მშობლები

საკვირაო სკოლა “რებუსის” მათემატიკური ლოგიკის წრე

საკვირაო სკოლა “რებუსის” მათემატიკური ლოგიკის წრე

საკვირაო სკოლა “რებუსი” გათვლილია 5-12 წლამდე ბავშვებისთვის. ეს ის ასაკია, როდესაც მოზარდები ინფორმაციას ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად ითვისებენ. სკოლაში მიღებული ცოდნის გარდა, “რებუსი” პატარებს სთავაზობს დამატებით მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებას. საკვირაო სკოლაში, ბავშვებს შეუძლიათ ყოველ შაბათს დაესწრონ “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების”, “სამყაროს შემეცნების”, “მსოფლიო ლიტერატურის” და ახლა უკვე “მათემატიკური ლოგიკის” წრეებს, რომელიც კვირა დღეს ჩატარდება. სკოლის დამაარსებლები ნატალია ლუჩანინოვა და ანა გაბუნია თავად მოგვიყვებიან საკვირაო სკოლის სპეციფიკისა და “მათემატიკური ლოგიკის” ახალი წრის შესახებ.

საკვირაო სკოლა “რებუსის” მათემატიკური ლოგიკის წრე

1. როგორია საკვირაო სკოლა „რებუსის“ სწავლების სპეციფიკა ?

"რებუსის" შაბათის სკოლა, რომელიც სამ საგანს მოიცავს (მსოფლიო ლიტერატურა, სამყაროს შემეცნება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) ბავშვების ზოგადი განათლების ასამაღლებლად შეიქმნა. მრავალი უნარ-ჩვევების, წვრილი მოტორიკის, შემოქმედებითობის, დროის მართვის, კონცენტრაციისა და მოსმენის კულტურის განვითარებასთან ერთად, პატარები წიგნის სიყვარულსაც სწავლობენ.

თითოეული საგნის ხანგრძლივობა ერთი საათია და ბავშვებზეა დამოკიდებული ამ დროის სწორად გადანაწილება დასახული მიზნის მისაღწევად - იქნება ეს ლაბორატორიაში ცდის ჩატარება, ხელოვნების კაბინეტში ნახატის დახატვა, ფიგურის გამოძერწვა, მოზაიკის შექმნა თუ აპლიკაციის გაკეთება. ასევე, მსოფლიო ლიტერატურის გაკვეთილზე, წაკითხულის გააზრება, დისკუსია სიუჟეტისა და პერსონაჟების შესახებ და საკუთარი აზრის გამოხატვა.

საკვირაო სკოლა “რებუსის” მათემატიკური ლოგიკის წრე

პროგრამა ბავშვების ინტერესებზეა მორგებული. მასწავლებელი აწვდის მრავალფეროვან მასალას და უკვე შემდეგ, ბავშვები თავად ირჩევენ თუ რას შექმნიან და რა ფერებს თუ მასალას გამოიყენებენ საკუთარი ნამუშევრების გასაფორმებლად. ხატავენ ხის ფიცრებზე, ბევრს ძერწვა ანიჭებს დიდ სიამოვნებას, ზოგი ნაჭრებსაც ხელმარჯვედ იყენებს, ბევრს საქსოვი ძაფებით მუშაობა უადვილდება, ფერადი ქაღალდები უპირობო კონკურენტია… აღსანიშნავია, რომ ამ დროს ლიდერის თვისებების მქონე ბავშვების ხასიათი ვლინდება, რადგან მათ არჩევანს ბევრი იწონებს და შემდეგ ბევრი ცდილობს მის გამეორებას. ხელოვნების გაკვეთილზე მიღებული თითოეული შედეგით ბავშვების ხასიათის და მათი შინაგანი სამყაროს წაკითხვა საკმაოდ მარტივია.

ის, რასაც ბავშები კვირაში ერთხელ, "რებუსში" მოსვლით იღებენ, შეიძლება შეუფასებელიც კი იყოს. თანატოლებთან ურთიერთობა მათზე მორგებულ გარემოში, გასაგებ ენაზე მიღებული პასუხები უამრავ კითხვებზე, და თანაც, ცდებით და ექპერიმენტებით განმტკიცებული, მათთვის ამოუცნობ თემებზე ღიად საუბარი, ზღაპრების ქვეყანაში მოგზაურობა, არტ თერაპია და თამაში. ეს ნამდვილი ერთდღიანი თავგადასავალია.

საკვირაო სკოლა “რებუსის” მათემატიკური ლოგიკის წრე

2. რატომ გადაწყვიტეთ “მათემატიკური ლოგიკის” დამატება და რა უნარ-ჩვევებს შეიძენს ბავშვი ამ წრეზე?

"რებუსის" დაარსების დღიდან გამუდმებით ვზრუნავთ პროგრამის განვითარებაზე. ვითვალისწინებთ როგორც ჩვენი გუნდის წევრების აზრს და რჩევენს, ასევე ბავშვების და მათი მშობლების. ბევრჯერ გამოუთქვამთ მშობლებს ახალი საგნების დამატების სურვილი და ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდნენ ლოგიკური აზროვნების გასავითარებელი საგნების მიმართ. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა მათემატიკური ლოგიკის წრის გახსნა. ვერ გეტყვით იმას, რომ მსგავსი წრე სხვა სტუდიებში არ მოიძებნება. "რებუსის" უპირატესობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი პროგრამა, გამოცდილი და კვალიფიცირებული პედაგოგი და სკოლის მდებარეობაა. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი – 80 ლარი თვეში.

ჩვენს ახალ საგანს მათემატიკოსი ქეთევან კიკვაძე გაუძღვება. 31 წლიანი პედაგოგობის სტაჟი, კომაროვის შაბათის სკოლის გამოცდილება, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლებში მუშაობის პრაქტიკა და მრავალ პროექტში ჩართულობა, ყველანაირ უფლებას გვაძლევს ქეთევანს იდეალური მასწავლებელი ვუწოდოთ. პროგრამა მის მიერ იქნა შემუშავებული და თითოეული ამოცანა ბავშვებში მრავალ უნარს ანვითარებს.

ბავშვები სწრაფად იზრდებიან და შესაბამისად, მალე უწევთ რეალურ ცხოვრებისეულ მარტივ თუ რთულ წინააღმდეგობებთან შეჯახება. ისინი გაცილებით სწრაფად და უმტკივნეულოდ შეძლებენ მათ დაძლევას, თუ კრიტიკული, ლოგიკური და კრეატიული აზროვნების უნარი ექნებათ განვითარებული.

ლოგიკური აზროვნება იმაზე მეტია, ვიდრე ფორმულების ცოდნა და მათი გამოყენება. ჩვენი პროგრამა XXI საუკუნის ყველაზე საჭირო უნარების განსავითარებლად შეიქმნა. სახალისო ამოცანების ამოხსნა, მოზარდებს სასკოლო საგნების მალე ათვისებაშიც დაეხმარება და სწავლის პროცესაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.

საკვირაო სკოლა “რებუსის” მათემატიკური ლოგიკის წრე

3. როგორია ბავშვებისა და მშობლების დამოკიდებულება „რებუსის“ მიმართ?

ჩვენი სკოლისთვის ეს სასწავლო წელი უკვე მესამეა, თუმცა ჩვენი პედაგოგები 20 წელზე მეტ სტაჟს ითვლიან. ბავშებთან ურთიერთობა და მათში ინტერესის აღძვრა ჩვენი მასწავლებლებისთვის მარტივ ამოცანას წარმოადგენს. ისინი ძალიან მალე ახერხებენ ახალ ბავშებთან დამეგობრებას და პროგრამის მათზე მორგებას.

ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი ბავშვი გახდა "რებუსელი" და თითქმის ყველას სახლში გვეგულება კუთხე, სადაც "რებუსში" გაკეთებული ნამუშევრები აგრძელებენ ცხოვრებას. ბევრ კეთილ სურვილს და კარგ შეფასებას ვიღებთ ხოლმე მშობლებისგან და ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. ხშირად გვეუბნებიან, თუ როგორ მოუთმენლად ელიან პატარები შაბათი დღის დადგომას, რომ მალე მოვიდნენ "რებუსში".

გვყოლია რთული ხასიათის ბავშვებიც, რომლებსაც ქცევასთან ერთად, ბევრი სხვა პრობლემაც ჰქონდათ, თუმცა ჩვენი გუნდის წევრებმა მოახერხეს მათი დაინტერესება, საერთო ენის გამონახვა და სასწავლო პროგრამაში სრული ჩართვა. 

საკვირაო სკოლა “რებუსის” მათემატიკური ლოგიკის წრე