ამ სეზონზე ჯინსები საბოლოოდ გადაინაცვლებს ქალების გარდერობში, მაგრამ ჩვეული „ბოიფრენდების“ ნაცვლად, მოდაში განიერი ჯინსი შემოდის.
მოდის მიმდევრებს მისი ტარება მათ ფეხსაცმელტან, ბოტასებთან, განიერ ჯემპრ-ჰუდისთან და როლინგებთან შეუძლიათ. მოდით გავერკვიოთ, როგორ.
სწორი შემოკლებული ჯინსები დაბალი წელით, როგორიცაა Balenciaga, საშუალო სიგრძის ბოტილიონებს ან თუნდაც ბოტფორტებს-წინდებს უხდება - ისინი შესანიშნავად „დაიმალებიან“ განიერი შარვლის ქვეშ.
ბლუზებისა და სვიტრების არჩევანი თქვენზეა: გინდათ, ატარეთ ისინი ვიწრო სვიტრებთან, გინდათ - თავისუფალ სვითშოტებთან.
გრძელი ჯინსები განიერი გადანაკეცით, Mira Mikati-სა და მისი ანალოგების მსგავსად, უნდა ატაროთ თეთრი, ბეჟი ფერის ან ვერცხლისფერ ბოტასებთან. სტილს შემატეთ მოტკეცილი ტრიკოტაჟის როლინგი ან ვიწრო ჯემპრი მრგვალი გულით.
იდეალური წყვილი შემოკლებული და ოდნავ დაპლესილი კიულოტებისთვის - ოქსფორდები ან მამაკაცის სილუეტის ბროგები. თბილ დღეებში ატარეთ ისინი უჩინარ წინდებთან, თითქოს შიშველ ფეხზე გაცვიათ, სიცივეში კი - მაღალყელიან ფერად გეტრებთან, რომლებიც, სხვათა შორის, უნდა კონტრასტს უნდა ქმნიდეს ჯინსებთან და ფეხსაცმელთან.
შემოკლებული ჯინსები მაღალი წელით - ატარეთ განიერ ბლუზებთან, „წაჭრილ“ სვითშოტებთან და მოკლე ჰუდისთან. ფეხზე - ბათინკები, დაბალყელიანი ბოტასები ან სუპერმოტკეცილი ბოტილიონები.
თემები: ფეხსაცმელი, მოდა, ჯინსი, რჩევები
<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>