ვინ ამბობს ურთიერთობაში პირველი სიტყვას - „მიყვარხარ“ და რა იმალება ამ სიტყვის მიღმა? - ფსიქოლოგების დასკვნა
- 19.09.2017
ნებისმიერი რომანტიკული ურთიერთობის მთავარი მომენტი და ახალი ეტაპის დასაწყისია, როდესაც ერთ-ერთი თქვენგანი ამბობს სიტყვებს - „მე შენ მიყვარხარ“.
რა თქმა უნდა, სანამ ამ სიტყვებს იტყვით, ნერვიულობთ, შეშინებულები ხართ. ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს შიში აბსოლუტურად გასაგებია, რადგანაც ამ დროს ჩვენ გვეშინია უარის მიღების, იმის, რომ ჩვენს სიყვარულს არ გაიზიარებენ.
ვინ ამბობს პირველად ფრაზას - „მე შენ მიყვარხარ“ - ქალი, თუ მამაკაცი?
ჰენსბერგის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, როგორც წესი, ამ საკითხში პირველობას მამაკაცები ქალებს იშვიათად უთმობენ და სწორედ ისინი უტყდებიან სიყვარულში საყვარელ ადამიანს პირველები.
ზოგიერთ კაცს ურთიერთობისთვის რამდენიმე დღეც კი ჰყოფნის და პარტნიორს სიყვარულში უტყდება.
რატომ ჩქარობენ ასე კაცები?
მკვლევარებს ამ საკითხთან დაკავშირებით ორი თეორია აქვთ: 1. კაცები თვლიან, რომ ქალებს სჭირდებათ უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ განსაზღვრონ სურთ თუ არა ამ კონკრეტულ მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობა დამამაკაცებს კი, არ სურთ ელოდონ, როდის მიიღებს ქალი გადაწყვეტილებას და 2. შესაძლოა, მათ მიერ ნათქვამი „მე შენ მიყვარხარ“ სულაც არ იყოს სიმართლე, ისინი ამ ფრაზით უბრალოდ აჩქარებენ ურთიერთობას და ყველაფერი სექსისკენ მიჰყავთ. მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა და მისი შედეგი მეორე თეორიას ამყარებს.
კვლევის თანახმად, როცა მამაკაცი ამბობს - „მე შენ მიყვარხარ“ და მას პარტნიორთან სექსი ჯერ არ ჰქონია, ამით პარტნიორის ნდობის მოპოვებას ცდილობს და სურს ურთიერთიბა ახალ საფეხურზე გადაიყვანოს.
ამავე კვლევის თანახმად, ქალებს ურჩევნიათ, რომ პარტნიორისგან სიტყვები - „მე შენ მიყვარხარ“ სექსის შემდეგ მოისმინონ.
ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების აზრით, არ შეიძლება მხოლოდ სექსის სურვილს დავუკავშიროთ ის ფაქტი, რომ მამაკაცები სიყვარულში გამოტყდომის თვალსაზრისით ინიციატივას თავის თავზე იღებენ.
ფსიქოლოგების თქმით, მამაკაცები ფრაზას - „მე შენ მიყვარხარ“ პირველები ამბობენ იმიტომ, რომ ისინი ურთიერთობაში თავს ლიდერებად მიიჩნევენ. ამასთანავე თვლიან, რომ ქალს პირველებმა უნდა დაუთქვან პაემანი და რა თქმა უნდა, დაქორწინების შეთავაზებაც საკუთარ თავზე უნდა აიღონ.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია