არავის არ უნდა იყოს მოტყუებული, და ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ თქვენი ერთგულია, სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარად არის. ფსიქოლოგებმა შეისწავლეს კვლევები და დაასახელეს ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ პარტნიორის ღალატზე.
1. გარემოცვა, რომელიც ხელს უწყობს ღალატს
საკმაოდ ძნელია იყო ერთგული საზოგადოებაში, სადაც თითოეულს ვიღაც ჰყავს. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ ჩნდება აზრი, რომ შენც სცადო და ვიღაც იპოვნო. ამიტომ მნიშვნელოვანია მიაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობენ ადამიანები თქვენი პარტნიორის გარემოცვაში. მოიცილეთ მოღალატეები, მაგრამ ნუ გადაუსვამთ ხაზს ყველა ურთიერთობას. გამოკითხული 484 ადამიანიდან ხომ მხოლოდ 2 % ემხრობა თავისუფალ ურთიერთობებს. დანარჩენი კი უპირატესობას ერთგულებას ანიჭებს.
2. სექსის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება
როცა ადამიანი არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს ინტიმურ და პირად საკითხებს, მას შეუძლია ეძებოს სიამოვნება საკუთარი სახლის გარეთ. „არავითარი სულიერი კავშირი და გრძნობები, უბრალოდ სექსი“ - ასეთია ამ ტიპის ნებისმიერი ადამიანის გამართლება.
3. პიროვნული თავისებურებანი
ეს მიზეზი იბადება ადამიანთან ერთად. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ დიდხანს იყვნენ ვიღაც ერთ ადამიანთან, მათ უყვართ ბევრი ადამიანების გაცნობა და დიდ კომპანიებში დროის გაყვანა. და, როგორც შედეგი, ასეთ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მიდრეკილება ღალატისკენ.
4. ლტოლვის შემცირება პარტნიორის მიმართ
აქ საქმე იმაში სულაც არ არის, რომ „ეს ასეთი პერიოდია და უბრალოდ უნდა დაიცადოთ“. თუ თქვენი პარტნიორი აღარ არის დაინტერესებული თქვენით, აშკარად სისულელეა იფიქროთ რაღაც პერიოდებზე და რომ ეს ასეც უნდა იყოს. სამწუხაროდ, ასეთი ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ პარტნიორმა ვიღაც სხვა მონახა.
5. პარტნიორის პასუხისმგებლობა დაბალ დონეზეა
წყვილის შემთხვევაში ნებისმიერი საკითხი იჭრება საუბრისა და მსჯელობის დახმარებით. თუ პარტნიორი აგდებულად ეკიდება გარკვეულ სიტუაციებს, თვლის, რომ ვალდებულებები არ არის საჭირო, და აღარ უფრთხილდება ურთიერთობებს, როგორც ჩანს, მან სხვა ადამიანი იპოვნა, რომელიც უფრო აინტერესებს.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ღალატი, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია