LIFE

მამაკაცის 12 ქცევა, რომლებიც ქალებს ეზიზღებათ

მამაკაცის 12 ქცევა, რომლებიც ქალებს ეზიზღებათ

კაცებს სურთ, საყვარელი ქალები სიურპრიზებით გაანებივრონ და ისე მოიქცნენ, რომ მათზე შთაბეჭდილება მოახდინონ. ზოგჯერ იმდენად ცდილობენ დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას, რომ აჭარბებენ და საპირისპირო შედეგს იღებენ.

პირველი, რაც კაცებმა სიურპრიზების მოწყობამდე უნდა გაითვალისწინონ, ეს საყვარელი ქალის ხასიათია, თორემ საბოლოო ჯამში მათ სიურპრიზებს შეიძლება საშინელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

გთავაზობთ მამაკაცების 12 ქცევას, რომლებიც ქალებს არ მოსწონთ:

1. საჯაროდ ხელის თხოვნა - არიან ქალები, რომლებსაც მოსწონთ და სიამოვნებთ, როცა ცოლობას საჯაროდ, ბევრი ადამიანის წინაშე სთხოვენ, მაგრამ უმჯობესია დარწმუნებული იყოთ რომ მას ამით გაახარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მას მძიმე ემოციური წნეხის ქვეშ მოაქცევთ, თავს ცუდად იგრძნობს და ეს თქვენს მომავალ ურთიერთობაზე კარგად არ აისახება. 

მამაკაცის 12 ქცევა, რომლებიც ქალებს ეზიზღებათ

2. ყვავილები - ქალების ნაწილს უყვარს ყვავილები, მაგრამ საკმაოდ ბევრია ისეთი, რომელიც ვერ იტანს ყვავილებს. თუ ქალს, რომელიც მოგწონთ, ყვავილები არ უყვარს, თქვენ კი, მის გულის მოგებას ამ ხერხით ცდილობთ, არაფერი გამოგივათ.

მამაკაცის 12 ქცევა, რომლებიც ქალებს ეზიზღებათ

3. იმპროვიზებული სერენადა - წარმოიდგინეთ თავი მსგავს სიტუაციაში. ვფიქრობთ, თავს არაკომფორტულად იგრძნობთ. შესაძლოა, თქვენი ქმედებით ქალი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოთ.

4. გადაჭარბებული დაცვა - ქალებს, როგორც წესი, მოსწონთ, როცა კაცი ტრადიციულ მამაკაცურ ღირსებებს ავლენს და აგრძნობინებს ქალს, რომ მას იცავს, მაგრამ ქალებს არ მოსწონთ, როცა ამ კუთხით ძალიან შორს მიდიხართ და მათ ბავშვივით ექცევით.

მამაკაცის 12 ქცევა, რომლებიც ქალებს ეზიზღებათ

5. უგემოვნო სამკაული - კაცების უმეტესობამ არ იცის, როგორი სამკაული უნდა უყიდოს საყვარელ ქალს, შეიძლება ცოტა უგემოვნოდაც მივიჩნიოთ ისინი ამ საკითხში. უმჯობესია, წაიყვანოთ და თავად შეარჩევინოთ სამკაული.

6. მიშტერება - ნუ მიაშტერდებით ქალს, თქვენ ძალიან უცნაური იერი გაქვთ ამ დროს. ალბათ ფიქრობთ, რომ კარგია როდესაც აჩვენებ ადამიანს რომ მოგწონს და გიყვარს, მაგრამ ამ ფორმით სიყვარულის ჩვენება ბევრს ვერაფერს მოგიტანთ, ამ გზით ქალს, რომელიც მოგწონთ, შეაშინებთ.

მამაკაცის 12 ქცევა, რომლებიც ქალებს ეზიზღებათ

7. პოეზია - განსაკურებით უნიჭო ლექსები კრიმინალის ტოლფასია. მაშინაც კი, თუ ნამდვილი პოეტი ხართ, ლექსებით ქალზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენთ. ლექსებით შეიძლება მოხიბლოთ თინეიჯერი, თუმცა ზრდასრულ ქალზე პოეზიას იგივე გავლენა არ აქვს.

8. ძალიან ბევრი ოდეკოლონი - ყოველთვის დაიცავით ზომიერება. დიდი რაოდენობით ოდეკოლონს თუ იპკურებთ, ქალს გაუჭირდება თქვენ გვერდით დროის გატარება. თქვენი ცხვირი მიჩვეულია ამ სუნს და დიდი ალბათობით, ვერ გრძნობთ მის სიმძაფრეს, მაგრამ გვერწმუნეთ, ნებისმიერი შემხვედრი წუხდება თქვენი ოდეკოლონის სუნით, რომელიც დიდი რაოდენობით იპკურეთ.

მამაკაცის 12 ქცევა, რომლებიც ქალებს ეზიზღებათ

9. თუ სულ წუწუნებთ, სულ რაღაც გჭირდებათ - თქვენ სუსტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ და ეს სულაც არ არის სექსუალური.

10. მცდელობა რომ ყველაფერი ასწავლოთ, მისი ყველა ნაბიჯი იცოდეთ - რა თქმა უნდა, არიან ქალები, რომლებსაც მოსწონთ როცა მამაკაცი ასე იქცევა, მაგრამ ქალების უმეტესობა ვერ იტანს, როცა თავისუფლება ეზღუდება და როცა მუდამ„თვალში ეჩხირებით“, როცა ყველაფერზე შენიშვნას აძლევთ და საერთოდ არ უტოვებთ თავისუფალ სივრცეს. თქვენ გვერდით იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ ის ჭამოს, რაც თავად სურს.

მამაკაცის 12 ქცევა, რომლებიც ქალებს ეზიზღებათ

11. ტრაბახი - გვერწმუნეთ, ტრაბახით ქალს ვერ მოხიბლავთ. თუ ასეთი კატეგორიის მამაკაცს განეკუთვნებით, სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ თქვენნაირებისგან ქალები გარბიან.

12. ქალები ვერ იტანენ ჩვარივით მამაკაცებს - თქვენ ქალის გამო არ უნდა უარყოთ საკუთარი ცხოვრება. ის, რომ საყვარელ ქალს პატივს სცემთ, აფასებთ, გიყვართ, გინდათ შთაბეჭდილება მოახდინოთ, არ ნიშნავს, რომ მას ფეხქვეშ უნდა გაეგოთ, ამას თქვენგან არავინ ითხოვს. როცა ქალი ხედავს, რომ მამაკაცს აქვს საკუთარი ცხოვრება, ის მისთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველია, მაგრამ თუ ხედავთ რომ ქალი თქვენგან ითხოვს ამქვეყნად მხოლოდ მისთვის იარსებოთ და ყველაფერი მხოლოდ მისთვის გააკეთოთ, მას უბრალოდ დამხმარე სჭირდება, ასეთი ქალისგან სჯობს თავი შორს დაიჭიროთ.



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>