LIFE

40 წელს გადაცილებული წარმატებული ქალის იმიჯის 10 წესი

40 წელს გადაცილებული წარმატებული ქალის იმიჯის 10 წესი

1. უარი თქვით შავი ფერის სამოსზე. თუ მაინც ჩაიცვით შავი ზედა, აუცილებლად დაუმატეთ შარფი, ყელსახვევი, სამკაული, რომლებიც „გააცოცხლებენ“ შავ ფერს.

2. შავი ფერი შეიძლება შეცვალოთ მუქი ყავისფერით ან მუქი ლურჯით.

3. როცა წლები გემატებათ, თქვენი ბუნებრივი ფერები უფრო ღიავდება, ამიტომ ასაკის მატებასთან ერთად უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ნაკლებად გაჯერებულ ფერებს.

40 წელს გადაცილებული წარმატებული ქალის იმიჯის 10 წესი

4. იერი მოდური ხდება ტანსაცმლის სწორად არჩეული სილუეტისა და აქტუალური აქსესუარების დახმარებით: ფესაცმლის, ჩანთების, ქამრების, საათების, სამკაულების.

5. 35 წლის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ შესაძენი ნივთების ხარისხს, ეს ეხება ტანსაცმელსაც, აქსესუარებსაც, კოსმეტიკურ საშუალებებსაც. ისინი არ უნდა გამოიყურებოდნენ იაფფასიანად.

6. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ ქსოვილებს, ტყავს, ზამშეს. მოერიდეთ 100 % -ნი სინთეტიკის ნაწარმს, თუ ეს, რა თქმა უნდა, არ არის სპორტული ტანსაცმელი, რომელიც მზადდება სპეციალური მაღალტექნოლოგიური ბოჭკოებიდან.

7. გაანებივრეთ საკუთარი თავი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებისგან დამზადებული სამკაულებით. მაგრამ გვერდი არ აუაროთ ხარისხიან ბიჟუტერიას, რომელიც ბოლო დროს სეზონიდან სეზონამდე არ თმობს საკუთარ პოზიციებს პოპულარობის რეიტინგში.

8. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჩანთებსა და ფეხსაცმელს. არაფერი ისე არ აახლებს გარეგნობას, როგორც ეს აქსესუარები. თუ ძალიან აკურატული ხართ და შეგიძლიათ 10 წელი ატაროთ ერთი და იგივე ფეხსაცმელი ან ჩანთა, ან იმდენი ჩანთა და ფეხსაცმელი გაქვთ, რომ ვერ ხედავთ აზრს შეცვალოთ ისინი, იმიტომ რომ არ ცვდება - თქვენ ყველა შანსი გაქვთ, თუნდაც ტანსაცმლის მოდური ტრენდით, გამოიყურებოდეთ ძველმოდურად.

40 წელს გადაცილებული წარმატებული ქალის იმიჯის 10 წესი

9. ასევე აუცილებელია გახსოვდეთ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების თავისებურებებზე. 40 წლის შემდეგ უარი უნდა უთხრათ:

- პერლამუტრის ჩრდილებს, ფერუმარილსა და პომადებს.

- წამწამების ტუშს ქვედა ქუთუთოზე.

- ტონალურ საშუალებებს სქელი დამფარავი კონსისტენციით.

- იაფფასიან პომადას, რათა არ გადმოვიდეს ტუჩის ხაზის გარეთ და არ შეავსოს წვრილი ნაოჭები ტუჩის გარშემო.

- შავ ფანქარს თვალის კონტურისთვის და შეცვალოთ ის რუხი და ყავისფერით.

10. ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებულად კი 40 წლის შემდეგ, სტილური იერის შემავსებელს წარმოადგენს ვარცხნილობა. ღირს ერთხელ მიმართო კარგ სტილისტს და შეარჩიო შესაფერისი ვარცხნილობა, რომლის მოვლა ადვილია, რომელიც ანიჭებს მთლიან გარეგნობას ფანტასტიკურ იერს - და გეცოდინებათ, „რა შეუკვეთოთ“ თქვენს პარიკმახერს ვიზიტის დროს. 



<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>