ახალი, შემაშფოთებელი ტენდენცია „ინსტაგრამზე“ - ძალიან გამხდარი გოგონები, რომლებიც ანორექსიის ზღვარზე არიან
- 16.10.2017
ახალმა კვლევამ სოციალურ მედიაში შემაშფოთებელი ტენდენცია გამოავლინა, რომელიც, როგორც მკვლევარები ამბობენ, ანორექსიის პროპაგანდას უწყობს ხელს.
კვლევის თანახმად, „ინსტაგრამისა“ და „ტვიტერის“ მომხმარებელი ასობით ქალი ისეთ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მათი ძვლები და სიგამხდრეა ხაზგასმული.
კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა საგანგაშო რაოდენობა იყენებს სოციალურ მედიას იმისთვის, რომ გამოაქვეყნის თავისი ძალიან გამხდარი ფოტოები და ჩონჩხის მსგავსი სურათები და ამით თავი მოიწონოს.
ამ ადამიანებს მოსწონთ ანორექსიის ზღვარზე მისული სიგამხდრე და წერენ იმ რეცეპტების შესახებ, რომლითაც მსგავს შედეგამდე მივიდნენ. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ მსგავსი ვიზუალი ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს, განსაკუთრებით თინეიჯერებს და ცდილობენ თავადაც ძალიან გახდნენ.
რეალურად, ყოველივე ძალიან დიდ დარღვევებს იწვევს. ადამიანს უვითარდება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადება. არაჯანსაღი კვება უამრავ პრობლემას წარმოშობს. იწვევს როგორ ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ დაავადებებს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, რომ ასეთი სიგამხდრით მოიწონოს თავი ინტერნეტსივრცეში და ყველაფერს აკეთებს უფრო გახდომის მიზნით. რეალურად კი, ისინი ანორექსიის სერიოზული საფრთხის წინაშე არიან.
თემები: ურთიერთობა, ქალები, ინსტაგრამი
<a href="https://www.unilad.co.uk">https://www.unilad.co.uk</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია