როგორ უნდა ატაროთ ჩექმა 2017-2018 წლების სეზონზე? - 10 ყველაზე ტრენდული ტენდენცია
- 08.10.2017
2017-2018 წლების შემოდგომა -ზამთრის სეზონზე, რა თქმა უნდა, შეიცვალა მოდის ტენდენციები და ცვლილება მაღალყელიან ფეხსაცმელსაც შეეხო.
როგორ უნდა ჩაიცვათ ჩექმა, როგორ სამოსს უნდა შეუსაბამოთ ის? - გადავხედოთ ყველაზე ტრენდულ ტენდენციებს:
1. კლასიკური სტილი - კლასიკურ სტილს დიზაინერები წელსაც არ უგულებელყოფენ, ეს არის ის, რაც მუდამ აქტუალურია. მოდაშია მუხლამდე ჩექმა, რომელიც ფეხზე მჭიდროდ მომდგარი არაა. ის შეგიძლიათ შეუსაბამოთ მოკლე კაბას და გრძელ, ან მუხლამდე მოსაცმელს.
2. წითელი და სექსუალური ჩექმა - ტრენდის მკითხველმა უკვე იცის, რომ წითელი ფერის ჩექმა წელს განსაკუთრებით მოდურია. მისი საშუალებით თქვენი ვიზუალი უფრო სექსუალური იქნება. დიზაინერები ამბობენ, რომ ამ ფეხსაცმლის შეხამება თითქმის ყველანაირ სამოსთან შეიძლება. მათ შორის, შეგიძლიათ შეუსამოთ მუქი ფერის ჯინსის შარვალს და ასევე იდეალური იქნება მოკლე კაბასთან.
3. ფეხსაცმელი შედარებით დაბალ ყელზე, წვრილი ქუსლითა და წვერით - მსგავსი ფეხსაცმელი გასულ წელსაც ეცვათ, თუმცა მაშინ ამ ფეხსაცმელმა ტრენდად ქცევა ვერ მოახერხა. წელს კი ის ნამდვილი ჰიტია. ქალი, რომელსაც ასეთი ფეხსაცმელი აცვია განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა. მსგავსი ფეხსაცმელი ყველაზე მეტად ფართო და ოდნავ მოკლე ჯინსის შარვალს უხდება.
4. თეთრი ჩექმა - თეთრი ფეხსაცმელიც სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. ის ცივ და წვიმიან ამინდთან კონტრასტს ქმნის, ამ კონტრასტის საშუალებით კი, თქვენი ვიზუალი გამორჩეული და თვალშისაცემია. განსაკუთრებით მომხიბვლელია თეთრი ფეხსაცმელი მუხლს ოდნავ ქვევით კაბაზე, ასევე შეგიძლიათ შეუსაბამოთ ღია ფერის ჯინსის შარვალს.
5. ჩექმა, რომლის ყელიც მუხლს ზემოთაა - ეს ფეხსაცმელი შარშანდელის მსგავსად, წელსაც აქტუალურია. დიზაინერები სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის ჩექმას გვთავაზობენ. ასეთი ფეხსაცმელი ულამაზესია გრძელ ჯემპრზე, ძალიან მოკლე კაბაზე, ასევე მუქი ფერის ჯინსის შარვალზე. ის სხვადასხვაგვარი სტილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
6. ვერცხლისფერი ფეხსაცმელი - მისი ჩაცმა შეგიძლიათ ღია ფერის ჯინსზე. ჯინსი აუცილებლად მოკლე უნდა იყოს, თუმცა შეგიძლიათ თავადაც აკეცოთ.
7. შინდისფერი პრიალა ფეხსაცმელი - როგორც ამბობენ, ასეთი ფეხსაცმელი განსაკუთრებით მომხიბვლელ იერს აძლევს ქალს. მისი შეხამება შეგიძლიათ ფერად სამოსთან.
8. უხეში, მამაკაცური ფეხსაცმელი - მისი ჩაცმა შეგიძლიათ ნაზ და ქალურ სამოსთან და ეს კომბინაცია თქვენ განსაკუთრებულად დახვეწილ იერს მოგცემთ.
9. ჩექმა ყვავილების პრინტით მხიარული შემოდგომისთვის - ის აუცილებლად ჭრელ სამოსს უნდა შესაბამოთ. იდეალურია მოკლე კაბასთან.
10. ჩექმა, რომლის ყელიც განსხვავებული ფაქტურისაა - მსგავსი ფეხსაცმელი უფრო ყოველდღიური სტილისთვის გამოგადგებათ. უმჯობესია, თუ შემოდგომის მზიან დღეს სწორედ ასეთ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ.
თემები: ტანსაცმელი, ტრენდი, რჩევები, ჩექმა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია