ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი, კინომსახიობი ლიკა ქავჟარაძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიკა 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. მსახიობს არაერთი კინოროლი აქვს შესრულებული, თუმცა მისი მთავარი როლი თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებული მარიტაა.

მარიტას როლი იმდენად ორგანული იყო მსახიობისთვის, რომ ბევრისთვიც ცალკე ლიკა აღარ არსებობდა - ის ცნობიერებაში დარჩა, როგორც მარიტა. „ბროწეულის ყვავილივით სახეალაკრული“ - სწორედ ასეთი დაამახსოვრდება ის ქართველ მაყურებელს.

ლიკა ქავჟარაძე პირველად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ 1972 წელს მიიწვიეს.

იხილეთ მისი ფილმოგრაფია:

17. მხოლოდ ერთხელ (1994 წელი)

16. ჩაკლული სული (ნატო წერეთელი) (1994 წელი)

15. ოქროს ობობა (ელა) (1992 წელი)

14. სპირალი (ლია რამიშვილი) (1990 წელი)

13. ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად) (ლალი) (1988 წელი)

12. ჭიდაობას რა უნდა (გიული) (1986 წელი)

11. ოჯახი (1985)

10. დიმიტრი II (დედოფალი ნანა) (1982 წელი)

9. მუდმივი მეგობარი (შეხვედრამდე მეგობარო...) (1980 წელი)

8. დიუმა კავკასიაში (რუს. 1979 წელი)

7. სათადარიგო ბორბალი (1978 წელი)

6. პეპელა (გოგონა) (1977 წელი)

5. ნატვრის ხე (მარიტა) (1976 წელი)

4. კავკასიური რომანსი (მარჯანი) (1975 წელი)

3. სიყვარული, ივერია და... (1975 წელი)

2. მშვენიერი კოსტიუმი (ელისო) (1973 წელი)

1. შადრევანი (1972 წელი)