16 მარტივი გზა ქალებს - იმისთვის რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება და იყოთ უფრო ბედნიერები
- 12.06.2021
ადამიანები ცდილობენ გახდნენ უკეთესები, უფრო ჭკვიანები, ძლიერები და ხშირად ავიწყდებათ, რომ ამ ყველაფრის მისაღწევად მარტივი გზებიც არსებობს.
გათავაზობთ 16 რჩევას რომელიც ცხოვრების გამარტივებაში დაგეხმარებათ:
1. თუ მაღაზიაში ყველაზე იაფფასიან პროდუქტს ეძებთ, აიხედეთ ყველაზე მაღალ თაროზე.
2. სანთელი დიდხანს გაძლებს და მალე არ დაიწვება, თუ მას ანთებამდე რამდენიმე საათით საყინულეში მოათავსებთ.
3. პრინტერის მელნის ხარისხის შემოწმება ყველა კარგად ასე შეგიძლიათ - ამოაპრინტერეთ „გუგლის“ ლოგო. ის უამრავ ფერს შეიცავს.
4. რაც უფრო სწრაფად ჭამთ, მით უფრო სწრაფად იმატებთ წონაში.
5. თუ ზოოპარკში მიდიხართ ჩაიცვით ისეთი ფერის სამოსი, როგორიც ზოოპარკის თანამშრომლების უნიფორმაა. ასე ცხოველებს თქვენი აღარ შეეშინდებათ და არ დაგემალებიან.
6. ბანანს „ბედნიერების ხილს“ უწოდებენ. მიირთვით მხოლოდ ერთი ბანანი სადილზე, ის გაგიუმჯობესებთ განწყობას და გაგათავისუფლებთ ნეგატიური ემოციებისგან.
7. თუ ვარჯიშამდე ყავას მიირთმევთ, ეს გაზრდის მეტაბოლიზმს და ხელს შეუწყობს ცხიმის დაწვის პროცესს.
8. თუ კოღომ გიკბინათ, ნაკბენ ადგილას დაიდეთ ცხელი კოვზი. მისი საშუალებით კოღოს ნაკბენი არ გართულდება და ტკივილი მალე გაივლის.
9. დღის განმავლობაში რამდენიმე წუთით ჩათვლემა აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, მაგრამ 9 საათზე უფრო მეტი დროით ძილი მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ქვეითდება იმუნური სისტემა.
10. მეცნიერული დასკვნით, საზამთრო ზემოქმედებს სისხლძარღვებზე. ის აფართოებს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს მათ უკეთ მუშაობას.
11. თუ ვარჯიშის დროს მუსიკას უსმენთ, 15%-ით უფრო მეტ ცხიმს წვავთ.
12. თუ რაიმეს დამახსოვრებას ცდილობთ შეკარით მუშტი, ამ დროს ტვინის მუშაობა უფრო აქტიურდება და უფრო მარტივად შეძლებთ დამახსოვრებას.
13. რუტინული ყოველდღიური საქმიანობის შესასრულებლად სცადეთ თქვენი არადომინანტი ხელის გამოყენება. მაგ: თუ მარჯვენა ხელს იყენებთ საქმის კეთების დროს, კბილები მარცხენა ხელით გაიხეხეთ. მალე დაინახავთ, რომ ტვინის მუშაობა გაუმჯობესდება და სხვადასხვა ამოცანებს ის უფრო მარტივად გაუმკლავდება.
14. მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენა დაგამშვიდებთ და უფრო ბედნიერს გაგხდით.
15. თუ ერთ ფინჯან მწვანე ჩაის ძილის წინ მიირთმევთ, ის დაგეხმარებათ რომ ძილის დროს დაწვათ კალორიები. მწვანე ჩაი ასევე ხელს უწყობს მეტაბოლიზმს.
16. თუ გაინტერესებთ რას ფიქრობს სხვა თქვენ შესახებ, სცადეთ ამის გაგება მისი სხეულის ენის „წაკითხვის“ საშუალებით. თუ საუბრის დროს მკლავები, ან ფეხები გადაჯვარედინებული აქვს, ეს ნიშნავს რომ ეჭვის თვალით გიყურებთ, სკეპტიკურადაა თქვენ მიმართ განწყობილი. ხოლო თუ თავისუფლად დგას, ეს მიუთითებს, რომ პოზიტიურადაა განწყობილი და მოხიბლულია თქვენი საუბრით.
თემები: რჩევები ქალებს, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>