ძმრის გამოყენების 13 სასარგებლო მეთოდი, რომელთა შესახებ, შესაძლოა, არ იცოდით
- 02.10.2017

მაღაზიების თაროები სავსეა ძვირადღირებული სარეცხი საშუალებებით, ფხვნილებითა, თუ სითხეებით, რომლებსაც ყოველთვის არ აქვთ ისეთი ეფექტი, როგორი მოლოდინიც გვქონდა. ამიტომ, ხშირად მოძვეებული მეთოდების გამოყენებას ვამჯობინებთ. აღნიშნული მიზნით, შეგიძლიათ ძმარი გამოიყენოთ.
გთავაზობთ ძმრის გამოყენების სხვადასხვა მეთოდებს, რომლებიც, შესაძლოა, არ იცოდით:
1. ძმრის საშუალებით გაწმენდთ საოჯახო ტექნიკას - მაგ: იდეალურია სარეცხი მანქანის, ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის გასაწმენდად.

2. ძმრის საშუალებით ყვავილები უფრო გამძლე ხდება - 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და 2 სუფრის კოვზი შაქარი შეურიეთ 1 ლიტრ თბილ წყალს და ყვავილები მიღებულ ნაერთში მოათავსეთ. შედეგად ისინი მალე არ დაჭკნებიან.

3. ძმრის საშუალებით მარტივად ამოიყვანთ ლაქებს - ერთი სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი თხევადი საშუალება შეურიეთ ერთ სუფრის კოვზ თეთრ ძმას და ორ ჭიქა თბილ წყალს. მიღებული ნაზავის საშუალებით მარტივად ამოიყვანთ ლაქებს, მაგ: ღვინის, ან ყავის ლაქებს.

4. თუ ავტომობილის მინა გაყინულია, ამ პრობლემას ძმრის საშუალებით მარტივად დაძლევთ - გაწმინდეთ ის წყლისა და ვაშლის ძმრის ნაზავით და ყინული მალე გაქრება.

5. ძმრით მარტივად გაწმენდთ ცხიმიან და დაჟანგულ ნიჟარას - საჭმელი სოდის, ძმრის და წყლის ნაზავით მარტივად გაასუფთავებთ ნიჟარას. მიღებული ნაერთი მოასხით მას და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.

6. ეფექტურია კედლის სოკოს და ობის წინააღმდეგ - მიასხურეთ ის დაზიანებულ ადგილას და შემდეგ ღრუბლის საშუალებით გაწმინდეთ.

7. ეფექტურია მიკრობების წინააღმდეგ - თუ წყლისა და ძმრის ნაზავით გაწმენდთ ავეჯს, ის სახლს მიკრობებისგან გაასუფთავებს.

8. გაწმინდეთ ძმრით დუში - მოასხით მასზე ძმრისა და წყლის ნაზავი და გააჩერეთ 5-7 წუთი, შემდეგ გაწმინდეთ ღრუბლით. ძმარი დუშზე ღრმად ჩამჯდარ ლაქებს მარტივად ამოიყვანს.

9. მოაშორეთ ბავშვის ტანსაცმელს მიკრობები - როცა ბავშვის სამოსს რეცხავთ სარეცხ საშუალებას ცოტაოდენი ძმარი დაუმატეთ, მისი საშუალებით ყვლანაირ მიკრობს გააქრობთ.

10. ძმრისა და საჭმელი სოდის საშუალებით თქვენი ნივთები პრიალა გახდება - გააპრიალეთ ნივთები ძმრისა და საჭმელი სოდის ნაერთით.

11. ებრძოლეთ ძმრით სარეველა ბალახს - მიასხურეთ სარეველა ბალახის ძირებს ვაშლის ძმარი და ის აღარასოდეს ამოვა.

12. გაასუფთავეთ ღუმელი ძმრით - წყლისა და ძმრის ნაერთი ყველაზე ეფექტურად გაწმენდს ღუმელს.

13. შესანიშნავია ცელულიტის წინააღმდეგ - შეურიეთ ვაშლის ძმარი და E ვიტამინი, მიღებული ნაერთით დაიმუშავეთ პრობლემური ადგილები დღეში ორჯერ, ის ცელულიტის მოშორებაში დაგეხმარებათ.

თემები: თავის მოვლა, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია