რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქალებს თვლიან მამაკაცები ყველაზე მომხიბვლელებად? - 3 ულამაზესი ნიშანი
- 12.10.2017
ქალებს აქვთ ის თვისებები, შარმი და მომხიბვლელობა, რაც მამაკაცებს იზიდავთ. ქალის სილამაზე მამაკაცის სისუსტეა და ლამაზ ქალს აქვს ძალა, რომ მამაკაცს გააკეთებინოს ყველაფერი, რაც სურს. რა თქმა უნდა, ყველა ქალი ლამაზია და ყველას თავისი მომხიბვლელობა აქვს, მაგრამ ზოგიერთი ღვთაებრივი სილამაზით გამოირჩევა. ასტროლოგები ამბობენ, რომ ქალის სილამაზე მის ზოდიაქოს ნიშანს უკავშირდება.
არსებობს სამი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი და ამ ნიშნით დაბადებული ქალები მამაკაცებს განსაკუთრებით მომხიბვლელებად მიაჩნიათ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს ქალღმერთებსა და ანგელოზებს ადარებენ.
ეს ზოდიაქოს ნიშანებია- ტყუპები, მორიელი და კურო.
ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს ანგელოზებს ადარებენ. ინდურ მითოლოგიაში არიან ქალღმერთები მენაკა და რამბა, რომლებმაც თავიანთი სილამაზით სისასტიკე დაამარცხეს. ტყუპ ქალებსაც მსგავსი შარმი და მომხიბვლელობა აქვთ და თავიანთი სილამაზით ნებისმიერის მოხიბვლა შეუძლიათ.
რაც უფრო ასაკში შედიან, მით უფრო ლამაზები ხდებიან. მათ სილამაზეს დრო ვერაფერს აკლებს. მათ უყვართ გამოწვევების მიღება. არ უშინდებიან თავგადასავლებს. სილამაზესთან ერთად, აქვთ სასიამოვნო ხასიათიც.
კურო - ასტოლოგები ამბობენ, რომ კუროს სილამაზეს ყველას გაოცება შეუძლიათ. ეს ქალები დომინანტები არიან და ცხოვრების სადავეები უჭირავთ, უყვართ ფუფუნება და მდიდრული ცხოვრება. ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი ძვირადღირებული სურვილების დასაკმაყოფილებლად.
მამაკაცებს ხიბლავთ მათი სილამაზე, მოსწონთმისწრაფება ფუფუნებისადმი, თუმცა თუ ასეთი ქალის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებთ, ის თავის გვერდით დიდხანს არ გაგაჩერებთ.
მორიელი - ასტროლოგიაში ამ ქალებს ვამპირებს ადარებენ. დასავლურ კულტურაში ვამპირი ქალი ყველაზე მომხიბვლელად ითვლება. ვამპირები გარდა იმისა, რომ ადამიანის სისხლის სიყვარულით არიან ცნობილები, მათ ღირსებაც აქვთ და ეს გამორჩეული სილამაზეა.
მორიელები არიან ულამაზესები, ძალიან ქალურები და საოცრად სექსუალურები. ამ ყველაფრის წყალობით, ისინი მამაკაცებში პოპულარობით სარგებლობენ. ნებისმიერ მამაკაცს, რომელმაც ერთხელ მაინც შემოგხედათ, თქვენი გულის დაპყრობა სურს. მაგრამ ეს არც ისე მარტივი საქმეა. მორიელები ძალიან დიდი ყურადღებით ირჩევენ პარტნიორს. მათ მოსწონთ ძლიერი ხასიათის მამაკაცები.
თემები: სასიყვარულო ურთიერთობა, ლამაზი ქალები, ქალები, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://theearthtribe.net">http://theearthtribe.net</a>