ჰოროსკოპი

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. სასწორი - თქვენ აფროდიტე ხართ, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი. გარშემომყოფებს ხიბლავთ და თქვენი სილამაზით ატყვევებთ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ხშირად პარტნიორს არასწორად ირჩევთ, ვერ აფასებთ საკუთარ ბრწყინვალებას.

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2. თხის რქა - თქვენ აპოლო ხართ, მზისა და მუსიკის ღმერთი. გამოირჩევით სხვადასხვა უნარებით, კარგად გამოგდით ხელოსნობა. პატივს სცემთ ადამიანებს, რომლებიც რეალურად ყველაფერს აკეთებენ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. არასოდეს გიქრებათ ბრძოლის და მიზნის მიღწევისკენ სწრაფვის ჟინი. ბევრ ადამიანს სურს, რომ თქვენ გგავდეთ.

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

3. კურო - თქვენ ოჯახის, კერიის ქალღმერთი ჰესტია ხართ. კარგად გამოგდით ადამიანებთან მეგობრობა. ყოველთვის გახსოვთ ახლობლების დაბადების დღეები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი, თუ უმნიშვნელო თარიღები. ცდილობთ იცოდეთ მეგობრის ინტერესები და ყველაფერი გააკეთოთ მის დასახმარებლად. კონფლიქტი თქვენი საქმე არ არის, ხართ ის ადამიანი, რომელსაც სამყაროს გაუმჯობესება სურს, ადამიანები თქვენში ამას ხედავენ და ამიტომ პატივს გცემენ.

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

4. ტყუპები - თქვენ სიყვარულის ღმერთი ეროსი ხართ. მეგობრობთ წიგნებთან და ყველანაირ სილამაზესთან. თქვენ ქაოსში დაიბადეთ და იცით როგორ აქციოთ ქაოსი ჰარმონიად. თქვენი სილამაზე ადამიანებს აჰიპნოზებს და მათ სურთ თქვენთან ახლობლობა. პარტნიორის გარეშე ერთი წამითაც ვერ ძლებთ, არ შეგიძლიათ სიყვარულის გარეშე ცხოვრება. სწორედ სიყვარულია ის, რაც ცხოვრების სტიმულს გაძლევთ.

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

5. ქალწული - თქვენ ვაჭრობისა და მოგზაურთა მფარველი ღმერთი ჰერმესი ხართ. გამოირჩევით მუდამ სხვადასხვაგვარი ცოდნის მიღების სურვილით. განათლების მიღებას არასოდეს წყვეტთ. ხართ მოხერხებული და გაქვთ უნარი მარტივად გამოხვიდეთ რთული სიტუაციებიდან.

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

6. ლომი - თქვენ ყველაზე ძლიერი ღმერთი, ღმერთების ღმერთი - ზევსი ხართ. გიყვართ ყველაფერზე კონტროლის დაწესება, საკუთარ თავს ყოველთვის პირველ ადგილას აყენებთ. ადამიანები პატივს გცემენ და გენდობიან. ბედნიერია ყველა თქვენი ახლობელი და ის ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდითაა, ვინაიდან როცა მწვერვალზე ადიხართ, ისინიც თქვენთან ერთად არიან - თქვენ გარშემომყოფებს წარმატებულ ადამიანებად აქცევთ.

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

7. ვერძი - თქვენ ბერძული მითოლოგიიდან ომის ღმერთი, არესი ხართ. განეკუთვნებით ადამიანთა ისეთ კატეგორიას, რომლებსაც აქვთ უნარი ყველა მომენტი ბედნიერებად აქციონ. თუ საჭირო გახდა მთებს გადადგამთ, წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებთ. არ გყავთ ბევრი მეგობარი, მაგრამ ვინც გყავთ ნამდვილად საუკეთესოა. ხართ მზრუნველი და სამართლიანი.

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

8. კირჩხიბი - თქვენ ნადირობის ქალღმერთი არტემისი ხართ. უმშვენიერესი ხართ, მაგრამ ეს თქვენთვის მნიშნელოვანი არ არის. ცხოვრება, ბუნება და თავგადასავლები გაინტერესებთ. როცა საქმე სიყვარულს ეხება, ერთგულებით გამოირჩევით, თუმცა თუ ადამიანი ტყუილსა და ღალატში გამოიჭირეთ შეუბრალებლად სასტიკი ხდებით.

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

9. მშვილდოსანი - თქვენ მეღვინეობისა და ხელოვნების ღმერთი დიონისე ხართ. თქვენ საკუთარ ისტორიას თავად წერთ. მზად ხართ საკუთარი თავი შესწიროთ იმას, რომ სამყარო უფრო მხიარული და ბედნიერი გახადოთ. ძალიან გიყვართ ახლობელი ადამიანები. ყოველთვის ტოვებთ კვალს - თქვენი დავიწყება არავის შეუძლია. გიყვართ გართობა და მხიარულება. ხმაურიანი წვეულებები თქვენი მოგონილია.

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

10. მერწყული - ზღვის ღმერთი პოსეიდონი ხართ. გამოირჩევით ძლიერი და ჯიუტი ხასიათით. ზოგჯერ გჭირდებათ საკუთარი სივრცე,საკუთარი დრო, რომელსაც მარტო გაატარებთ. ამავდროულად გჭირდება მეგობარი, რომელიც თქვენი სულის მოკავშირე იქნება, ვინმე ისეთი, რომელიც უსიტყვოდ გაგიგებთ და მხარს დაგიჭერთ ყველა წამოწყებაში. ხანდახან იმპულსური ხართ და ზღასავით მღელვარე, მაგრამ საოცრად კეთილი გული გაქვთ.

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

11. მორიელი - თქვენ ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება დემეტრა ხართ. გამოირჩევით ამბიციური და ძლიერი ხასიათით. გსურთ მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც თავად გინდათ. არ ითვალისწინებთ სხვის აზრს და თვლით, რომ ყოველთვის თქვენ ხართ მართალი.

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

12. თევზები - ქვესკნელის მბრძანებელი ჰადესი ხართ. თქვენი ფარული ძალაა შეუმჩნევლობა, რაც შეიძლება ასე გავიგოთ - ადამიანებმა არასოდეს იციან რეალურად რა ხდება თქვენს უდავოდ შემოქმედებით გონებაში და რას უნდა ელოდონ თქვენგან. ადამიანთა ნაწილი, შესაძლოა, „მომხიბვლელ ეშმაკსაც“ გიწოდებთ. სურვილი გაქვთ, რომ თქვენს სამყაროში იცხოვროთ, თქვენი წესების მიხედვით და გჭირდებათ დრო მარტო ყოფნისთვის. გამოირჩევით მომხიბვლელობით და შემოქმედებითი უნარებით.

ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხარ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით



<a href="http://theearthtribe.net">http://theearthtribe.net</a>