვლა შეგიძლიათ, ან ნებისმიერი სხვა რაიმის გაკეთება მარტოც მშვენივრად გამოგდით - მაგ: შეგიძლიათ სრულიად მარტო წახვიდეთ საყვარელ რესტორანში და მიირთვათ საყვარელი კერძი, ან წახვიდეთ კუბაზე საონცებო მოგზაურობაში მხოლოდ თქვენ. ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ხართ, იცით საკუთარი თავის ფასი, იცით - როგორ მიიღოთ სიამოვნება ცხოვრებისგან. ეს ძალიან სექსუალურს გხდით.
ბონუსი: გახსოვდეთ, რომ გამორჩეულად სექსუალური ბედნიერი ადამიანია.
თემები: სექსუალური ქალი, სექსუალური მიზიდულობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.femalenetwork.com">http://www.femalenetwork.com</a>