სილამაზე

დედოფლების არჩევანი - ელისაბედ მეორის, პრინცესა დაიანასა და ქეით მიდლტონის საყვარელი სუნამოები

დედოფლების არჩევანი - ელისაბედ მეორის, პრინცესა დაიანასა და ქეით მიდლტონის საყვარელი სუნამოები

ქორწილისთვის მომავალი დედოფლები თითოეულ დეტალს ითვალისწინებენ - ამას სამეფო წესები ავალდებულებთ. მათი ერთადერთი დამოუკიდებელი არჩევანია - არომატი, რომელიც სამუდამოდ დარჩება მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღის სიმბოლოდ.

ნახეთ, რომელ სუნამოებზე გააკეთეს არჩევანი ბრიტანეთის გვირგვინის მემკვიდრეებმა?

ქეითი, კემბრიჯის ჰერცოგინია

ქეითი დიდხანს არ ამჟღავნებდა თავის განსაკუთრებულ მიდრეკილებებს პარფიუმერიაში, მაგრამ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ არასოდეს ღალატობს თავის საყვარელ ბრენდს Illuminum-ს – ეს პრაქტიკულად, ბრიტანეთის გარდა, არსად არ არის ცნობილი ბრენდი, რადგან წარმოებაში მხოლოდ მონოარომატები აქვთ. ქორწილის დღეს ქეითმა არჩევანი White Gardenia Petals -ზე გააკეთა. ნაზი, მსუბუქი და ძალიან არისტოკრატული არომატით.

დედოფლების არჩევანი - ელისაბედ მეორის, პრინცესა დაიანასა და ქეით მიდლტონის საყვარელი სუნამოები

საინტერესო დეტალი: ქეითის პირადი თხოვნით ქორწინების დღეს უესტმინსტერის სააბატო Jo Malone-ს სანთლებით მორთეს - კემბრიჯის მომავალი ჰერცოგინია პირადად ირჩევდა არომატებს და ბოლოს ფლერდორანჯზე Orange Blossom-ზე შეჩერდა. ასევე ციტრუსების, გრეიფრუტის, ლაიმის, ბაზილიკისა და მანდარინის ორიგინალურ შეხამებაზე.

BO-1 Multipic:

პრინცესა დაიანა

დაიანა არომატებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა: ის დარწმუნებული იყო, რომ სუნამოს შეუძლია წარმატების ან უბედურების მოტანა. ქორწილის დღეს ლედი დიმ არჩევანი იშვიათ არომატზე გააკეთა - Houbigant Paris-გან - Quelques Fleurs. სუნამო არა მხოლოდ სხეულზე, არამედ კაბაზეც შეისხურა.

არომატის ღრუბელი არ დარჩა შეუმჩნეველი: ჟურნალისტებმა მთელი გამოძიება მოაწყეს , რათა გაეგოთ რა „მაგიური სურნელი“ ახლავდა თან პრინცესას ქორწინების დღეს. არომატი დღემდე გაყიდვაშია და პრინცესა დაიანას საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ ძალიან პოპულარულია დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ.

BO-3 Multipic:

დედოფალი ელისაბედი

ქორწინების დღეს დიდი ბრიტანეთის მომავალმა დედოფალმა აირჩია პარფიუმი, რომელიც ასახავდა თვით იმპერიას: კომპანია Floris-ის პარფიუმერები მრავალი საუკუნის მანძლზე ამზადებდნენ სუნამოს სამეფო კარისთვის. მართალია, დედოფალი არ ახმოვანებდა დეტალებს, მაგრამ ქვეშევრდომების უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ მან უპირატესობა თავისი საყვარელი ყვავილის - მიხაკის არომატს მიანიჭა.

მაგრამ მოგვიანებით დედოფალმა ელისაბედმა აღიარა, რომ ქორწილისთვის ეს სურნელი მას ძალიან ბანალური მოეჩვენა და გადაწყვიტა არჩევანი White Rose -ზე შეეჩერებინა, რადგან უფრო დახვეწილად და საზეიმოდ ჟღერდა.

BO-4 Multipic:



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>