LIFE

პირდაპირი ადამიანები საუკეთესო მეგობრები არიან - ახალი კვლევის შედეგი

პირდაპირი ადამიანები საუკეთესო მეგობრები არიან - ახალი კვლევის შედეგი

თითქმის ყველას გვყავს ისეთი მეგობარი, რომელიც ძალიან გვიყვარს, მაგრამ ამავდროულად, გვაღიზიანებს, რადგანაც გამუდმებით შეცდომებზე მივგითითებს და რასაც ფიქრობს პირდაპირ გვეუბნება.

კვლევის თანახმად, თუ გვერდით ასეთი ვინმე გყავთ, უნდა გიხაროდეთ, ვინაიდან ის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარხართ და საუეთესო სურს თქვენთვის.

კვლევა პლიმუთის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მეგობრებს შეცდომები დაანახონ, რეალურად ასე იმიტომ იქცევიან, რომ საუკეთესო სურთ მათთვის.

პირდაპირი ადამიანები საუკეთესო მეგობრები არიან - ახალი კვლევის შედეგი

უნდათ, რომ თვალი აუხილონ და სწორი გზა უჩვენონ, ღელავენ მათზე და სურთ გულწრფელად, პატიოსნად, პირფერობის გარეშე დაანახონ რეალობა. შედეგად, ასეთი ქცევით დიდი სარგებელი მოაქვთ მეგობრებისთვის.

კვლევის ავტორი, ბელენ ლოპეზ-პერესი წერს, რომ ზოგჯერ, როცა ადამიანი გვეჩხუბება, ასე იმიტომ კი არ იქცევა, რომ ვეზიზღებით და სურს გული გვატკინოს. არამედ იმიტომ, რომ ის ზრუნავს ჩვენზე და საუკეთესო სურს. უხეშობითა და პირდაპირობით ცდილობს თვალი აგვიხილოს.

ასე რომ, შეგიძლიათ გაიზიაროთ სტატია, მონიშნოთ თქვენი ყველაზე უხეში მეგობარი და უთხრათ, რომ ძალიან გიყვართ მისი პირდაპირობის გამო.



<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>