რას ამბობს დაბადების წელი თქვენი პიროვნების შესახებ? - ჩინური ზოდიაქო
- 08.10.2017
ვირთხის წელი (1912, 1924, 1936, 1948. 1960, 1984, 2008, 2020 - გაქვთ ორგანიზების გაწევის შესანიშნავი უნარი და იცით, როგორ გამოიყენოთ საკუთარი ტალანტი და ინტუიცია. გამოირჩევით კეთილი და მგრძნობიარე ნატურით. ხართ მომხიბვლელი და თქვენთან მეგობრობა სასიამოვნოა. ვირთხის წელში დაბადებულ ადამიანს შეუძლია მომავალი იწინასწარმეტყველოს. სიბრძნის წყალობით ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავება შეუძლია. არის სიურპრიზებით სავსე და ასევე რომანტიკოსი.
ხარი (1913, 1925, 1937, 1949, 1961, 1985, 1997, 2009, 2021) - ხარის წელში დაბადებული ადამიანები ძლიერი ხასიათით გამორჩევიან, მათ აქვთ უნარი გაუმკლავდნენ ყველანაირ სიტუაციას. ამ ადამიანებს უყვართ ცხოვრება და ხელოვნება. ხელოვნება ეხმარებათ, რომ გამოხატონ თავიანთი შინაგანი ბუნება. ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით. ზოგიერთ მათგანს შეიძლება მარტოობა სტანჯავდეს იმიტომ, რომ მათ უჭირთ ადამიანების ნდობა. როცა უყვართ, ნამდვილი პარანოია სტანჯავთ - საშინლად ეჭვიანები არიან.
ვეფხვის წელი (1914, 1926, 1950, 1962, 1964, 1986, 1998, 2010, 2022) - ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები კომუნიკაბელურები არიან და ყოველთვის მზად არიან მხიარულებისთვის. ისინი შესანიშნავი შეყვარებულები და პარტნიორები არიან. მათ ხიბლავთ სიცოცხლე და სამყარო. ამ დროს დაბადებული ადამიანები ძირითადად მხატვრები, მსახიობები, ჟურნალისტები და წერლები არიან.
კურდღლის წელი (1915, 1927, 1939,1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023) - ამ დროს დაბადებული ადამიანები მშვიდობისმოყვარეები და სამართლიანები არიან. უყვართ ყველაფერში ბალასის დაცვა. უსამართლობის მიმართ ტოლერანტულები არასოდეს არ არიან. მათთვის დამახასიათებელია ყველანაირი კონფლიქტის თავიდან არიდება. ისინი ყველაფერს აკეთებენ მშვიდობის შსანარჩუნებლად.
დრაკონის წელი (1916, 1928, 1940, 1952, 1976, 1988, 2012, 2024 ) - დრაკონის წელიწადში დაბადებული ადამიანები ქარიზმატულები არიან, აქვთ შეუზღუდავი ენერგია. ძალიან გონიერები და ჭკვიანები არიან. გამოირჩევიან კრეატიულობით. არიან ამბიციურები და წარმატებულები, აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა, შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს შეეწყონ, ადვილად ადაპტირებადები არიან, უყვართ თავისუფლება.
გველის წელი (1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013, 2025) - გველის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს უყვართ სახლი, ოჯახი და საოჯახო საქმეების კეთება. არიან ტრადიციულები, უყვართ ისტორია. ბუნებით ლიდერები არიან. მათ ზუსტად იციან რა სურთ და როგორც წესი, ყოველთვის იღებენ სასურველს.
ცხენის წელი (1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026) - ცხენის წელიწადში დაბადებული ადამიანები შრომისმოყვარეები არიან და ძალიან ბევრს შრომობენ სასურველის მისაღებად. გამოირჩევიან კაცთმოყვარეობით და მუდამ მომართულნი არიან სხვენის დახმარებისკენ. გადაწყვეტილებების მიღების დროს ყოველთვის ობიექტურობას იჩენენ და ასეთ დროს ემოციებს არასოდეს არ აჰყვებიან.
ცხვრის წელი (1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015, 2027) - ისინი მრავალფეროვანი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. ამავდროულად, გამოირჩევიან მეოცნებე ბუნებით და უმეტესი მათგანი წარმოსახულ სამყაროში ცხოვრობს, ძალიან დიდ დროს უთმობენ ოცნებას.
მაიმუნის წელი (1920, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016, 2028) - მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია რეპუტაცია და უმეტეს შემთხვევაში, ისინი საზოგადოებაში შესაშურად დადებითი რეპუტაციით სარგებლობენ. ისინი სხვა ადამიანებს იმდენად აძლევენ დაახლოების საშუალებას, რამდენადაც ეს თავად სურთ. უყვართ კომფორტის შექმნა და სძულთ ცვლილებები. არიან მგრძნობიარეები და ემოციურები.
მამლის წელი (1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2017, 2029) - შრომისმოყვარეები არიან და შეუძლიათ ყველაზე სულელური იდეაც ისე წარმოაჩინონ, რომ ეს იდეა ყველას მოეწონოს. ისინი მარტივად იპყრობენ ადამიანების ყურადღებას და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ. ცხოვრებაში საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უწესებენ, რის გამოც უმეტესი მათგანი წარმატებული ადამიანია. ისინი შესანიშნავი პარტნიორები არიან და როგორც წესი, აქვთ მყარი და სამუდამო რომანტიკული ურთიერთობა.
ძაღლის წელი (1922, 1934, 1946, 1958, 1982, 1994, 2006, 2018, 2030) - ერთგულები და მეგობრულები არიან. გამოირჩევიან პოზიტიური აზროვნებით, რის გამოც ცხოვრება მათ ბევრ შესაძლებლობას აძლევთ. ძაღლის წელში დაბადებულ ადამიანებს ყველაზე რთულ სიტუაციაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ პოზიტიურად აზროვნების უნარი. უყვართ თავგადასავლები და ძალიან უყვართ ცხოვრება. არიან ძლიერები, დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები და მამაცები. ეს ადამიანები საზოგადოებაში ნდობით სარგებლობენ და ყოველთვის გულწრფელები არიან.
ღორის წელი (1923, 1935, 1947, 1971, 1983, 1995, 2007, 2019, 2031) - ღორის წელიწადში დაბადებული ადამიანები არიან კეთილები, გულწრფელები ტოლერანტულები და ინტელექტუალები. ისინი ყოველთვის გამოირჩევიან შემწყნარებლობით იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც შეცდომა დაუშვეს. ზოგჯერ ისინი ზარმაცები არიან და უბრალოდ, მშვიდად ყოფნა სურთ. გამოირჩევიან კონკურენტუნარიანობით. ღორის წელში დაბადებულ ადამიანებს უყვართ მატერიალური კეთილდღეობა და ამით სიამოვნების მიღება.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.gofit-stayfit.com">https://www.gofit-stayfit.com</a>