LIFE

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ საყვარელი ქალი გღალატობთ - ღალატის მთავარი ნიშნები

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ საყვარელი ქალი გღალატობთ - ღალატის მთავარი ნიშნები

როცა ეჭვი გიჩნდებათ, ფიქრობთ, რომ საყვარელი ქალი გატყუებთ, გღალატობთ, პირველ რიგში, მიჰყვებით შინაგან ხმას და სწორედ მისი კარნახით მოქმედებთ, ხდებით დეტალებზე ორიენტირებული და ცდილობთ პარტნიორი გამოიჭიროთ.

თუ ფიქრობთ, რომ ქალი გღალატობთ, მნიშვნელოვანია, ენდოთ ინტუიციას, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ - ეჭვიანობა პარანოიაში არ გადაიზარდოს. თუ ტყუილუბრალოდ დასდებთ ბრალს საყვარელ ადამიანს, ეს თქვენს თანაცხოვრებაზე უარყოფითად აისახება და რეალურად, ურთიერთობა შეიძლება სრულიად უმიზეზოდ დაგენგრეთ.

ურთიერთობების ექსპერტი, კორტნი გეთერი ავლენს იმ მთავარ ინდიკატორებს, რომლებიც ქალის მხრიდან ღალატის ნიშნებად შეიძლება მივიჩნიოთ.

თავდაპირველად გავიგოთ, რა განსხვავებაა ფიზიკურ და ემოციურ ღალატს შორის?

თუ თქვენ, მამაკაცს, გიჩნდებათ სურვილი უცხო ადამიანთან დაამყაროთ სექსუალური ურთიერთობა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ საყვარელ ქალსაც ასე სურს. საკუთარი გადმოსახედიდან ნუ განსჯით მას. გახსოვდეთ, რომ კაცებს უფრო მეტად აქვთ სექსუალური ლტოლვა უცხო ქალებისადმი, ვიდრე ქალებს უცხო მამაკაცებისადმი.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ საყვარელი ქალი გღალატობთ - ღალატის მთავარი ნიშნები

უმეტეს შემთხვევაში, ქალის ღალატის მიზეზი არა ფიზიკური ლტოლვა, არამედ ემოციური კავშირია. ემოციური ღალატის დროს შესაძლოა საერთოდ არ გვქონდეს საქმე ფიზიკურ ღალატთან. ქალმა შეიძლება ემოციურად გიღალატოთ ისე, რომ იმ მამაკაცისთან, რომელთანაც ემოციური კავშირი აქვს, ერთი კოცნაც არ აკავშირებდეს.

ემოციური ღალატი ყოველთვის არ ნიშნავს ფიზიკურ ღალატს და ფიზიკური ღალატის დროს, ადამიანებს შორის ყოველთვის არ არის ემოციური კავშირი.

„ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ქალს ჰქონდეს ემოციური კავშირი ვინმესთან, შეიძლება შეუყვარდეს სხვა მამაკაცი, მაგრამ მათ არ ჰქონდეთ ფიზიკური კონტაქტი“ - განმარტავს კორტნი გეთერი.

ემოციური ღალატი უფრო ღრმაა. ის შეიძლება შეიცავდეს ინტიმურ საუბრებს პირდაპირი კომუნიკაციის, ან „მესიჯების“ საშუალებით.

მაგ: თუ ამჩნევთ, რომ თქვენი საყვარელი ქალი თავის მეგობარ მამაკაცს ყოველ დღე წერს sms-ებს მსგავსი შინაარსით - - „ნეტავ აქ იყო“, „შენზე ვფიქრობ“, - უნდა იფიქროთ, რომ თქვენი პარტნიორის გარშემო „პეპლები დაფრინავენ.“

რა შეიძლება მივიჩნიოთ ქალის ღალატის ნიშნებად?

ის შეიძლება თავს უვლიდეს, დადიოდეს იოგაზე, ხშირად ატარებდეს დროს მეგობრებთან ერთად და მუდმივად დაკავებული იყოს და ამის გამო ეჭვი არ უნდა შეიტანოთ, მაგრამ თუ საკუთარ თავში იკეტება, არაფერს გიყვებათ განვლილი დღის შესახებ, არის შანსი, რომ ამ ყველაფერზე ვიღაც სხვას ესაუბრება.

თუ ამჩნევთ, რომ თქვენს შორის მანძილი გაიზარდა, მას არ უჩნდება სურვილი დაგირეკოთ როცა მის თავს რაიმე კარგი, ან ცუდი ხდება, როცა არ გიზიარებთ თავის მწუხარებას, ან ბედნიერებას, ამან შეიძლება შეგაშინოთ და დაგაფიქროთ იმაზე, თუ ვის ესაუბრება ყოველივეს შესახებ. გადაჭრით ვერ იტყვით, რომ მიზეზი ღალატია, ეჭვის შეტანის საფუძველი კი ნამდვილად გაქვთ.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ საყვარელი ქალი გღალატობთ - ღალატის მთავარი ნიშნები

შესაძლოა, ყოველივეს მიზეზი ცხოვრების გადატვირთული რეჟიმი და სტრესი იყოს და რეალურად, სანერვიულოდ არ გქონდეთ საქმე, მაგრამ ეს ნიშნები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი ქნება, რომ ჰკითხოთ - რა ემართება, რატომ შეიცვალა. „ძვირფასო, შევამჩნიე, რომ ჩვენს შორის მანძილი გაჩნდა, იქნებ არის რამე, რაც უნდა მითხრა?“, - ეს საუკეთესო კითხვა იქნება შექმნილ ვითარებაში. თუ ამ კითხვის შემდეგ ის მოგიყვებათ საკუთარი ცხოვრების შესახებ, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თუ ჩუმად ყოფნას ამჯობინებს და არაფერს გეტყვით, ეს ცუდის ნიშანია.

თუ გამუდმებით ცდილობს ტელეფონი დამალოს, ან ხელიდან არასოდეს უშვებს, ეს იმიტომ, რომ შესაძლოა რაღაცის ეშინია, რაღაცის დამალვას ცდილობს. თუ ამჩნევთ, რომ იმის ნაცვლად, რომ თქვენი თანდასწრებით „ინსტაგრამს“ სქროლავდეს, ტელეფონით ოთახში იკეტება, ეს არცთუ კარგის ნიშანია. დიდი ალბათობით, ასე იმიტომ იქცევა, რომ არ სურს გამოიჭიროთ.

ღალატის კიდევ ერთი ნიშანი შეიძლება იყოს ის, რომ ქალი იმაზე მეტად ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს, ვიდრე ოდესმე. შესაძლოა, მას სურს ვინმეს თავი მოაწონოს. როგორც წესი, როცა წყვილები დიდი ხანი ერთად ცხოვრობენ, ისინი დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ იმას, თუ რა აცვიათ და როგორ გამოიყურებიან. თუ ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ მოულოდნელად შენიშნეთ, რომ თქვენი საყვარელი ქალი იმაზე მეტად ზრუნავს გარეგნობაზე, ვიდრე ოდესმე, შესაძლოა ეს ღალატით, ან მოსალოდნელი ღალატით იყოს განპირობებული. შესაძლოა, მას შეეცვალოს გემოვნება - ეს იმიტომ, რომ სხვა ადამიანის გავლენის ქვეშაა და მის გემოვნებას ითვალისწინებს.

ასევე, თუ აჩნევთ რომ სამსახურში იმაზე მეტ დროს ატარებს, ვიდრე ოდესმე, ესეც შეიძლება ღალატის მანიშნებლად მიიღოთ. სამსახური არის ადგილი, სადაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ, შესაბამისად, ვმეგობრობთ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც ვმუშაობთ და სულაც არ არის გასაკვირი, რომ რომელი თანამშრომლის მიმართ, რაღაც კავშირი გაჩნდეს. შეადარეთ ერთმანეთს - რა დროს ატარებდა სამსახურში და რა დროს ატარებს ახლა, თუ დროდადრო იმეორებს თავისი თანამშრომელი ერთი კონკრეტული მამაკაცის სახელს სხვადასხვა კონტექსტში და ყვება მასთან დაკავშირებულ ისტორიებს, გირჩევთ, ასეთ დროსაც სიფრთხილე და უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.

როგორ უნდა გაუმკლავდეთ პარანოიას?

შესაძლოა, საშინლად ეჭვიანობთ, ეს პარანოიაში გადაგდით და ნებისმიერ შეტყობინებას, რომელსაც საყვარელი ქალი „ფეისბუქში“ იღებს, ეჭვის თვალით უყურებთ. პარანოიასთან გამკლავება ძალიან რთულია.

უნდა შეძლოთ საკუთარი თავის გაკონტროლება, ემოციების კონტროლი. აუცილებლად იყავით გახსნილები პარტნიორთან და უთხარით გულწრფელად და მშვიდად თქვენი შიშებისა და ეჭვების შესახებ.

ეს გააკეთეთ ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. როცა ასე მოიქცევით თქვენი საყვარელი ქალიც აუცილებლად გულწრფელობით გიპასუხებთ და მარტივად გაარკვევთ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. გახსოვდეთ, რომ უსაფუძლო ეჭვიანობა ხშირად ურთიერთობების დანგრევის მიზეზი ხდება.



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>