თუ ფიქრობ, რომ ყველა გოგონა, რომელმაც კითხვაზე „ცოლად გამომყვები?“ პასუხად თანხმობა განაცხადა, ახლა თითზე ბრილიანტს ატარებს, ცდები. ეს კლიშედ ქცეული მოსაზრება კარგა ხანია, წარსულს ჩაჰბარდა. ნიშნობის ბეჭდები ათასგვარი ნატურალური ქვით შეიძლება იყოს მორთული - ზურმუხტით დაწყებული, გასაოცარი საფირონით დამთავრებული. თუ არჩევანს მოდურ ნიშნობის ბეჭედზე შეაჩერებ, პრობლემა არ შეგექმნება, რადგან ვარიანტი უსასრულოდ ბევრია. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ტრადიციული მოელვარე ბრილიანტია, რომელიც უნიკალურია ნატურალურ ქვებს შორის. ნატურალური ქვით შემკობილი ნიშნობის ბეჭდის შეძენა მხოლოდ პატარძლის პიროვნებასა და გემოვნებაზე არ არის დამოკიდებული. როგორც წესი, ეს არის შედარებით იაფი ალტერნატივა, რაც თავისთავად ძალიან დიდი შეღავათია ბიუჯეტისთვის. არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ სასურველია, ბეჭდის თვალი დაბადების თვის გათვალისწინებით აირჩიო და არც იმაზე ღირს ნერვიულობა, თუკი შენი ჯიბე ბრილიანტს ვერ გასწვდება. ჩვენ დაბადების თვის მიხედვით სრულიად ორიგინალურ ბეჭდებს გთავაზობთ, არჩევანი კი შენზეა!
14. დეკემბერი - ფირუზი
ცოტა არ იყოს შესაშურიც კია დეკემბერში დაბადებული ქალების შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთონ ფირუზზე. შეუძლებელია, ფირუზისა და ბრილიანტის ტანდემმა არ მოგხიბლოს. ამ ქვის განსაკუთრებულობა ისიცაა, რომ მას შეიძლება მრავალი ელემენტი დაემატოს და მაინც არ დაკარგოს თავისი დიდებული იერი.
13. ნოემბერში დაბადებულთათვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა ციტრინით მორთული ბეჭედი. ქარვისფრად მოელვარე ეს ქვა არა მარტო ქორწილის დღეს დაგამშვენებს - მისი ტარება ნებისმიერი სტილის ტანისამოსთანაც შეგიძლია. უმჯობესია, ტრადიციული წესით დამუშავებული ციტრინი შეარჩიო, ვინაიდან ის გაცილებით ლამაზი და ნაზია.
12. ნოემბერი - ტოპაზი - ციტრინი
თუ ფერადი და კაშკაშა ფერები გიყვარს, მათ შორის - ღია ლურჯი, ტოპაზი შენთვისაა. ტოპაზის არჩევისას ყურადღებით იყავი და საშუალო ზომის ქვა შეარჩიე, რადგან გაცილებით ლამაზიცაა და ამასთან, დარწმუნებულიც იქნები, რომ ნამდვილია.
11. ოქტომბერი - ოპალი
ოპალის ქვას „წყლის ქვასაც" უწოდებენ, რადგან იგი ყველა სხვა ნატურალურ ქვასთან შედარებით მეტი რაოდენობით წყალს შეიცავს. ოპალი შთაგონების ქვად ითვლება, რაც ძალიან მოუხდება ოქტომბერში დაბადებულ ქალბატონებს. საქორწილოდ ცეცხლოვანი ოპალით შემკულ ბეჭედს თუ შეარჩევ, ყველაზე არაორდინარული პატარძალი იქნები!
10. სექტემბერი - საფირონი
სექტემბერში დაბადებული ქალწული, ბუნებრივია, მხოლოდ საუკეთესოს აარჩევს და ეს საუკეთესო საფირონის ქვაა. მართალია, საფირონი ხშირ შემთხვევაში მუქი ლურჯი ფერის გვხვდება, მაგრამ ეს კრისტალი სხვადასხვა ფერისაც არსებობს: ვარდისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე და შავიც კი, თუმცა ნიშნობისთვის მაინცდამაინც შავ საფირონს ნუ შეარჩევ
9. აგვისტო - პერიდოტი
აგვისტოს თვეში დაბადებულებს პერიდოტის ქვის არჩევის ფუფუნება აქვთ. იმ მინიმალისტებისთვის, რომლებიც სტერეოტიპულად არ აზროვნებენ და განსხვავებული სტილი მოსწონთ, გაცილებით მარტივი იქნება საქორწინო ბეჭდის შერჩევა.
8. ივლისი - ლალი
ივლისში დაბადებულებს ჩვენ ვურჩევთ ლალის ქვით შემკობილ, ვინტაჟური დიზაინის საქორწინო ბეჭედს. შავ ბრილიანტებში ჩასმული სამეფო ლალი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
7. ივნისი - მარგალიტი - მთვარის ქვა
თუ მათ რიცხვს მიეკუთვნები, ვისაც სურს დახარჯოს ცოტა, მაგრამ არასოდეს დათმოს ამის გამო საკუთარი სტილი, მაშინ დახვეწილი მარგალიტის ბეჭედი შენთვისაა.
ივნისში დაბადებულთათვის ასევე შეუდარებელია მთვარის ქვა. ვის სჭირდება ბრილიანტი, როცა შეგიძლია მიიღო უშრეტი ენერგია მთვარის ქვისგან? მთვარის ქვას მარგალიტივით გარდამავალი ფერები აქვს და ბრილიანტებში ჩასმული წარმოუდგენლად ლამაზი ხდება.
6. მაისი - ზურმუხტი
ამბობენ, რომ ზურმუხტის საქორწილო ბეჭდები ეკეთათ პრინცესებს, რომლებსაც ბრილიანტის გვირგვინი ამშვენებდათ. ზურმუხტი განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება, როცა ვინტაჟური დიზაინით შექმნილ ბეჭედშია ჩასმული.
5. აპრილი - ბრილიანტი
აპრილის თვის ქვა ბრილიანტია. თუ ტრადიციული სტილი შენს გემოვნებას არ შეეფერება, არჩევანი ორიგინალური დიზაინის ბეჭედზე შეაჩერე. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:
4. სისხლიანი ქვა
სისხლიანი ქვა მთვარის ქვათა ერთ-ერთი ტიპია, რომელიც თავისი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. თუ გსურს, მეტი გლამური შესძინო შენს იმიჯს, მაშინ ბრილიანტებით შემკული სისხლიანი ქვით მორთული ბეჭედი სწორედ შენთვისაა. თუ მარტში დაიბადე, ეს ცეცხლოვანი მოდური არჩევანი აუცილებლად მოგხიბლავს
3. მარტი - ბივრილი - სისხლიანი ქვა
ბივრილის შერჩევის შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორი ვარიანტი: უხეში ზედაპირითა და სრულიად მოპრიალებული ზედაპირით, თუმცა ორივე ძალიან დახვეწილი ცისფერია. ეს ბუნებრივი ქვა ბოჰემური ცხოვრების სტილის მქონე ქალბატონის არჩევანია.
2. თებერვალი - ამეთვისტო
თებერვალში დაბადებულ ქალბატონებს შეგიძლიათ, არჩევანი ამეთვისტოზე შეაჩეროთ. ბეჭდის ვინტაჟური დიზაინი უკეთ წარმოაჩენს ამეთვისტოს დახვეწილ, ნაზ მომწვანო ფერს.
1. იანვარი - ძოწი
ძოწს უხდება დელიკატური და ძველებური, ანტიკური მოტივებით შთაგონებული დიზაინი. ბრილიანტებით შემკული ძოწისთვლიანი ბეჭედი განსაკუთრებით დახვეწილი და მდიდრულია.
თემები: ნიშნობა, ნატურალური ქვები, ბეჭდები