ამოიცანით ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვით - ის ყველა საიდუმლოს გასცემს
- 10.09.2017
ქალის ხასიათის ამოცნობა როგორც აღმოჩნდა, არც ისე რთულია. ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე თვეში დაიბადნენ აქვთ მსგავსი მახასიათებლები.
ვნახოთ, როგორები არიან ქალები დაბადების თვის მიხედვით:
1. იანვარი - იანვარში დაბადებული ქალები ამბიციურები არიან, ამავდროულად ცოტა ძველმოდურები და ტრადიციების სიყვარულით გამოირჩევიან. კრიტიკულები არიან სხვების მიმართ, არ უყვართ საკუთარ გრძნობებზე საუბარი. იანვარში დაბადებულ ქალებს უყვართ ურთიერთობა მხოლოდ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ინტელექტუალურად მის დონეს შეესაბამებიან და ცხოვრებაზე მისი მსგავსი შეხედულებები აქვთ.
2. თებერვალი - ამ დროს დაბადებული ქალები გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან და მოთმინების დიდი უნარით გამოირჩევიან, მათი განწყობა ხშირად იცვლება. იმის გამო, რომ განწყობას ხშირად იცვლის, ყველას არ შეუძლია მისი გაგება. აქვთ წარმოსახვის დიდი უნარი და თავისუფალი სული. თუ თებერვალში დაბადებულ ქალს უღალატებთ, ის არასოდეს გაპატიებთ.
3. მარტი - მარტში დაბადებული ქალები ქარიზამტულები და მომხიბვლელები არიან. ამ ქალებს ძნელად უყვარდებათ, საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ და თუ ხედავენ, რომ გარშემომყოფები მათ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, მათზე ბედნიერი ამქვეყნად არავინ არაა.
4. აპრილი - ქალები, რომლებიც აპრილში დაიბადნენ, კომუნიკაციის ეფექტური უნარით გამოირჩევიან. არიან ძალიან ეჭვიანები და ძალიან მგრძნობიარენი. ცხოვრებაში მომხდარ ყველა მოვლენას ზედმეტად ემოციურად აღიქვამენ. ამავდროულად, აპრილში დაბადებულ ქალებს აქვთ უნარი სხვებს ბედნიერება მოუტანონ. ისინი უაღრესად სანდო ადამიანები არიან.
5. მაისი - ამ დროს დაბადებული ქალები პრინციპული ხასიათით გამოირჩევიან. მაისის გოგონები უმეტესად ვიზუალურად ძალიან მომხიბვლელები არიან, თუმცა მათთვის თავის შეყვარება ძალიან რთულია და მაისში დაბადებულ გოგონებთან სასიყვარულო ურთიერთობა ნამდვილი გამოწვევაა.
6. ივნისი - ქალები, რომლებიც ივნისში დაიბადნენ, საინტერესო და შემოქმდებითი უნარებით დაჯილდოებულები არიან. აქვთ კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი. ივნისის გოგონები ძლიერი ნატურით გამოირჩევიან და თავდაჯერებულები არიან. მათ უყვართ, როცა ძალაუფლება მათ ხელშია.
7. ივლისი - ამ დროს დაბადებული ქალები წესიერები, ლამაზები, ჭკვიანები და ამავდროულად, საიდუმლოებით მოცულნი არიან. ისინი თავს არიდებენ კონფლიქტებს. ავლენენ ყველა სიტუაციაში პატიოსნებას და სხვებისგანაც ამას ელიან.
8. აგვისტო - ქალები, რომლებიც აგვისტოში დაიბადნენ გამოირჩევიან კეთილი გულით. მათ ძალიან უყვართ საკუთარი თავი და გამარჯვება და მიუხედავად კეთილი გულისა, როცა საქმე საკუთარ ინტერესებს ეხება, რა იჩენენ ტოლერანტულობას სხვებისადმი. ამ დროს დაბადებული ქალები იუმორის შესანიშნავი გრძნობით გამოირჩევიან, მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და განსაკუთრებით ბედნიერები არიან, როცა მამაკაცების მოჭარბებულ ყურადღებას გრძნობენ. ამ ქალებს აქვთ უნარი მამაკაცებს ყველაფერი გააკეთებინონ რაც მოესურვებათ.
9. სექტემბერი - სექტემბერში დაბადებული ქალები გამოირჩევიან დისციპლინით, საკუთარი თავის კონტროლით, არიან მოწესრიგებულები. ისინი არასოდეს პატიობენ ღალატს და აუცილებლად იძიებენ შურს. სასიყვარულო ურთიერთობას მხოლოდ მაშინ თანხმდებიან, თუ გრძნობენ რომ ეს ურთიერთობა არასოდეს დასრულდება. მათ აქვთ დიდი მოლოდინები იმ ადამიანებისგან, რომლებიც უყვართ.
10. ოქტომბერი - ამ პერიოდში დაბადებული ქალები უემოციოები არიან, მაგრამ ინტელექტუალები, გამოირჩევიან ძლიერი ხასიათით. ვერასოდეს მიხვდებით - რა ეწყინა, ან რა გაუხარდა.
11. ნოემბერი - ნოემბერში დაბადებული ქალები განსაკუთრებით ჭკვიანები არიან. ამ ქალებს არასოდეს ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის. შეიძლება იცოდნენ რომ ამან ზიანი მოუტანოთ, მაგრამ აუცილებლად იტყვიან იმას, რასაც ფიქრობენ.
12. დეკემბერი - ქალები, რომლებიც დეკემბერში დაიბადნენ, მოუთმენელი ხასიათით გამოირჩევიან, თუმცა ეს სიჩქარე და მოუთმენლობა მათ ცხოვრებაში ხელს არ უშლით. ამ ქალებმა იციან როგორ მიაღწიონ წარმატებას. ავლენენ პოზიტიურ განწყობას, გულღია და სასიამოვნო ადამიანები არიან, რის გამოც როცა ისინი ოთახიდან გადიან, ყველას გული სწყდება.
თემები: ქალები, რჩევები, ზოდიაქო, ჰოროსკოპი
<a href="https://www.apost.com">https://www.apost.com</a>