The Weeknd-სა და H&M-ის კოლაბორაცია - ატლასის სამოსი მამაკაცებისთვის - შემოდგომის ბოლო ტენდენციები
- 29.09.2017
კანადელი მომღერალი The Weekndდა მოდის სახლი H&M მამაკაცებს 2017 წლის შემოდგომისთვის სამოსის განახლებულ ხაზს სთავაზობს.
ის, რაც კოლექციაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ქურთუკებია, რომელთა ქსოვილის დიდ ნაწილს ატლასი შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ეს მომღერლისა და მოდის სახლის უკვე მეორე ერთობლივი კოლექციაა.
პირველი თანამშრომლობა მათ შორის 2017 წლის გაზაფხულზე შედგა.
ამ სეზონის ახალი კოლექციის სარეკლამო ვიდეორგოლს მომღერალი „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზეც აქვეყნებს.
ქურთუკებს The Weeknd-ის სტილის უნიკალურობა ატყვია.
კოლექცია მხოლოდ ქურთუკებისგან არ შედგება - კოლაბორაცია მამაკაცებს შემოდგომის ფეხსაცმელებს, შარვლებს და პალტოებს სთავაზობს. The Weeknd-სა და H&M-ის შემოდგომის მამაკაცი 2017 წელს განსაკუთრებულად სპორტულია.
<a href="https://www.hotnewhiphop.com">https://www.hotnewhiphop.com</a>