ჰოროსკოპი

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

როგორი უნდა იყოს თქვენი სახლის დეკორაცია - გთავაზობთ ასტროლოგ, რებეკა გორდონის რჩევებს.

1. ვერძი - სახლში უნდა ჭარბობდეს წითელი, მუქი ვარდისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი. სახლი და მისი დეკორაცია ხაზს უნდა უსვამდეს თქვენს ძალასა და თავდაჯერებულობას. ხართ ცეცხლოვანი და აქტიური და საკუთარი თავი აუცილებლად უნდა გამოხატოთ ინტერიერის დიზაინში. სახლმა თქვენზე დადებითად უნდა იმოქმედოს და კიდევ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად მოგმართოთ.

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

ის უნდა იყოს თანამედროვე და ამავდროულად, ექსტრავაგანტული. უცნაური, უჩვეულო ნივთებით სავსე, ბევრი დეკორაციული, არაპრაქტიკული ნივთით. სწორედ ასეთ სახლში იგრძნობთ თავს კომფორტულად.

2. კურო - გამოიყენეთ უმეტესად ნაცრისფერი და ცისფერი. თქვენ იხიბლებით მასიური, დიდი ავეჯით, არაპრაქტიკული ნივთებით. ავეჯი აუცილებლად ხარისხიანი და ძვირადღირებული უნდა იყოს. გიჟდებით მოჩუქურთმებულ ნივთებზე. სწორედ ასეთი ავეჯით სავსე სახლში იგრძნობთ თავს ყველაზე მშვიდად და კომფორტულად.

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

3. ტყუპები - გამოიყენეთ მწვანე, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერები. თქვენი სახლი მხიარული უნდა იყოს და დადებით განწყობას უნდაქმნიდეს. იხიბლებით გრაფიკული პრინტებით და ფერადი ნივთებით. ყოველივე თქვენ ახალგაზრდობის შეგრძნებას გმატებთ და ამიტომ, სახლის ასეთ ფერებში და ასეთი ნივთებით მორთვა, თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

არ მოგწონთ ანტიკვარები, ძველი ნივთები, უპირატესობას თანამედროვე ავეჯს ანიჭებთ. იხიბლებით ისეთი ავეჯით, რომელსაც მარტივად შეგიძლიათ შეუცვალოთ ფორმა. ზოგადად, არ გიყვართ ავეჯით გადატვირთული სახლი. თქვენს სახლში მხოლოდ რამდენიმე აუცილებელი ავეჯი უნდა იყოს. გიყვართ თავისუფალი სივრცე, ეს თავისუფლების განცდას განიჭებთ.

4. კირჩხიბი - თქვენი ფერებია თეთრი, ვერცხლიფერი და ღია ცისფერი. სწორედ ეს ფერები უნდა ჭარბობდეს სახლში. თქვენთვის სახლი უმნიშვნელოვანესი ადგილია - ადგილი, სადაც სიმშვიდეს პოულობთ. ამიტომაც სახლის დიზაინის და ავეჯის შერჩევისას ფოკუსირება მოახდინეთ ისეთ ნივთებზე, რომლებიც გამშვიდებენ და განტვირთვისთვის შესაბამის გარემოს ქმნიან. სახლი აუცილებლად უნდა იყოს მყუდრო, სხვაგვარად იქ თქვენ თავს კომფორტულად ვერ იგრძნობთ. კარგი იქნება თუ ოთახის ყვავილებს გააშენებთ, ეს კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას მოგიტანთ და უფრო მეტ სითბოსა და სიმყუდროვეს შესძენს თქვენს სახლს.

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

5. ლომი - არჩევანი შეაჩერეთ ოქროსფერზე, ყვითელზე, ფირუზისფერზე. გიყვართ ნათელი ფერები და სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ სახლიც ასეთი ნათელი და მხიარული ფერების გქონდეთ. ამას მოაქვს თქვენთვის პოზიტივი და გმატებთ თავდაჯერებულობას.

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

თქვენი სახლი სავსე უნდა იყოს ხელოვნების ნიმუშებით, რაც რეალურად თქვენი პიროვნების გამოხატვაში გეხმარებათ - ნახატები, რაიმის კოლექცია, სუვენირები, ნიღბები - სწორედ მსგავსი ნივთებით უნდა გაავსოთ სახლი. ამასთანავე, ლომიგიჟდება მდიდრულ ცხოვრებაზე და ამიტომაც სახლში უნდა გქონდეთ დახვეწილი, მდიდრული და რაც მთავარია, თანამედროვე ავეჯი.

6. ქალწული - თქვენს სახლში ყველაფერი თეთრი, ან გამჭვირვალე უნდა იყოს და ყოველი კუთხე ზედმიწევნით სუფთა და მოწესრიგებული. ქალწულის სახლის ყველა ოთახში თეთრი უნდა ჭარბობდეს. შეიძლება ის ადაპტირებული იყოს ღია კრემისფერთან, ან ძალიან ღია ცისფერთან. ქალწული ამ ფერებს სისუფთავის ფერებად მიიჩნევს და ეს კი არის ის, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია.

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

ასტროლოგი გირჩევთ, რომ აუცილებლად გქონდეთ ერთი კუთხე, სადაც განმარტოებას შეძლებთ, სადაც იქნებით საკუთარ თავთან მარტო, წაიკითხავთ წიგნს, ნახავთ ფილმს, ან უბრალოდ იფიქრებთ და სტრესისგან გათავისუფლდებით.

7. სასწორი - სახლში ვარდისფერი, ცისფერი და ნაცრისფერი უნდა ჭარბობდეს. ეს ფერები თქვენს სახლს ელეგანტურობას მოუტანს და სიმშვიდის შეგრძნებას გაამძაფრებს. მნიშვნელოვანია, რომ სახლში ყველაფერი იყოს ორგანიზებული, ნივთები და ავეჯი სიმეტრიულად განლაგებული. აუცილებლად უნდა გქონდეთ ისეთი ავეჯი, თუნდაც ერთი, რომელიც ხელოვნების ნიმუში იქნება და რომლითაც იამაყებთ.

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

ხელოვნება და კომფორტი ერთად - ამ ორის შერწყმას თუ შეძლებათ, იდეალური სახლი გექნებათ. იმისთვის,რომ სახლში დადებითი აურა იყოს, წყვილი ავეჯი ერთმანეთის მოპირდაპირედ უნდა იდგეს. მაგ: სავარძლები - აუცილებლად ერთმანეთის პირდაპირ განათავსეთ.

8. მორიელი - თქვენი ფერებია შავი, მუქი წითელი, მუქი ლურჯი. სახლის დეკორის შექმნის დროს სწორედ ამ ფერებზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. ის, რომ სექსუალური და მისტიკური ხართ, თქვენს სახლშიც უნდა იგრძნობოდეს. აუცილებლად ინტიმური გარემო უნდა იყოს. სახლში მუქი ჩრდილები და სანთლის შუქი უნდა ჭარბობდეს. დეკორაციული სანთლები თქვენს სახლში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

9. მშვილდოსანი - არჩევანი ნეიტრალურ ფერებზე შეაჩერეთ, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე, წითელი და ფირუზისფერი. ის, რომ მუდამ რაღაცას ეძებთ, რომ გიჟდებით მოგზაურობასა და თავგადასავლებზე, თქვენს სახლშიც უნდა ჩანდეს, სწორედ ამ შემთხვევაში იგრძნობთ თავს კომფორტულად.

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

თქვენი სახლი აუცილებლად უნდა იყოს ფერადი და მხიარული. შეგიძლიათ სახლი სხვადასხვა ქვეყნების ლამაზი პეიზაჟების ფოტოებით გააფორმოთ. ნაცვლად ბუდისა, თქვენი სახლი ბუნგალოს უნდა ჰგავდეს, სადაც ყველა ოთახი სტუმრისთვის აღმოჩენისა და მოგზაურობის ტოლფასი იქნება. დეკორაცია სხვადასხვა ქვეყნების სტილში უნდა გააკეთოთ. მაგ: დაყარეთ ბალიშები იატაკზე, ისე, როგორც თურქებს სჩვევიათ. ზოგადად, მოგწონთ როცა ნივთები მიყრილ-მოყრილია. ქაოსი, რომელიც სახლშია, რეალურად სიმშვიდეს გმატებთ.

10. თხის რქა - სახლის დეკორაციისთვის თეთრი, მწვანე და ნაცრისფერი აირჩიეთ. არ გიყვართ ნივთებითა და სხვადასხვა ფერებით გადატვირთული სახლი, აუცილებლად უნდა იყოს ყველაფერი მოწესრიგებული, ორგანიზებული და სიმეტრიულად განლაგებული. ასტროლოგი გირჩევთ, რომ არჩევანი ხის ავეჯზე შეაჩეროთ. ეს თქვენს სახლს დადებითი აურით აავსებს. არ მოგწონთ თანამედროვე ავეჯი და მხოლოდ მაშინ იგრძნობთთავს კომფორტულად, თუ ყველაფერი ძველებური და ანტიკვარული იქნება.

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

11. მერწყული - ფირუზისფერი, იისფერი, ვერცხლისფერი, ე.წ. მყვირალა ცისფერი - არჩევანი აუცილებლად მკვეთრ ფერებზე უნდა შეაჩეროთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობთ თავს კომფორტულად. სახლში რაც შეიძლება მეტი მინის ნივთი უნდა გქინდეთ. თქვენი სახლი თქვენი თავისუფალი სულის გამომხატველი უნდა იყოს, უნდა გქონდეთ მეტი თავისუფალი სივრცე და მინიმალური ავეჯი.

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

12. თევზები - ღია ცისფერი, ვერცხლისფერი და მდინარისფერი მწვანე - სწორედ ასეთი ფერები უნდა ჭარბობდეს თქვენს სახლში. ეს ფერები თქვენ წყალთან სიახლოვეს გაგრძნობინებთ. ასევე უნდა გქონდეთ ისეთი ნივთები, რომლებიც გონებით მუდმივად ზაფხულთან, მზესთან, ზღვის სანაპიროსთან დაგაკავშირებთ.

როგორი დეკორაცია უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგ რებეკა გორდონის რჩევები

თქვენი სახლი შესაძლოა სპა სალონს ჰგავდეს. იქ მისვლა ყოველთვის სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ. კლასიკური და რომანტიკული - სწორედ ასე უნდა შეფასდეს თქვენი „ბუდე“.



<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>