თუ გსურთ, რომ მომდევნო წელს ორგანიზებული შვებულება გქონდეთ, ახლავე უნდა შეარჩიოთ ის ადგილები, სადაც წამოგზაუროდ წახვალთ და ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ.
თუ უკვე ეძებთ დაუვიწყარი მოგზაურობისთვის მიმართულებას, ვეცდებით, მცირედით დაგეხმაროთ და ულამაზესი ადგილები გირჩიოთ:
1. მორაინის ტბა, კანადა - ულამაზეს ტბასთან შესანიშნავადაა შერწყმული მყინვარ მთათა სისტემა და სხვადასხვა გამოკითხვებით 2018 წლისთვის სამოგზაუროდ მორაინის ტბა ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებადაა მიჩნეული. წყალი კამკამა, სუფთა და ლურჯია. საითაც უნდა გაიხედოთ ყველა მხარეს ბუნების ულამაზესი ხედები იშლება.
2. სანტორინი, საბერძნეთი - ეს ულამაზესი ადგილია საბერძნეთში. ალბათ, არაერთი ფოტო გინახავთ სოციალურ ქსელებში, სადაც სანტორინის ულამაზესი ხედებია აღბეჭდილი. ცისფერი შენობები და თეთრი ულამაზესი ქუჩები - ეს ის ადგილია, რომლის ნახვითაც აუცილებლად უნდა ისიამოვნოთ.
3. Maroon Bells, კოლორადო - ეს არის ადგილი, რომელიც თქვენს მეხსიერებაში მუდამ დარჩება. ნახავთ ულამაზეს მთებს, ულამაზეს ლანდშაფტს. აქ თითქოს ჰაერი უფრო გამჭვირვალეა.
4. ცის კუნძული, შოტლანდია - ეს ადგილი რეალურს არ ჰგავს, ზღაპრულ, გამოგონილ, მაგიურ სამყაროში გეგონებათ თავი. აუცილებლად უნდა ისიამოვნოთ ამ შთამბეჭდავი სანახაობით.
5. ფამუქ-ქალე, თურქეთი - ეს არის თერმული წყლების ნუბერივი საცავი. აქ შესაძლებლობა მოგეცემათ დატკბეთ ბუნებრივი რბილი და თბილი წყლის აუზებით. ასევე ნახავთ ნისლის სქელ გროვებს, რომლებიც აუზებთანაა ახლოს და წყალს რძისფერს აძლევს. ეს მართლაც თვალწარმტაცი სანახაობაა.
6. ცისფერი ლაგუნა, ისლანდია - ეს ადგილი იმაზე უფრო ლამაზია ვიდრე წარმოგიდგენიათ. გარდა თვალწარმტაცი სანახაობისა, როგორც ამბობენ. ამ გეოთერმულ წყლებს აქვთ ძალა ადამიანი გახადონ უფრო ლამაზი და მომხიბვლელი.
7. სალარ-დე-უიუნი, ბოლივია - ეს არის მარილის ტბა ზღვის დონიდან 3 656 მეტრ სიმაღლეზე. ტბა დაფარულია რამდენიმე მეტრის სისქის მარილის ფენით. აქ ბინადრობენ ფლამინგოები. წარმოუდგენელია, ამ სილამაზით აღტაცებული არ დარჩეთ.
თემები: მოგზაურობა, ბედნიერება, ქვეყნები, 2018
<a href="http://travel.allwomenstalk.com">http://travel.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია