მშობლები

მშობლების საკითხავი - რა სურთ იმ მეგობრებს თქვენგან, რომლებსაც ჯერ შვილი არ გაუჩენიათ?

მშობლების საკითხავი - რა სურთ იმ მეგობრებს თქვენგან, რომლებსაც ჯერ შვილი არ გაუჩენიათ?

ბავშვის დაბადება ადამიანის ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ზოგჯერ ამის გამო ეცვლებათ დამოკიდებულება სხვა ადამიანების, მათ შორის, მეგობრების მიმართაც.

თქვენს მეგობრებს, რომლებსაც ჯერ შვილი არ ჰყავთ, სურთ რომ ეს 9 რამ იცოდეთ:

1. თქვენ მათთვის ისევ იგივე ადამიანი ხართ - მართალია, უკვე დედა ხართ, თქვენი ცხოვრების სტილი შეიცვალა, მაგრამ მეგობრებისთვის, რომლებიც აქამდე გიცნობდნენ, ისევ ისეთი დარჩით, ნუ დაგავიწყდებათ მათი არსებობა.

2. მათ სურთ რომ მხარდაჭერა გამოგიცხადონ, მაგრამ ისინი თქვენ გელოდებიან რომ დახმარებისთვის მიმართოთ - მეგობრებს ესმით თუ რამხელა სტრესთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული იყო მშობელი. მათ იციან, რომ ახალდაბადებულ ბავშვთან უამრავი ადამიანი მიდის სანახავად და არ სურთ თქვენი შეწუხება, ამიტომაც გელოდებიან თავად როდის მიმართავთ. უნდა იცოდეთ, რომ მეგობრები დაგეხმარებიან, მათთან კომუნიკაცია მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. უბრალოდ უთხარი, რა გჭირდებათ.

მშობლების საკითხავი - რა სურთ იმ მეგობრებს თქვენგან, რომლებსაც ჯერ შვილი არ გაუჩენიათ?

3. ნუ იდარდებთ იმაზე რომ სახლი მოუწესრიგებელი გაქვთ - მეგობრებს შესანიშნავად ესმით თქვენი მდგომარეობის. ისინი დაგეხმარებიან მის მოწესრიგებაში და პრობლემების მოგვარებაში.

4. მათ სურთ თქვენი და თქვენი პატარას ნახვა - ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს თქვენთან გაჩნდნენ, იზრუნონ თქვენზე და ასევე თქვენს პატარაზე, მოისმინონ თქვენი ახალი ცხოვრების შესახებ და დაგეხმარონ ბავშვის მოვლაში.

5. მაგრამ ზოგჯერ მათ მხოლოდ თქვენი ნახვა სურთ, ბავშვის გარეშე - ზოგჯერ მომაბეზრებელია, როცა ყველგან პატარა ბავშვით დადიხართ. ამ დროს კონცენტრაციას კარგავთ, გამუდმებით ბავშვზე ხართ გადართული და მეგობარს სრულფასოვნად ვერ ესაუბრებით. ზოგჯერ აუცილებელია, რომ მეგობართან დრო ბავშვის გარეშე გააატაროთ, ნუ წაიყვანთ პატარას კლუბებსა და ბარებში.

6. ნუ მოაბეზრებთ თავს ბავშვის მოვლაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრით - მეგობრებს სურთ თქვენგან მოისმინონ როგორია დედობა, მაგრამ როცა ოთახში ერთზე მეტი ადამიანია, ისეთი რომელიც ჯერ დედა არ გამხდარა დაფიქრდით, დიდი ალბათობით არ სურთ გამუდმებით იმის მოსმენა, რა დაემართა თქვენს მკერდს მშობიარობის შემდეგ. სხვა რაღაცებიც არსებობს ცხოვრებაში.

7. ნუ დაგავიწყდებათ რომ მათი ცხოვრებაც ვითარდება, უბრალოდ ცოტა სხვაგვარად - შეიძლება თქვენს მეგობარს შვილი არ გაუჩენია, მაგრამ მისი ცხოვრებაც ვითარდება, იცვლება. ჰკითხეთ მასაც საკუთარი ცხოვრების შესახებ, მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ ისაუბრებთ.

მშობლების საკითხავი - რა სურთ იმ მეგობრებს თქვენგან, რომლებსაც ჯერ შვილი არ გაუჩენიათ?

8. არ აქვს მნიშვნელობა მათაც ჰყავთ თუ არა შვილები, მათ ახარებთ თქვენი შვილი - შვილის გაჩენა პირადი არჩევანია და შესაძლოა თქვენს მეგობრებს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ. შესაძლოა მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბავშვი არ გააჩინონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ განგსჯიან ბავშვის გაჩენის გამო. თუ ისინი ასე იქცევიან, მეგობრები სწორად ვერ შეგირჩევიათ.

9. მათ თქვენი შვილი ძალიან უყვართ - რა თქმა უნდა, მეგობრებს არ ექნებათ ისეთივე განსაკუთრებული გრძნობა თქვენი შვილისადმი, როგორც თავად თქვენ, მაგრამ მათი სიყვარული მეგობრის შვილისადმი ძალიან დიდია.



<a href="http://www.parents.com/">http://www.parents.com/</a>