1. „თქვენი ასაკისთვის მშვენივრად გამოიყურებით“

მიზეზი: მნიშვნელობა არა აქვს ეს ფრაზა ქალის მისამართით არის ნათქვამი თუ კაცის, ის ორივე შემთხვევაში საწყენია. ასე მოლაპარაკე ღიად აცხადებს თავის წინასწარშექმნილი აზრის შესახებ, რომ ასეთ ასაკში ყველა უნდა ცუდად უნდა გამოიყურებოდეს.

სწორია: უარი თქვით ფორმულირებაზე „თქვენი ასაკისთვის“ და უბრალოდ გაუკეთეთ კომპლიმენტი: „მშვენივრად გამოიყურებით“.

2. „მიუხედავად პატივისცემისა...“

მიზეზი: ხშირად ამ სიტყვებს მაშინ ამბობენ, როცა უნდათ რომ ადამიანს არ აწყენინონ, რადგან ამას შეიძლება უსიამოვნო რეპლიკა მოყვეს.

სწორია: თუ ნამდვილად გინდათ მიუთითოთ ადამიანს შეცდომაზე და არ აწყენინოთ, ფრაზა შეიძლება დატოვოთ. მაგრამ ამის შემდეგ საჭიროა რბილად გააცნოთ თქვენი აზრი, და არა პირდაპირ აჯახოთ.

3. „მე ხომ გეუბნებოდი“

მიზეზი: ეს ფრაზა ღიად მეტყველებს თქვენს უგულებელყოფასა და უპირატესობაზე ადამიანზე, რომელიც შეცდა.

სწორია: თუ თქვენ გააფრთხილეთ ადამიანი, მაგრამ ის მაინც თავისებურად მოიქცა და შეცდა, რად გინდათ ამის შეხსენება? ეცადეთ შემდგომში უფრო ზუსტად გააგებინოთ თქვენი აზრი.

4. „დაღლილი გამოიყურები“

მიზეზი: ამ ფრაზით თქვენ მიუთითებთ ადამიანს, რომ მისი პრობლემები ყველასთვის აშკარაა. ამ დროს თქვენ არ იცით რა სიტუაციაში აღმოჩნდა. ამიტომ მსგავსი სიტყვები ხშირ შემთხვევებში უბრალოდ უადგილოა.

სწორია: აგრძნობინეთ ადამიანს, რომ ღელავთ მის გამო. ამ შემთხვევას მოუხდება ფრაზა: „ყველაფერი კარგად გაქვს?“

5. „რად გინდა გახდომა? ისედაც კარგად გამოიყურები“

მიზეზი: ადამიანი, რომელიც იცავს დიეტას, კარგად აცნობიერებს, რომ მას წონასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. თუ თქვენ ამას ვერ ხედავთ, ჯობია არ უთხრათ ეს ფრაზა. ხომ შეიძლება ადამიანმა დაიწყო გახდომა არა ზედმეტი წონის, არამედ ჯანმრთელობის პრობლემის გამო.

სწორია: უბრალოდ თავი შეიკავეთ შემდგომი გამოკითხვებისგან ან გაამხნევეთ ადამიანი სიტყვებით: „შენ ისეთი ყოჩაღი ხარ!“

6. „აი, მე რომ შენი ასაკის ვიყავი“

მიზეზი: ეს ფრაზა ეჭვს ბადებს, რომ თქვენ მოსაუბრეს ზედმეტად ახალგაზრდად და სულელად თვლით. თანაც დრო მალე გარბის და ის, რაც თქვენთვის ნორმა იყო, შეიძლება უკვე დიდიხანია შეიცვალა.

სწორია: შეეგუეთ. თაობების პრობლემა ყველა დროში აქტუალურია. აჯობებს გამოიჩინოთ ინტერესი და ჰკითხოთ, რატომ მოიქცა ადამიანი ასე. იქნებ, ასაკში განსხვავების მიუხედავად, თქვენ გაგიჩნდეთ სურვილი შეუერთდეთ მას.

7. „ამ უბრალო რაღაცის გეშინია? რა სისულელეა!“

მიზეზი: ყველა ადამიანს რაღაცის ეშინია. მაშინაც კი, თუ ფობია სისულელედ მიგაჩნიათ, არ უნდა შეიცხადოთ ისეთი ფორმით, თითქოს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას ახდენთ. ადამიანი ხომ არ ირჩევს, რისი უნდა ეშინოდეს.

სწორია: პატივისცემით მოეკიდეთ მოსაუბრის სიტყვებს შიშის შესახებ: „მე მესმის შენი. მოდი, არ გავაკეთოთ ეს/ არ ვილაპარაკოთ ამის შესახებ“.

8. „ეს როგორ მოხდა, რომ ჯერ კიდევ არ ხარ გათხოვილი?“

მიზეზი: ამ სიტყვებით თქვენ შეიძლება ადამიანს აწყენინოთ. შესაძლებელია, თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვინც გადაკვრით ეუბნება ქალს, რომ უკვე დროა გათხოვდეს. ამის მიზეზი შეიძლება უამრავი რამ იყოს.

სწორია: მშვიდად ესაუბრეთ. ქორწინება ხომ - თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. ფრაზა „მე პატივს ვცემ შენს არჩევანს“ სრულიად მოუხდება ამ სიტუაციას.