LIFE

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მამაკაცს თავდავიწყებით უყვარხართ? - ამას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მისი ქცევა მიგახვედრებთ.

თუ ურთიერთობაში მამაკაცი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჩვევას მაინც ავლენს, დარწმუნებული იყავით, რომ ის თქვენზე გიჟდება.

1. შეუძლია ჩანთა გამოგართვათ და თქვენი ჩანთით იაროს - თუ მამაკაცი ამის კეთებით ბედნიერია, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ გიჟდება თქვენზე. 

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

2. თუ მზადაა კრიტიკული დღეებისთვის განკუთვნილი საფენები გიყიდოთ - ამის გაკეთება მამაკაცებისთვის არც ისე სასიამოვნოა და თუ თქვენ გამო ის ამას აკეთებს, გილოცავთ, წარმოუდგენლადაა შეყვარებული. ნამდვილად უნდა იამაყოთ.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

3. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში თქვენ გვერდითაა და ცდილობს დაგიცვათ - მამაკაცს თუ ქალი ძალიან არ უყვარს იშვიათად, ან თითქმის არასოდეს ცდილობს მის დაცვას, გამოქომაგებას, მაგრამ თუ ყოველთვის თქვენი დაცვისკენაა მომართული, ამით თავისი სიყვარულის გამოვლენას ცდილობს. ასე იმიტომ იქცევა, რომ მისთვის განსაკუთრებული ადამიანი ხართ.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

4. მოდის თქვენს სანახავად სამსახურში - რატომღაც მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს, როცა თავისი საყვარელი ქალის სამსახურს სტუმრობს. ამ დროს ისინი ძალიან იმორცხვებენ. მათ თქვენს თანამშრომლებთან შეხვედრას საათობით გარეთ ლოდინი ურჩევნიათ. იციან, რომ თუ ოფისში შემოვლენ, თქვენი თანამშრომლები დააკვირდებიან და მის შეფასებას დაიწყებენ. მაგრამ როცა მამაკაცი ქალზე გიჟდება, მას არაფერი ადარდებს. სულ არ ენაღვლება, რა სიტუაციაში მოუწევს თქვენი ნახვა.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

5. თქვენ გამო უარს ამბობს საყვარელ შოუზე და საშუალებას გაძლევთ თქვენი საყვარელი გადაცემა ნახოთ - ტელევიზორის პულტის კონტროლი კაცებისთვის სერიოზული საქმეა. მამაკაცებს აქვთ სია გადაცემების, ან სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების, რომლებსაც აუცილებლად უნდა უყურონ და თუ გამოტოვეს, ამას რაიმე სერიოზული მიზეზი ექნება. თუ თქვენ გამო საყვარელ შოუს არ უყურებს და პულტს გითმობთ, ის უბრალოდ გიჟდება თქვენზე და ცდილობს, გასიამოვნოთ. იმაზე მეტად უყვარხართ ვიდრე წარმოიდგენდით.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

6. თქვენზე ზრუნავს როცა ავად ხართ - თუ მამაკაცი თქვენი ავად გახდომის დროს სახლიდან კი არ გარბის არამედ გივლით და ზრუნავს თქვენზე, ბედნიერი ხართ. ეს იმის ნიშანია, რომ ის ძალიან შეყვარებულია. ზოგადად, კაცები ვერ იტანენ როცა ქალი ავად ხდება და გაურბიან ასეთ სიტუაციებს. მზრუნველობას მხოლოდ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ქალების მიმართ იჩენენ.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

7. თქვენ გვერდითაა რთულ მომენტში - ცდილობს გაგამხნევოთ და დაგეხმაროთ, ეს მის ღრმა სიყვარულზე მიუთითებს.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

8. თქვენთან ერთად უყურებს რომანტიკულ კომედიებს - თუ მას შეუძლია ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთოს რომ თქვენ სთხოვეთ, უნდა გიხაროდეთ - თავდავიწყებით უყვარხართ და ასე იმიტომ იქცევა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

9. თქვენთან ერთად ვარჯიშობს - თუ თქვენ გამო მზადაა იოგაც კი სცადოს, ესეც მის უსაზღვრო სიყვარულზე მეტყველებს.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

10. ჩხუბის დროს ის გითმობთ და საშუალებას გაძლევთ დატკბეთ გამარჯვებით - თუ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენზე ნამდვილად გიჟდება, ის საშუალებას მოგცემთ ეჩხუბოთ მას და თან ისე, რომ თქვენ გაიმარჯვოთ. მას სიამოვნებას ჰგვრის როცა ხედავს როგორ გიხარიათ გამარჯვება(რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ უწყინარ, მცირე კონფლიქტებს).

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

11. იცვამს ისე, როგორც თქვენ მოგწონთ და ითვალისწინებს თქვენს რჩევებს - თუ საშუალებას გაძლევთ სამოსი თავად შეურჩიოთ და თქვენი გემოვნებით იცვამს, ეს მისი თქვენდამი სიყვარულის უტყუარი ნიშანია.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

12. თქვენ გამო მზადაა ვალიც კი აიღოს - ეს სასაცილო არაა და შეიძლება ძალიან მძიმე შედეგამდე მივიდეს, მაგრამ თუ იმის გამო, რომ თქვენ გასიამოვნოთ, საჩუქარი გაგიკეთოთ, ვალის აღებაზეც კი წამსვლელია, ძალიან უყვარხართ.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

13. სახლში ყველანაირ შავ სამუშაოს ასრულებს.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

14. მზადაა თქვენ გამო მთელი თავისი ცხოვრება შეცვალოს - შეცვალოს საცხოვრებელი ადგილი, ან თუნდაც დათანხმდეს თქვენს მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე, ამის გაკეთება მხოლოდ ძალიან შეყვარებულ მამაკაცს შეუძლია.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება

15. მზადაა წაგიყვანოთ ყველგან და მძღოლის ფუნქცია შეითავსოს - თუ ყოველ საღამოს მანქანით გელოდებათ სამსახურთან, ან გეუბნებათ რომ თქვენ დაღლილი ხართ და საჭესთან თავად დაჯდება და ამით სურს გასიამოვნოთ, თქვენ მას ძალიან უყვარხართ.

15 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ თქვენზე გიჟდება



<a href="http://love.allwomenstalk.com">http://love.allwomenstalk.com</a>