როგორ ხდება, რომ ორი ადამიანი, რომლებსაც ოდესღაც ძალიან უყვარდა ერთმანეთი, - მოულოდნელად ერთმანეთისთვის უცხოები ხდებიან? როდემდე დავუმალავთ საკუთარ თავს, რომ ურთიერთობები დასრულდა? ქვემოთ აღწერილი თამაშები, ხშირ შემთხვევაში პარტნიორებს შორის ურთიერთობის დანგრევას იწვევს.
რა არის თამაში ფსიქოლოგიის თვალსაზრისით?
ტერმინი „თამაში“ ამერიკელ ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს ე. ბერნის ეკუთვნის. თამაში - ეს ფიქსირებული და გაუაზრებელი ქცევის სტერეოტიპია, რომელიც ხშირად ხანგრძლივ მოქმედებებს შეიცავს.
რისთვის თამაშობენ ადამიანები თამაშებს?
თამაშები გვართმევენ დროს და გვაიძულებენ თავიდან ავიცილოთ გულწრფელობა, დავამახინჯოთ რეალობა.
თამაში № 1 „არ მოგცემ...“
არ მოგცემ საჭმელს, სექსს, სიახლოვეს, სიმშვიდეს... იმის მაგივრად, რომ გაარჩიოთ კონფლიქტური სიტუაცია, თუ ასეთი ხდება, ერთ-ერთი პარტნიორთაგან (მეუღლეთაგან) იბუტება და ამით მეორეს ზიანს აყენებს. ხანდახან ეს ჯიბრით ხდება!
თამაშის შედეგი: ის ვინც სჯის გულწრფელად ფიქრობს, რომ ამით პარტნიორი გონს მოვა და პატიებას სთხოვს. დასჯილი კი - მიდის და ყველაფერს სხვაგან იღებს. მაგალითად, სექსს (ასე იბადება ღალატის საფუძველი).
თამაში № 2 „დუმილი“ ან სიტუაციის მიჩქმალვა...
იმის მაგივრად, რომ განიხილონ ჩხუბის მიზეზები, მოძებნონ კომპრომისი, გამოსავალი, ერთ-ერთი დუმს, აიგნორებს მეორეს, არ გამოდის ოთახიდან და ა.შ.
თამაშის შედეგი: ასე ცოლს ან ქმარს შეუძლია კვირების მანძილზე გააგრძელოს დუმილი და ამით საკუთარი თავის გარშემო უფრო დიდი უფსკრული შექმნას.
თამაში № 3 „თავად მიხვდი...“
იმის მაგივრად, რომ ილაპარაკოს საკუთარ გრძნობებზე, ერთ-ერთი პარტნიორი ყველაფერზე ამბობს: „შენ როგორ გგონია?“, „რა, ვერ ხედავ?“, „შეგეძლო მიმხვდარიყავი...“ და ასე უსასრულოდ. თურმე თქვენს გარშემო ყველა ვალდებულია იცოდეს, რას გრძნობთ!
თამაშის შედეგი: როდესაც ოჯახში გრძნობებზე არ ლაპარაკობენ - არც საკუთარზე, და არც სხვისაზე, აუცილებლად იზრდება წყვილს შორის ემოციური წყვეტა.
თამაში № 4 „პინგ-პონგი“
სახელი „პინგ-პონგი“ თავში აზრად ერთ-ერთი ოჯახური კონსულტაციის დროს მომივიდა. როდესაც ცოლ-ქმარი კაბინეტში შემოვიდნენ, ერთმანეთის გვერდით კი არა, პირდაპირ დასხდნენ. ცოტახანში მივხვდი რისთვის მოემზადნენ. მათ ერთგვარად მოიმარჯვეს ჩოგანი-სიტყვები და სხარტად გადავიდნენ შეტევაზე.
თამაშის შედეგი: გადაიტანო საკუთარი რისხვა, გაღიზიანება სხვაზე და ვის უფრო უკეთესად გამოუვა, ის იქნება „გამარჯვებული“. თუმცა რომელ გამარჯვებულზე შეიძლება აქ საუბარი?
თემები: სახიფათო, განქორწინება, წყვილი
<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>