როდესაც წითელ ხალიჩაზე ათასობით ფოტოგრაფის ლინზა და უამრავი თაყვანისმცემელი გელოდება, არ გაქვს უფლება მათ იმედი გაუცრუო.

სწორედ ამ პრინციპით მოქმედებენ მსახიობები და მომღერლები, როდესაც ღონისძიებაზე მიდიან. სამაგიეროდ, მათი კაბები მოდის ისტორიაში სამუდამოდ რჩება.

10. რიანა - მეტროპოლიტენის მუზეუმი - მეთ გალა, 2015 წელი

ამ საოცარ ყვითელი ფერის კაბაზე ჩინელი დიზაინერი გუ პეი ორი წელი მუშაობდა და მისი ქმნილება ნამდვილად იქცა ინტერნეტ-სენსაციად. მაშინ მომღერალს რირი-ომლეტიც კი უწოდეს.

9. ენ ჰეთევეი - „ოსკარის“ ცერემონია, 2011 წელი

ვალენტინოს ეს ულამაზესი კაბა, ტიფანის სამკაულებით მთლიანობაში 10 მილიონ დოლარად შეაფასეს.

8. ჯესიკა ბილი - „ოსკარის“ ცერემონია, 2014 წელი

ამ ულამაზესი კაბის შექმნაზე „შანელის“ სახლმა იზრუნა.

7. შარლიზ ტერონი - „ოსკარის“ ცერემონია, 2013 წელი

„დიორის“ სახლის მიერ შექმნილი ეს მინიმალისტური კაბა, რომელიც კრსტალებით არის გაწყობილი, ცერემონიალზე ეკიპირებიანად 4 მილიონ დოლარამდე დაჯდა.

6. ლუპიტა ნიონგო - „ოსკარის“ ცერემონია, 2015 წელი

„კელვინ კლაინის“ მიერ შექმნილი კაბა 6000 ბუნებრივი მარგალიტის თვლით იყო დამშვენებული.

5. კეიტ ბლანშეტი - „ოსკარის“ ცერემონია, 2007 წელი

Armani Privé- ის სვაროვსკის კრისტალებით გაწყობილი ზღაპრული კაბა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლუქი აღმოჩნდა ბლანშეტის პოპულარობის ისტორიაში.

4. პერის ჰილტონი - Hollywood Beauty Awards, 2017 წელი

პერისმა August Getty-ის ამ კაბით სამყარო უბრალოდ აიძულა მასზე ელაპარაკათ.

3. კიმ კარდაშიანი - საქორწინო კაბა, 2014 წელი

მართალია, საქორწინო ცერემონიალის დროს რეალითი შოუს ვარსკვლავმა რამოდენიმეჯერ შეიცვალა კაბა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული „ჟივანშის“ სახლის ეს სასწაული კაბა გახლდათ.

2. ნიკოლ კიდმანი - „ოსკარის“ ცერემონია, 1997 წელი

„დიორის“ სახლის ხელით ნაქარგი ჩინური სტილის კაბა, 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული და წლების მანძილზე ის გახლდათ საკულტო კაბა, წითელი ხალიჩის კაბების ისტორიაში.

1. ჯენიფერ ლოურენსი - „ოსკარის“ ცერემონია, 2013 წელი

4 მილიონ დოლარად შეფასებული „დიორის“ სახლის ულამაზესი კაბა, რომლითაც მსახიობმა თავისი პირველი ოსკარი აიღო.