ჯანმრთელობა

როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან?

როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან?

სიცივის მოახლოებასთან ერთად გრიპის და ვირუსული დაავადებების საშიშროებაც მოახლოვდა. სეზონური გრიპი გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. ამჟამად, საქართველოს ყველა რეგიონში ძირითადად A/H1p-ია გავრცელებული. დაავადებულთა უმრავლესობას გრიპი ადვილად გადააქვს, თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ცხელება >38 0C, ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში, იშვიათად დიარეა და/ან ღებინება.

გრიპი გადამდები რესპირატორული დაავადებაა, ის ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით, სწრაფად ვრცელდება და ზოგჯერ ეპიდემიის ან პანდემიის სახეს იღებს. დაავადება განსაკუთრებით ვრცელდება: ბავშვებში, ხანშიშესულებში, ორსულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებში.

როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან?

საქართველოში გრიპის სეზონური მატება იწყება ოქტომბერსა და ნოემბერში, პიკს აღწევს იანვრის მეორე ნახევარში და თებერვლის დასაწყისში. შესაძლებელია გრიპისაგან თავდაცვა ან მისგან განკურნება ანტივირუსული პრეპარატებით. საუკეთესო საშუალებაა სეზონური ვაქცინაცია - გრიპისაგან თავის დასაცავად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩატარდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე. ვაქცინაციისათვის საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი.

გრიპის ვაქცინა ადამიანს იცავს მხოლოდ გრიპის ვირუსის იმ სამი აგრესიული ტიპისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი), რომლებიც ყველაზე ხშირად რთულდება ბრონქიტით, პნევმონიით, ოტიტით, სინუსიტით და სხვ. შესაბამისად, ვაქცინები არის 3 კომპონენტიანი. ვაქცინაში შემავალი კომპონენტი იცვლება გრიპის გენოტიპის ყოველწლიური ცვლილების მიხედვით.

  • სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს.

  • ვაქცინაციისათვის განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია:

  • ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე;

  • ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზემოთ;

  • ქრონიკულად მოავადენი (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები);

  • ნერვული სისტემის დარღვევათა მქონე პირები (ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, ინსულტი, კუნთოვანი დისტროფია და ა.შ.);

  • ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ანემია, იმუნოდეფიციტი ( შიდსი, კიბო), ჭარბი წონა.

  • საქართველოში შემოდის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები: „ვაქსიგრიპი“ (საფრანგეთი) და „ინფლუვაკი“ (დანია). 

როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან?

ვაქცინას გააჩნია მყარი იმუნიტეტი 6 თვე. გრიპის გადატანის ან ვაქცინაციის შემდგომ ყალიბდება დროებითი იმუნიტეტი, რომლის საშუალო ხანგრძლივობა 1 წელია და მერყეობს ადამიანის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვაქცინაში გამოყენებული ანტიგენების შესაბამისად. ამდენად, გრიპის ვირუსისაგან თავის დასაცავად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია წინა წელს დაავადების გადატანისა, თუ ვაქცინაციის ჩატარების სტატუსის მიუხედავად.

გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროდუქტია უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით.

სამედიცინო ჰოლდინგი მედისონი სამი ფილიალისგან შედგება: ვაჟა ფშაველას 83/11, გობრონიძის ქ. 27 და კალოუბნის ქ 12 მდებარე სამედიცინო ცენტრები მომხმარებლებს მაღალტექნოლოგიურ ამბულატორიულ, ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ მომსახურებებებს სთავაზობს. ჰოლდინგის მფლობელობაშია ასავე სტომატოლოგიური კლინიკა “მედისონ დენტი” და რამდენიმე შვილობილი კომპანია, მათ შორის, ,,პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი”, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით ერთადერთია, სადაც უნიკალური DNM სკანერის საშუალებით შესაძლებელია მოსალოდნელი დაავადებების პროგნოზირება და პრევენცია.

სამედიცინო ჰოლდინგი მედისონის სამივე პოლიკლინიკაში ტარდება გრიპის ვაქცინაცია. მედისონი ზრუნავს თავის პაციენტებზე და შესაბამისად, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს მედისონში დარეგისტრირებულ მომხხმარებელს. კერძოდ, მედისონის მომხმარებლებისათვის ვაქცინაციის ღირებულება შეადგენს 25 ლარს, ხოლო, სხვა პაციენტებისათვის - 28 ლარს.

ჩაიტარე გრიპის ვაქცინაცია და იყავი დაცული ვირუსისაგან!

როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან?