სილამაზე

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ

ინტერნეტსივრცე სავსეა სილამაზის უამრავი რეცეპტით, რომელთა საშუალებითაც სხვადასხვა გამოცემები ქალებს გვასწავლიან, რა უნდა გავაკეოთ იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოვიყურებოდეთ. მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც რეალურად სახიფათოა და არც გალამაზებაში გეხმარებათ.

ამიტომაც, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ სილამაზის უჩვეულო მეთოდები, რომლებსაც თუ იყენებთ, აუცილებლად, დაუყოვნებლივ უარი უნდა თქვათ მათზე.

11. ტუჩის მოცულობის გაზრდა პატარა ჭიქის საშუალებით - ხშირად გვირჩევენ რომ ტუჩის მოცულობის გაზრდას ჭიქის გამოყენებით შევძლებთ. ჭიქა უნდა გამოიყენოთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ყოველივეს შედეგად ტუჩის გარშემო კანი წითლდება და სივდება და ისეთ შედეგამდე შეიძლება მიხვიდეთ, რომ რამდენიმე დღე სახლიდან გარეთ გასვლა ვერ შეძლოთ. ამიტომ ამ მეთოდზე უარი უნდა თქვათ.

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ

10. შეცდომაა ტუჩსაცხის გამოყენება თვალის ქვეშ სიშავის გასაქრობად - ფერად ტუჩსაცხზე რა რაოდენობის ღია ფერის ფერუმარილიც უნდა წაისვათ, თვალის ქვეშ ტუჩსაცხის ფერი მაინც ნარჩუნდება და სამწუხაროდ, ეს არცთუ იე სასიამოვნო შესახედია. ეს ხერხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ თეატრის მსახიობი ხართ და თეატრალურ გრიმს იკეთებთ.

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ

9. ნემსითა და ძაფით თვალზე „ლაინერის“ წასმა - იმისთვის რომ ლაინერი ძალიან წვრილად წაისვან, ქალები უცნაურ მეთოდს მიმართავენ - ისინი„ლაინერს“ ჯერ ნემსსა და ძაფზე უსვამენ, ხოლო შემდეგ მის წასმას თვალზე ცდილობენ. შედეგი კი, უმეტეს შემთხვევაში ისეთია, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები. ეს ხერხი ნამდვილად არ გამოგადგებათ.

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ

8. ჩანგლის გამოყენება სიმეტრიული და სწორი ცხვირის „კონტურიგნგისთვის“ - იმისთვის, რომ ცხვირის სიმეტრიული კონტურინგი გაიკეთონ, ქალები იყენებენ ჩანგალს. მისი საშუალებით ცხვირის ხაზი შესაძლოა მართლაც სწორი გამოვიდეს, თუმცა ცხვირის ბოლო ნაწილი, წვერი, უფრო ფართო გამოჩნდება და რეალურად უკუშედეგს მიღებთ.

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ

7. ჩვეულებრივი ფერადი ფანქრების გამოყენება თვალის ფანქრის ნაცვლად - ფანქრებს ჯერ ცხელ წყალში ათავსებენ, ხოლო შემდეგ იხატავენ თვალებს. შედეგი ერთი შეხედვით მართლაც ფერადი და ნათელია, მაგრამ როგორც კი გაშრებაპატარ-პატარა ნაწილებად დაიშლება და თვალებიდან ჩამოგცვივდებათ. ასე რომ, სჯობს ამ მეთოდზეც უარი თქვათ.

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ

6. ჭარხალი ფერუმარილის ფუნქციით - ზოგიერთი ქალი ჭარხალს ჭრის ორ ნაწილად და მას ლოყებზე იდებს. სამწუხაროდ, იმედგაცრუებული დარჩებთ იმიტომ, რომ თქვენი სახის კანის ფერი ძალიან წითელი აღმოჩნდება და თანაც, მისი სახიდან მოშორება საკმაოდ რთულია. გირჩევთ ეს არასოდეს სცადოთ.

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ

5. სახის სკრაბს აკეთებთ საპარსი ქაფის გამოყენებით - თუ შაქრითა და საპარსი ქაფით აკეთებთ სკრაბს და ისვამთ სახეზე ის ნამდვილად არაეფექტურია. უმჯობესია, ჩვეულებრივი სკრაბი შეიძინოთ.

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ

4. ლიმონის წვენი დაგეხმარებათ ფრჩხილების გათეთრებაში - რეალურად, არაფერი შეიცვლება. ფრჩხილი იგივე ფერის რჩება. ეს მეთოდიც უსარგებლოა.

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ

3. თუ ფერუმარილი გამოგელიათ, შეგიძლიათ ფქვილი წაისვათ - რა თქმა უნდა, თუ ვინმე ამას გირჩევთ, შეგიძლიათ მხოლოდ გაიცინოთ. ფერუმარილს ფქვილი ვერ ჩაანაცვლებს.

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ

2. კიდევ ერთი ხერხი „ლაინერის“ სწორად წასასმელად - საკრედიტო ბარათის გამოყენება - რეალურად ისეთ შედეგს იღებთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ამიტომ გირჩევთ, ნუ იწვალებთ. ამ მეთოდით ვერაფერს მიაღწევთ.

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ

1. წარბის სწორი ფორმის მისაღებად წებოვანი ლენტი - სინამდვილეში საპირისპირო ეფექტს მიიღებთ. თქვენი წარბები სწორი ვერ გამოვა, მას არაბუნებრივი და უჩვეულო ფორმა ექნება.

სილამაზის 11 უცნაური რეცეპტი, რომლებზეც ქალებმა ახლავე უარი უნდა თქვათ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>