სტილი

ჯიჯი ჰადიდი თამუნა ინგოროყვას მოდური სამოსით გამოჩნდა

ჯიჯი ჰადიდი თამუნა ინგოროყვას მოდური სამოსით გამოჩნდა

22 წლის ტოპ მოდელი და Victoria’s Secret-ის ანგელოზი ჯიჯი ჰადიდი ყოველთვის თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრშია.

ამჯერად ინსტაგრამზე გამოქვეყნებული მისი ერთ-ერთი ფოტო ქართველებისთვის გახდა საინტერესო, რადგან ჯიჯის დიზაინერ თამუნა ინგოროყვას შემოდგომის კოლექციიდან თეთრი კომბინიზონი აცვია. 

ჯიჯი ჰადიდი თამუნა ინგოროყვას მოდური სამოსით გამოჩნდა

მოდელი ამ სამოსში დასვენებულად და ელეგანტურად გამოიყურება. 

თამუნა ინგოროყვა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გემოვნებიანი დიზაინერია. მისი კოლექციები ყოველთვის კეთილშობილური ქალური სტილით გამოირჩევა. იგი არამარტო საღამოს დახვეწილ კაბებს ქმნის, არამედ ყოველდღიურ ტანსახმელზეც მუშაობს. 

ჯიჯი ჰადიდი თამუნა ინგოროყვას მოდური სამოსით გამოჩნდა

ცოტა ხნის წინ, თამუნა ინგოროყვას კაბაში გამოჩნდა ჰოლანდიელ მოდელი, დოუცენ კრუსი. ხოლო ივლისში, ინგოროყვას კაბა საკუთარი ქორწილისთვის შეარჩია ლიტვური წარმოშობის ცნობილმა ფოტომოდელმა ედიტა ვილკევიჩუტემ.



<a href="https://www.newsgeorgia.ge">https://www.newsgeorgia.ge</a>