პრინცესა დაიანას სტილი ქალების დიდი ნაწილისთვის იყო და არის მიბაძვის საგანი. ის მცირე დეტალების წყალობით უნიკალურ, ინდივიდუალურ სტილს ქმნიდა და ეს დეტალები ხშირად ბევრისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა.
ვნახოთ, სტილის რა საიდუმლოები ჰქონდა პრინცესას.
1. ყელსაბამი საკუთარი ინიციალით - პრინცესა დაიანა პირველად ასეთი ყელსაბამით ჯერ კიდევ პრინც ჩარლზე ქორწინებამდე შენიშნეს, 1980 წელს. ის ხშირად ატარებდა ყელსაბამებს ინიციალით “D”.
2. მას მოსწონდა ფერადი კოლჰოტები - ნარინჯისფერ, მოვარდისფრო სამოსზე ღია ფერის, ოდნავ წითლად, ან ნარინჯისფრად შეფერილ კოლჰოტს იცვამდა.
3. ერთ ხელზე ორი საათი - ცნობილი ფოტო პოლოს მატჩზეა გადაღებული. მაშინ პრინცესა ჩარლზზე იყო დანიშნული. ჩარლზი პოლოს თამაშობდა, რის გამოც პრინცესამ საკუთარ საათთან ერთად მისიც გაიკეთა. ორი საათის გაკეთება მალე მოდური გახდა.
4. მისი კოლჰოტები ზოგჯერ მინიმალისტურად იყო გაფორმებული - დაიანას კოლჰოტებს უკან ერთი, წვრილი ზოლი მისდევდა და ფეხსაცმელთან შავი ბანტით ბოლოვდებოდა. ეს მის ვიზუალს განსაკუთრებულ ელეგანტურობას სძენდა.
5. დაიანა ხშირად ატარებდა სამაჯურს - როგორც ცნობილია, მასზე იყო შვილების, ჰარისა და უილიამის ინიციალები - „H” და „W”, ასევე დაიანა ატარებდა სამაჯურს, რომელზეც გამოსახული იყო X. ეს სამაჯური პრინცმა ჩარლზმა მას ქორწინების 10 წლისთავის აღსანიშნად აჩუქა.
6. დაიანას ძალიან უყვარდა იისფერი საყურე - მსგავსი საყურე დღემდე ინარჩუნებს პოპულარულობას და თუ თანამედროვე სუპერმოდელებს ჯიჯი ჰადიდსა და ქენდალ ჯენერს და მათ საყურეებს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ისინი სტილს პრინცესა დაიანას „ჰპარავენ“.
7. დაიანას მოსწონდა ისეთი ყელსაბამები, რომელიც მის ზურგსაც ამშვენებდა.
8. ერთხელ ის საზოგადოებაში სხვადასხვა ფერის ხელთათმანით გამოჩნდა - ასეთი ხელთათმანების ტარება მალევა გახდა ტრენდი.
9. დაიანა ფორმალურ მიღებებზე ატარებდა ბროშს - პრინცესა მას მკერდთან იმაგრებდა. ეს ბროში სამეფო ოჯახისთვის განსაკუთრებულია. მას დედოფალი ელისაბედი ახალგაზრდობაში ატარებდა. ქეით მიდლტონი საზოგადოებაში ჯერ ამ ბროშით არ გამოჩენილა.
10. დაიანა ფერად თვალის ფანქარს იყენებდა - პრინცესა თვალის ფანქარს ყოველთვის სამოსს უხამებდა. როცა ის ცისფერ სამოსზე აჩერებდა არჩევანს, ცისფერ ფანქარს ისვამდა.
11. სვიტერი შავი ლენტით - შავი ლენტი მხიარული ფერების სვიტერს დახვეწილ ელფერს აძლევდა.
12. მხედველობის სათვალე მოდური დაიანას წყალობით გახდა - როგორც ცნობილია, დაიანა არ ატარებდა მხედველობის სათვალეს და როცა მსგავსი სათვალით ჩნდებოდა, მას მხოლოდ მოდის დანიშნულება ჰქონდა.
თემები: ქალები, პრინცესა დაიანა, დედოფალი, პრინცესა, დაიანა
<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია