LIFE

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება

თანამედროვე ძლიერი და დაბალანსებული ქალის მოხიბვლა არც ისე მარტივია. რა უნდა იცოდეს მამაკაცმა ასეთ ქალთან ურთიერთობის დროს და რას ითხოვს ასეთი ქალი მამაკაცისგან:

11. დინამიური ცხოვრების სტილი - თანამედროვე, ძლიერი ქალი მუდმივად მოძრაობს, მას არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება და მოსწონს დინამიური ცხოვრების სტილი. მნიშვნელოვანია, რომ თქვენც იგივე სისწრაფით ცხოვრება შეძლოთ და აყვეთ მის რიტმს. მის უკან კი არ მიდიოდეთ, არამედ მის გვერდით. თუ მისი ცხოვრების რიტმს აჰყვებით, ყველაფერი კარგად იქნება. 

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება

10. დამოუკიდებლობა - თანამედროვე ქალი, ეძებს ისეთ მამაკაცს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია - როგორც ფინანსურად, ასევე ფსიქოლოგიურად, რომელსაც აქვს ჯანსაღი მიდგომები სხვადასხვა საკითხების მიმართ და საკუთარი, დამოუკიდებელი აზრი, ჰობი, ჰყავს მეგობრები. 

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება

9. პოზიტივი - ძლიერი ქალის კრედო წარმატებაა და მან იცის, რომ საკითხისადმი სწორი დამოკიდებულება წარმატების მომტანია. ის ცდილობს, გარშემომყოფები პოზიტივით აავსოს და სხვებისგანაც ამავეს ითხოვს. ასე რომ, დატოვეთ ყოველგვარი უარყოფითი კარს მიღმა, იყავით პოზიტიურები და დატკბით ცხოვრებით.

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება

8. თავისუფლება - თანამედროვე ქალისთვის თავისუფლება ყველაფერია და ის იხიბლება მამაკაცით, რომელიც პატივს სცემს თავისუფლებას. მას არ შეუძლია რაიმე სახის შეზღუდვა აიტანოს და არავის მისცემს ამის საშუალებას. 

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება

7. კონსტრუქციული კრიტიკა - როცა თანამედროვე ქალი შეცდომას უშვებს, ის მხოლოდ კონსტრუქციულ კრიტიკას მიიღებს. თუ უტაქტო შენიშვნებს მისცემთ, ის თქვენ გვერდით არ გაჩერდება.

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება

6. გამოწვევა - თანამედრივე ქალებს მოსწონთ გამოწვევები. მათ სურთ, რომ შეეჯიბრონ თავიანთ პარტნიორს სხვადასხვა მიმართულებით. სხვა შემთხვევაში, ისინი თქვენ გვერდით მოიწყენენ და ინდიფერენტულები იქნებიან. თანამედროვე ქალის გვერდით მყოფ მამაკაცს მებრძოლი ნატურა უნდა ჰქონდეს, სავსე უნდა იყოს გამარჯვების ჟინით.

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება

5. იუმორის გრძნობა - მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა რთულია, განტვირთვა ყველას სჭირდება და როცა პარტნიორმა იცის, როგორ გაგაცინოს, ეს შესანიშნავია.

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება

4. მღელვარე სიყვარული - თანამედროვე, ძლიერი ქალი ძალიან ადამიანურია და რაც მნიშვნელოვანია, ის ქალია. დამოუკიდებელი, ამბიციური, მაგრამ ქალი. მათ სურთ, რომ უყვარდეთ და ბედნიერები იყონ. ისინი იხიბლებიან, როცა პარტნიორი სიყვარულს დაუფარავად გამოხატავს.

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება

3. ნდობა - მასაც აქვს შიშები, იმედები და იცნებები და სურს იყოს ისეთი მამაკაცის გვერდით, რომელსაც ასეთ თემებზე ესაუბრება და აჩვენებს თუ რამდენად დაუცველია. მას სურს, რომ გვერდით ჰყავდეს პარტნიორი რომელსაც ენდობა.

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება

 

2. სურს პარტნიორი გვერდით დაუდგეს ნებისმიერ სიტუაციაში - მას გვერდით ისეთი მამაკაცი სურს, რომელიც არა მხოლოდ მხარს დაუჭერს, არამედ დაეხმარება მიზნების მიღწევაში. 

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება

1. თანამედროვე ქალს გვერდით სჭირდება ისეთი მამაკაცი, რომელიც ახალ ჰორიზონტს უჩვენებს - ძლიერი ქალი აანალიზებს, რომ მას უბრალოს არ შეუძლია ყველაფერი იცოდეს, მაგრამ რასაკვირველია, ცდილობს ბევრი რამ ისწავლოს. მას სჭირდება პარტნიორი, რომლისგანაც ყოველ დღე რაღაც ახალს ისწავლის, ყოველგვარი ლექციების გარეშე. 

11 რამ, რაც თანამედროვე ქალს მამაკაცისგან სჭირდება