LIFE

ერთი რამ, რაც მამაკაცს უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ ქალი მოხიბლოს - ახალი კვლევის შედეგი

ერთი რამ, რაც მამაკაცს უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ ქალი მოხიბლოს - ახალი კვლევის შედეგი

როგორი კაცები მოსწონთ ქალებს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მამაკაცი იმისთვის, რომ ქალი მოხიბლოს? - ალბათ, ამ კითხვებზე ყველას განსხვავებული, ინდივიდუალური პასუხი აქვს. ზოგს მოსწონს მაღალი მამაკაცი, ან კუნთებიანი, ან ის, ვისაც ძალიან უყვარს ძაღლები.

მაგრამ ამ უამრავ კრიტერიუმთან ერთად არის ერთი რამ, რაც ქალების უმრავლესობას მამაკაცში მოსწონს.

როგორც ახალი ბრიტანული კვლევა აჩვენებს, ქალების 64% იხიბლება მამაკაცით, რომელსაც აქვს ტატუ.

კვლევა გაცნობის აპლიკაციის საშუალებით ჩატარდა და აღმოჩნდა,რომ ქალების 64% სურს ხვდებოდეს ისეთ მამაკაცს, რომელსაც ტატუ აქვს.

იგივე ტენდენციაა ერთსქესიან წყვილებშიც. ქალებისა და მამაკაცების უმეტესობისთვის საინტერესოა სასიყვარულო ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც ტატუ აქვს.

გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ ტატუ პიროვნებას უფრო სექსუალურს, მიმზიდველს და საინტერესოს ხდის.

ეთანხმებით კვლევის შედეგს? არის განსაკუთრებულად მომხიბვლელი მამაკაცი, რომელსაც ტატუ აქვს? - შეგიძლიათ, მოსაზრება კომენტარებში დაწეროთ.



<a href="http://www.prima.co.uk">http://www.prima.co.uk</a>