LIFE

„დინასტია“ ეკრანებს უბრუნდება - შემოდგომიდან ქერინგტონებისა და ქოლბების ახალ დაპირისპირებას ვიხილავთ

„დინასტია“ ეკრანებს უბრუნდება - შემოდგომიდან ქერინგტონებისა და ქოლბების ახალ დაპირისპირებას ვიხილავთ

XX საუკუნი 80-იანი წლების პოპულარული ამერიკული სერიალი „დინასტია“ ეკრანს უბრუნდება. ინტერნეტში უკვე სერიალის პირველი ოფიციალური „თრეილერიც“ გამოჩნდა.

საპნის ოპერა, როგორც თრეილერიდან ირკვევა, თანამედროვეობას იქნება მორგებული.

„დინასტია“ ეკრანებს უბრუნდება - შემოდგომიდან ქერინგტონებისა და ქოლბების ახალ დაპირისპირებას ვიხილავთ

სერიალის პირველი ვერსიის მსგავსად, რომელიც ABC- ს ეთერში 1981-1989 წლებში გადიოდა, ამჯერადაც „დინასტია“ ორი მდიდარი ამერიკული ოჯახის - ქერინგტონებისა და ქოლბების შესახებ, მათ შვილებზე, ფულსა და ბიზნეს ურიერთობებზე მოგვითხრობს.

„დინასტია“ ეკრანებს უბრუნდება - შემოდგომიდან ქერინგტონებისა და ქოლბების ახალ დაპირისპირებას ვიხილავთ

სერიალში კვლავ ამ ორი ოჯახის ომი იქნება აღწერილი, მაგრამ ამჯერად დაპირისპირება ყველაზე მეტად ორ პერსპექტიულ ქალს - ფელონ ქერინგტონსს (რომელიც ბლეიქ ქერინგტონის ქალიშვილია) და მის დედინაცვლას, ქრისტლის შორის იჩენს თავს.

ფელონის როლს ცნობილია, რომ ელიზაბეტ გილისი შეასრულებს.

ქრისტლის როლს ორიგინალში ლინდა ევანსი ასრულებდა, მისი გმირის ხასიათი ახალ ვერსიაში შეცვლილი იქნება. ქრისტლის როლს ამჯერად ნატალი კელი შეასრულებს, რომლის ცნობაც „ვამპირის დღიურების“ ფანებს არ გაუჭირდებათ. მილიარდერი ჯეფ კოლბის როლს ახალ ვერსიაში ნიგერიელი სემ ადეგოკი შეასრულებს.

„დინასტია“ ეკრანებს უბრუნდება - შემოდგომიდან ქერინგტონებისა და ქოლბების ახალ დაპირისპირებას ვიხილავთ

დინასტიის სცენარზე პოპულარული სერიალის, „ჭორიკანას“ სცენარისტი, მწერალი ჯოშ შვარცი მუშაობს, ამიტომაც საზოგადოებას უკვე აქვს მოლოდინი, რომ ეს ინტრიგებით სავსე დრამა იქნება. მას The CW-ის ეთერში ვიხილავთ.

„დინასტიის“ პრემიერა 2018 წლამდეა დაგეგმილი, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. მანამდე კი, ვნახოთ ინტრიგებით სავსე სერიალის პირველი „თრეილერი“: 



<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>