LIFE

ფოტოგამოფენა გოგონების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

ფოტოგამოფენა გოგონების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

დღეს, 11 ოქტომბერს მთელი მსოფლიო გოგონების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დინა ოგანოვას ძალიან საინტერესო ფოტოგამოფენა — „გოგონები მომავლიდან“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორი გაეროს მოსახლეობის ფონდი UNFPA იყო.

ახალგაზრდა დოკუმენტალისტ ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 10-იდან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს, ამბის თხრობის მისი ხერხი ფოტოების და ტექსტების კომბინაციას მოიცავს. პროექტის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს იმ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის შესახებ, რომელიც გოგონების უფლებებს და მათი პოტენციალის სრულ რეალიზებას ეხება: ქალებისთვის თანაბარი პირობების და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, ისევე, როგორც განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

TREND-ის რედაქცია მხარს უჭერს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ და შვედეთის მთავრობის წამოწყებას და კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ თითოეულ გოგონას უნდა ჰქონდეს საშუალება, განათლება დაასრულოს და საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს!

შეიტყვე პროექტის შესახებ მეტი და ეწვიე გამოფენას 15 ოქტომბრის ჩათვლით გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში. მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას # 8

ფოტოგამოფენა გოგონების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

მინდა, რომ სახლი მქონდეს, საკუთარი სახლი... ახლა ქირით ვცხოვრობთ.

თავისუფალ დროს ვხატავ ხოლმე.

რას ხატავ?

გაზაფხულს.

გაზაფხული გიყვარს ყველაზე მეტად?

კი...

რატომ?

იმიტომ, რომ გაზაფხულზე ჩემი დაბადების დღეა.

ფოტოგამოფენა გოგონების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

მინდა, ინჟინერი გამოვიდე, ფილოსოფოსობაზეც ვფიქრობ, თუმცა უპირატესობას მაინც ტექნიკურ საგნებს ვანიჭებ. სამომავლოდ ალბათ რომელიმე დიდ პროექტზე ვიმუშავებ, რომელსაც შეიძლება არც ეწეროს განხორციელება. ინჟინერიაში, რობოტიკაში დღეს ბევრი გამოწვევაა. ხელოვნური ინტელექტი, მარსის კოლონიზაცია... ალბათ რაღაც ასეთზე დავსაქმდები.

16 წლის ასაკში მომავალი უნდა იყოს ამაღელვებელი. ვიღაცას შეიძლება სიცოცხლეების გადარჩენა უნდა და სამედიცინოზე სწავლას და ექიმობას აპირებს, ვიღაცას სამშობლოს დაცვა უნდა და წავა აკადემიაში... ადრეული ქორწინება ხურავს ყველა კარს და გისპობს უამრავ შესაძლებლობას.

ფოტოგამოფენა გოგონების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

ბევრ რამეზე ვოცნებობ. 10 წელიწადში უკვე უნივერსიტეტში ვისწავლი, ჟურნალისტობაზე და ქიმიკოსობა მინდა. და კიდევ რა ვიცი, ალბათ ბევრი მეგობარი მეყოლება.

ფოტოგამოფენა გოგონების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

ჯერ მინდოდა, კულინარი გამოვსულიყავი, ახლა დიზაინერობა მინდა, სახლების და კაბების.

კიდევ ამერიკაში მოგზაურობა მინდა, არასოდეს არ ვყოფილვარ იქ და ძალიან საინტერესო ადგილია, ნიუ იორკი მინდა ვნახო, ყველაზე საინტერესოა, ჩემი აზრით...

ფოტოგამოფენა გოგონების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

ვოცნებობ, რომ ჩემი სახელი რაღაცას ნიშნავდეს.

დიდად არ მინდა, მომავალი წარმოვიდგინო, უფრო საინტერესოა, რაც არ წარმოგიდგენია, ის რომ მოხდება.

10 წლის შემდეგ ალბათ ვიქნები ბევრად უფრო პროფესიონალი მსახიობი, ვიდრე ეხლა ვარ. ალბათ არ ვიქნები საქართველოში. წავალ, ვისწავლი, და მერე ჩამოვალ და აქ კინოს სახლის მსგავს რაიმეს გავხსნი, სადაც ბავშვებს ვასწავლი. საზღვარგარეთ მიღებული განათლებით საქართველოს განვავითარებ.