უჩვეულო კედები - „ელფების ფეხსაცმელი“, რომელიც მალე ტრენდი გახდება
- 30.09.2017
მოდურმა ბრენდმა Loewe-მ პარიზის მოდის კვირეულზე 2018 წლის საგაზაფხულო კოლექცია წარადგინა. კოლექციის ჩვენება განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა, ვინაიდან ბრენდმა მომხმარებელს უჩვეულო კედები შესთავაზა.
უჩვეულო ისაა, რომ კედების ე.წ. ცხვირი ძალიან გრძელი და აპრეხილია.
„ეს რა არის?“ - ჩვენების დროს მთავარი კითხვა სწორედ ასე ჟღერდა.
ფეხსაცმლის დიზაინერი ჯონათან ანდერსონია და ის ამბობს, რომ ასეთი კედების შექმნის ინსპირაციის წყარო მოგზაური ქალი და მექსიკელი მამაკაცის ტრადიციული ფეხსაცმელი გახდა.
ბრენდი მომხმარებელს სხვადასხვა ფერის კედს სთავაზობს. ფეხსაცმელებს სოციალურ ქსელებშიც აფასებენ. ზოგიერთი მას ელფების ფეხსაცმელს, ზოგიც ალადინის ფეხსაცმელს უწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულო კედებს დიდი კრიტიკა და ძირითადად ირონიული შეფასებები მოჰყვა, მოდის კრიტიკოსები მას ტრენდად ქცევას უწინასწარმეტყველებენ.
რაც იტყვით, ჩაიცვამდით ასეთ ფეხსაცმელს?
თემები: ფეხსაცმელი, მოდა, ტანსაცმელი, სეზონური
<a href="http://www.harpersbazaar.com/">http://www.harpersbazaar.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია