LIFE

პოპულარული კადრები ფილმებიდან, რომელთა ნახვაც არასოდეს გვბეზრდება

პოპულარული კადრები ფილმებიდან, რომელთა ნახვაც არასოდეს გვბეზრდება

ზოგიერთი ფილმის სცენით იმდენად ვიხიბლებით, ან იმდენად დაუჯერებლად გვეჩვენება, რომ უკან ვახვევთ და ბევრჯერ ვუყურებთ.

გთავაზობთ 10 დაუვიწყარ სცენას პოპულარული ფილმებიდან, რომელთა ნახვაც ადამიანებს ბევრჯერ სურთ:

10. „ის კაცია“/ She’s The Man - გახსოვთ სცენა ფილმიდან „ის კაცია“, სადაც მთავარი გმირი, ამანდა მთელი სტადიონის წინაშე მკერდს იშიშვლებს იმის დასამტკიცებლად, რომ ის გოგონაა. ამ ფილმის შემდეგ მსახიობი ნამდვილი სექს-სიმბოლო გახდა. ეჭვს გარეშეა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს მომენტი „დააპაუზა“ და განმეორებით არაერთხელ ნახა მიუხედავად იმისა, რომ აქ არანაირი სიშიშვლე არ ჩანს.

პოპულარული კადრები ფილმებიდან, რომელთა ნახვაც არასოდეს გვბეზრდება

9. „რიჯმონტის სკოლა“/ Fast Times at Ridgemont High - მსაიხობი Phoebe Cates 1980-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო, განსაკუთრებით ფილმ „რიჯმონტის სკოლის“ ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, სადაც ის საცურაო კოსტიუმს იხდის.

პოპულარული კადრები ფილმებიდან, რომელთა ნახვაც არასოდეს გვბეზრდება

8. „გაიხსენე ყველაფერი“/Total Recall -ალბათ მახსოვთ სცენა, სადაც კადრში ჩანს სამ მკერდიანი ქალი. იმდენად უცნაური მომენტია, რომ შეუძლებელია არ გააჩერო და თავიდან არ ნახო, იმიტომ რომ მსგავსი რამ, სამ მკერდიანი ქალი, არასოდეს გინახავთ.

პოპულარული კადრები ფილმებიდან, რომელთა ნახვაც არასოდეს გვბეზრდება

7. „ტიტანიკი“ - სცენა, სადაც ჯეკი შიშველ როუზს ხატავს, ნამდვილად იმსახურებს რამდენჯერმე ნახვას და ადამიანთა უმეტესობა ასეც იქცევა.

პოპულარული კადრები ფილმებიდან, რომელთა ნახვაც არასოდეს გვბეზრდება

6. Boogie Nights - მხოლოდ შიშველი ქალები არ იპყრობენ საზოგადოების ყურადღებას. კარგი მაგალითი იმისა, რომ შესაძლებელია შიშველი მამაკაცი ქალზე უფრო მეტად მოექცეს ყურადღების ცენტრში სწორედ ამ ფილმშია. ეპიზოდი, სადაც მთავარი გმირი შიშველი ჩანს არის კადრი, რომელსაც ადამიანები რამდენჯერმე ნახულობენ.

პოპულარული კადრები ფილმებიდან, რომელთა ნახვაც არასოდეს გვბეზრდება

5. „ნიშნები“/Signs - ეს ფილმი პოპულარული მაშინ იყო, როცა უცხოპლანეტელების თემა ტრენდული გახლდათ. ფილმში ჩანს უცხოპლანეტელი, თუმცა იმდენად სწრაფად მოძრაობს და იმდენად სწრაფად ქრება, რომ გვიჭირს მისი აღქმა, რის გამოც კადრს ვაჩერებთ და მას რამდენჯერმე ვუყურებთ.

პოპულარული კადრები ფილმებიდან, რომელთა ნახვაც არასოდეს გვბეზრდება

4. „ოზის ჯადოქარი“/The Wizard of Oz - ფილმი სიკეთისა და მეგობრობის შესახებაა, თუმცა არის სცენა, რომელიც ძალიან გვაშინებს. როცა დოროთი და მისი მეგობრები ტყეში მღერიან, მათ ზურგს უკან რაღაც უცნაური მოძრაობაა. ბევრი აჩერებს ამ კადრს, რათა დაინახოს თუ რა ხდება რეალურად, მაგრამ კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.

პოპულარული კადრები ფილმებიდან, რომელთა ნახვაც არასოდეს გვბეზრდება

3. “ეგზორცისტი“/The Exorcist - ფილმში ბევრი სცენაა, სადაც საშიში დემონები ჩნდებიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი ეკრანიდან ისე სწრაფად ქრება, რომ საჭიროა კადრი გავაჩეროთ, რათა უკეთ დავინახოთ. თუმცა იმდენად საშიშები არიან, რომ შეიძლება ვინანოთ კადრის გაჩერება.

პოპულარული კადრები ფილმებიდან, რომელთა ნახვაც არასოდეს გვბეზრდება

2. „წაკითხვისთანავე დაწვით“/Burn After Reading - მომენტი, როცა ბრედ პიტის გმირი კვდება, არამარტო ცრემლებს გვგვრის, არამედ გვიჩენს სურვილს, რომ მომენტი რამდენჯერმე ვნახოთ.

პოპულარული კადრები ფილმებიდან, რომელთა ნახვაც არასოდეს გვბეზრდება

1. „უოლ სტრიტის მგელი“/The Wolf of Wall Street – ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ეს მომენტი ჩვენი სიის სათავეშია. მარგოტ რობი საოცრად სექსუალურ სცენას გვთავაზობს და ეს არის კადრი, რომელსაც ადამიანები უამრავჯერ ნახულობენ.

პოპულარული კადრები ფილმებიდან, რომელთა ნახვაც არასოდეს გვბეზრდება



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>