თავის მოვლის 10 სასარგებლო მეთოდი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
- 15.10.2017
ყველა ქალს სურს, რომ შეუდარებლად გამოიყურებოდეს. თავის მოვლის უამრავ საშუალებას ვყიდულობთ, ბევრი მათგანი ძალიან ძვირია და არც ისე ეფექტური. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მოვლის უფრო მარტივ და რაც მთავარია, ეფექტურ საშუალებებს.
1. მარილიანი წყალი - ჩაყარეთ მცირეოდენი მარილი წყალში, შემდეგ ასეთი წყლით დაასველეთ პირსახოცი და ხელის ნელი მოძრაობით გაიწმინდეთ სახე, ან უბრალოდ გაიჩერეთ სახეზე 10 წუთის განმავლობაში. მისი საშუალებით სახის კანი განახლდება და ჯანსაღი იერი მიეცემა.
2. ზეთი და კბილის ჯაგრისი - წაისვით ნუშის ზეთი ტუჩებზე კბილის ჯაგრისით. შედეგად, თქვენი ტუჩები უფრო სქელი გამოჩნდება.
3. თაფლი - თუ სახეზე გამონაყარი გაქვთ, თქვენს პრობლემას თაფლი სწრაფად გადაწყვეტს. პრობლემურ ადგილას წაისვით მცირეოდენი თაფლი და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
4. ზეითუნის ზეთი - თუ სახეზე ზეითუნის ზეთს წაისვამთ, კანი უფრო გლუვი, რბილი და სუფთა გახდება. გაიკეთეთ სახეზე მასაჟი ხელის რბილი მოძრაობით 10 წუთის განმავლობაში შემდეგ კი, დაიბანეთ ცივი წყლით. ამ პროცედურის გაკეთება, დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ.
5. საჭმელი სოდა თვალის ქვეშ შავი ლაქების წინააღმდეგ - გახსენით საჭმელი სოდა თბილ წყალში და წაისვით თვალის ქვეშ პრობლემურ ადგილას. რამდენიმე წუთით აცადეთ, სანამ არ გაშრება და შემდეგ დაიბანეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ დილით და მალე ნახავთ, რომ პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.
6. საჭმელი სოდა ჩაბრუნებული თმის წინააღმდეგ - 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა, შვრია და წყალი შეურიეთ ერთმანეთს და მიღებული მასა წაისვით შესაბამის ზონაზე, აცადეთ გაშრობა და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
7. თვალის წვეთები - ბამბის ბალიში დაასველეთ თვალის წვეთებით და წაისვით ის სახეზე, გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ის გააქრობს თქვენი სახიდან სიწითლეს და აკნეს.
8. მოამზადეთ ბანანით თმის ნიღაბი - ერთი ბანანი, ერთი კვერცხი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ½ ჭიქა შავი ლუდი. წაისვით ნიღაბი თმაზე და გაიჩერეთ ერთი საათი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ. ამ ნიღბის საშუალებით თმა უფრო გაძლიერდება და ჯანსაღი იერი ექნება.
9. სახლში მომზადებული მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება - თანაბარი რაოდენობის ზეითუნის ზეთი და წყალი შეურიეთ ერთმანეთს და მაკიაჟის მოსაშორებლად სწორედ მიღებული ნაზავი გამოიყენეთ.
10. ქოქოსის ზეთი და ასევე ლავანდის ზეთი დაგეხმარებათ, რომ წამწამები უფრო ხშირი და გრძელი გახდეს - 4 წვეთ ლავანდის ზეთს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი და წაისვით წამწამებზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და აპროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე. შედეგს ერთ კვირაში ნახავთ.
თემები: მაკიაჟი, რჩევები ქალებს, კოსმეტიკა, რჩევები
<a href="https://www.gofit-stayfit.com/">https://www.gofit-stayfit.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია