სილამაზე

5 რამ, რაც უნდა იცოდეთ ბოტოქსის შესახებ, სანამ გაკეთებას გადაწყვეტთ

5 რამ, რაც უნდა იცოდეთ ბოტოქსის შესახებ, სანამ გაკეთებას გადაწყვეტთ

1. ეს შეიძლება არ ღირდეს იაფი

ბოტოქსის პრეპარატი იზომება მოქმედების ერთეულებში. 1 ერთეული არ უდრის 1 მლ! ეს სულ რაღაც 3*107 მოლეკულაა. იმისათვის რომ გასაგები იყოს, ბოტოქსის 20 ერთეული შეადგენს დაახლოებით 0,2 მლ. ამიტომ ინიექციის დროს შეყავთ პრეპარატის მიზერული რაოდენობა. სტანდარტული პროცედურის დროს შუბლის დასამუშავებლად საჭიროა დაახლოებით 20 ერთეული, წარბებშუა არესთვის - 25 ერთეული. თუ გთავაზობენ „სუპერაქციას“ და ასახელებენ ფასს, რომელიც საშუალო საბაზროზე საგრძნობლად დაბალია, უნდა დაფიქრდეთ, საუბარი შეიძლება იყოს ფალსიფიცირებულ ან ვადაგასულ პრეპარატზე, ან დამწყებ ექიმზე, რომელსაც რეკლამა სჭირდება.

5 რამ, რაც უნდა იცოდეთ ბოტოქსის შესახებ, სანამ გაკეთებას გადაწყვეტთ

2. პროცედურის შემდეგ შესაძლებელია დალურჯება და შეშუპება

ეს ნორმალურია, თუმცა იშვიათ გართულებად ითვლება. ჰემატომები ნანემსარ არეში და შეშუპება მათ ირგვლივ უფრო ხშირად ჩნდება, თუ პროცედურა მენსტრუაციის დღეებს ემთხვევა ან თუ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (მაგალითად, ასპირინს) იღებთ. აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს, და ყოველი შემთხვევისთვის არ დაგეგმოთ ინიექციების შემდეგ 2-3 დღე საზეიმო ღონისძიებები.

3. შედეგს ნახავთ დაახლოებით 2 კვირის შემდეგ

არ დაუჯეროთ „სპეციალისტებს“, რომლებიც ეცდებიან დაგარწმუნოთ, რომ 2-3 დღეში ნაოჭები აღარ გექნებათ. პირველი ცვლილებები ჩნდება 5-6 დღის შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევებში კი უფრო გვიან. საუბარი იმის შესახებ, მოიტანა თუ არა პროცედურამ სასურველი ეფექტი, შეიძლება მხოლოდ 14 დღის შემდეგ. თანაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ცხოვრების წესს ეწევით. ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუ პროცედურის შემდეგ აქტიურად გამოიყენებთ მიმიკებს, დაბღვერვა, სახის მანჭვა, ეს დააჩქარებს პრეპარატის მოხვედრას საჭირო ადგილებში. ერთი კვირის მანძილზე არავითარ შემთხვევაში არ ეწვიოთ საუნას და აბანოს, პირველი 2-3 დღე კი თავი შეიკავეთ სერიოზული ფიზიკური დატვირთვისგან.

5 რამ, რაც უნდა იცოდეთ ბოტოქსის შესახებ, სანამ გაკეთებას გადაწყვეტთ

4. არავინ არ იცის, რამდენხანს გასტანს ეფექტი

არიან „იღბლიანები“, რომლებსაც ბოტოქსი 1 წლამდე უნარჩუნდებათ. ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც ბოტოქსი საერთოდ არ უნარჩუნდებათ. ამის შემოწმება შეიძლება მხოლოდ გამოცდილების გზით. ეს არანაირად არ არის დამოკიდებული არც ექიმის კვალიფიკაციაზე, და არც თქვენზე.

5. თქვენ შეგიძლიათ მოიშოროთ ბოტოქსი, თუ არ ხართ კმაყოფილი შედეგით

რა თქმა უნდა, არა ერთ დღეში, მაგრამ განსაზღვრული პრეპარატების მიღება აჩქარებს ბოტოქსის გამოყვანას კუნთოვანი ქსოვილიდან. დაელაპარაკეთ ექიმს ამის შესახებ. ასე რომ, თუ შედეგით უკმაყოფილო დარჩებით,, სულაც არ არის აუცილებელი დაელოდოთ, როდის გაიწოვება თავად, ეს პროცესი შეიძლება დააჩქაროთ და განთავისუფლდეთ პრეპარატისგან დაახლოებით ერთ თვეში.



<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>