ჩემოდანი მფლობელის ფოტოსურათით - ახალი გამოგონება, რომელიც ჩემოდნის დაკარგვის შანსს ამცირებს
- 06.09.2017
მოგზაურები ხშირად დგანან ჩემოდნის დაკარგვის საფრთხის წინაშე და დაკარგვის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ ჩემოდნები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ზოგჯერ ადამიანს საკუთარის ამოცნობა უჭირს.
ბრიტანელებმა პრობლემის მარტივად გადაჭრის გზას მიაგნეს. ერთ-ერთი ონლაინ გაყიდვების მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს ჩემოდნებს, რომელზეც მომხმარებლის სასურველი ფოტო იქნება დაპრინტული. (http://www.designasuitcase.com/)
თქვენ უნდა შეარჩიოთ სასურველი ჩემოდანი, შემდეგ ატვირთოთ საიტზე საურველი ფოტო, რომელსაც გადიდებული ზომით დაპპრინტავენ მასზე.
ამ ხერხით შეძლებთ გქონდეთ უნიკალური დიზაინის ჩემოდანი და ამ უნიკალურობის წყალობით მისი დაკარგვის შანსი შემცირდება. ყოველ შემთხვევაში, მას მარტივად ამოიცნობთ.
რაც შეეხება ფოტოებს, შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ საკუთარ ფოტოზე, ან მეგობრის, ოჯახის წევრის, თუნდაც მტრის სურათზე, შესაძლებლობა გაქვთ, რომელიმე ვარსკვლავის ფოტოც დააპრტინტინოთ.
თემები: მოგზაურობა, ჩემოდანი
<a href="http://mashable.com">http://mashable.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია