40 წელს გადაცილებული პოპულარული ქალები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ასაკი არაფერს ნიშნავს - ეს მხოლოდ ციფრებია
- 20.09.2017
1. ჰოლი ბერი 14 აგვისტოს 51 წლის გახდა - თუმცა რთულია მასზე თქვა, რომ უკვე ნახევარ საუკუნეს გადააბიჯა.
2. ევა ლონგორია 42 წლისაა - „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ წლების წინ გადიოდა ეკრანებზე, თუმცა სერიალის ვარსკვლავის ვიზუალი არ შეცვლილა, ევა ზუსტად ისეთივეა, როგორიც ადრე იყო. საერთოდ არ ეტყობა წლები.
3. 42 წლის მელანი ბრაუნი - Spice Girls-ის ყოფილი წევრი, ვფიქრობთ, ახლა უკეთესად გამოიყურება ვიდრე 90-იან წლებში. მელანის კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ვარჯიში, სწორი კვება და ამის წყალობით 42 წლის ასაკში შეუდარებელი ვიზუალი აქვს.
4. 44 წლის გაბრიელ უნიონ-უეიდი - ის ისვე ისეთია, როგორიც წლების წინ იყო. შეიძლება ვთქვათ, რომ შესანიშნავად გამოსდის ასაკის დამარცხება. თინეიჯერებსაც კი შეშურდებათ მისი ფორმების.
5. ჯერი ჰოლიველი 45 წლისაა - 90-იანი წლების სუპერ პოპულარული ჯგუფის, Spice Girls-ის კიდევ ერთი წევრი, ჯერიჰოლიველი 45 წლის ასაკში ფანტასტიკურად გამოიყურება და ისევ ისეთია, როგორიც გულშემატკივრებს ახსოვთ.
6. 48 წლის ჯენიფერ ლოპესი - ჯენი მართლაც უბერებელი ქალების კატეგორიაშია. წლებია მომღერალი და მსახიობი ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალის ტიტულით სარგებლობს. ასე იყო წლების წინ, ასეა ახლაც და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება უკონკურენტო.
7. 50 წლის სელმა ჰაიეკი - ამ ასაკშიც სელმა ბიკინებში შეუდარებლად გამოიყურება. ისიც ერთ-ერთი უბერებელი ქალია.
8. 51 წლის სინდი კროუფორდი - ვფიქრობთ. გასაკვირი არ არის რომ ჩვენს სიაში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერმოდელი, სინდი კროუფორდი მოხვდა. ის განსაკუთრებულად უვლის კანს და სხეულს - შედეგიც სახეზეა.
9. 52 წლის ელიზაბეტ ჰარლი - ელიზაბეტ ჰარლი არ ჰგავს რეალურს, შეხედეთ მის ფოტოს ბიკინიში - შეიძლება, რომ 52 წლის ქალს ასეთი სხეული ჰქონდეს?! მისი ახალგაზრდობის საიდუმლო ფიტნესშია. მსახიობი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ვარჯიშის დროს გადაღებულ ვიდეოებს და აჩვენებს თაყვანისმცემლებს როგორი მოქნილია. ფიტნესი მას ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.
10. 54 წლის დემი მური - ის კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელიც ამტკიცებს რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. შეხედეთ ფოტოს, ნუთუ ვინმე იფიქრებს, რომ მსახიობი 54 წლისაა?!
თემები: ურთიერთობა, ქალები, 40 წელი
<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია