
ყველამ ვიცით, რომ ხანდახან ქალის მიერ ნათქვამი „არა“ ნიშნავს „დიახს“, მაგრამ არის შემთხვევები, როცა „არა“ ნიშნავს „არას“.
ქალებს მამაკაცების დაბნევა კარგად გამოსდით. იმისთვის, რომ მათ უკეთ გაუგოთ, კაცებს გჭირდებათ ყურადღება გაამახვილოთ არა სიტყვებზე, არამედ არავერბალურ ნიშნებზე, რომლებიც ქალის ჭეშმარიტ განზრახვებს გამოხატავენ.
გთავაზობთ 12 ნიშანს, რომელთა საშუალებითაც მიხვდებით მას მოსწონხართ თუ არა:
1. მისი თვალის გუგები ფართოვდება ყოველ ჯერზე, როცა თქვენ გხედავთ - თუ ხედავთ, რომ როცა ქალი გიყურებთ მისი მზერა ჩვეულებრივია, ეს ნიშნავს, რომ ის თქვენით არ არის დაინტერესებული. მაგრამ თუ ხედავთ, რომ თქვენი შეხვედვის დროს, თქვენთან საუბრისას გუგები უფართოვდა, ეს მიუთითებს რომ ძალიან მოსწონხართ და აღელვებულია. რა თქმა უნდა, გაფართოებული გუგების შემჩნევა მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია.

2. დააკვირდით ჯდომის დროს მისი ფეხების პოზიციას - თუ ფეხები გადაჯვარედინებული აქვს, ეს ნიშნავს რომ თქვენდამი გულგრილია, როცა ქალი თქვენს მოხიბვლას ცდილობს, ის ასე არასოდეს დაჯდება და მხოლოდ საკუთარი თავის კომფორტზე არ იფიქრებს. როცა მოსწონხართ ის გეპრანჭებათ და ცდილობს ჯდომის უფრო ლამაზი პოზა შეარჩიოთ.

3. ის ცდილობს, თქვენთან რაც შეიძლება ახლოს დაჯდეს - მაგრამ თუ ასე არ იქცევა, ცუდი ნიშანია.

4. თქვენთან საუბრის დროს მხრებში გაშლილი ზის და მკერდი მაქისიმალურად აქვს წინ წამოწეული - ამით ის ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს და როგორც სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, ქალი ასეთ დროს შესანიშნავად ახერხებს ლამაზი მკერდისა და ყელის წარმოჩენას და მამაკაცი უძლური ხდება.

5. დააკვირდით მის ცერა თითს - როცა კაცი ესაუბრება ქალს, რომელიც მოსწონს, ის ხელებს ჯიბეში იწყობს, ხოლო ქალი ცდილობს, რომ ხელებით უფრო მეტი ჟესტი გააკეთოს. თუ თქვენთან საუბრის დროს ცერა თითით ხშირად ეხება ყელს, ნიკაპს, ან მთლიანი ხელით ეხება კისერს, ასე იმიტომ იქცევა, რომ ძალიან მოსწონხართ და ძალიან ნერვიულობს.

6. ის ცდილობს თქვენი ჟესტები გაიმეოროს - ყურადღება მიაქციეთ მის ჟესტიკულაციას. თუ შეამჩნიეთ, რომ ცდილობს თქვენი ჟესტები გაიმეოროს ეს მიუთითებს, რომ ძალიან მოსწონხართ და თქვენს იმიტაციას ინსტინქტურად აკეთებს.

7. ფეხსაცმელს ნახევრად იხდის და ფეხით „ათამაშებს“ - ეს ნიშნავს რომ თქვენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს და ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას. ეს ფლირტის ერთ-ერთი მეთოდია.

8. ის ხშირად ეხება თმას, ან ტანსაცმელს - თუ ქალიცდილობს, რომ გაისწოროს სამოსი, აქსესუარები, ეს ნიშნავს რომ ძალიან ნერვიულობს. მას სურს თქვენ წინ შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს. ყოველივე ნიშნავს, რომ ძალიან მოსწონხართ.

9. ის ეხება საკუთარ ტუჩებს - როცა ქალი თქვენთან საუბრის დროს ხელით, ან ენის წვერით ეხება საკუთარ ტუჩებს, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ძალიან მოსწონხართ და თქვენით აღტაცებულია. მაგრამ ფრთხილად იყავით, თუ ასე იქცევა ყოველ ორ წუთში, ეს უბრალოდ ცუდი ჩვევაა.

10. ის ხშირად იხედება სარკეში - ყველა ქალს სურს, რომ უზადოდ გამოიყურებოდეს და განსაკუთრებით იმ ადამიანის წინაშე, რომელიც მოსწონს.

11. ყურადღება მიაქციეთ მის ხელებს - თუ ხელები მკერდთან აქვს გადაჯვარედინებული ეს მიუთითებს, რომ ცდილობს თქვენთან დისტანცია დაიცვას და ამ ჟესტით გაჩვენებთ, რომ თქვენით დაინტერესებული არაა, ხოლო თუ ხელები დაშვებული აქვს და ერთმანეთს ჩაკიდებული, ეს მწვანე ბარათია - მას ძალიან მოსწონხართ.

12. თუ თმაზე თამაშობს - ეს დამორცხვების, ან ფლირტის ნიშანია, ფლირტიც და თქვენ წინაშე დამორცხვებაც მიუთითებს, რომ მოსწონხართ.

თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია