1. „მახინჯი“ ბოტასები
რეტრო-სნეიკერებით და კედებით ახალ სეზონში ვერავის გააკვირვებთ. აი, სპეციალურად დამახინჯებული, ჰიპერტროფირებულად სპორტული ბოტასებით - კი. შეხედეთ Balenciaga Triple-S Sneaker-ს - ეს შემოდგომის ყველაზე მოდური ბოტასების იდეალია. და ისინი, შეიძლება ატაროთ ყველაფერთან: კაბებთანაც, კიულოტებთანაც, შარვლებთანაც და პალტოებთან.
2. ფერადი ბოტილიონები კოჭამდე
საშუალო სიმაღლის ბოტილიონები დაბალ ან მაღალ, მაგრამ მყარ ქუსლზე - არის ბოლო წლების მთავარი must have. წითელი, ვარდისფერი, შინდისფერი - შემოდგომის მოდასთან, რომელშიც „წითელი ფერის 50 ელფერია“, კარგია ნებისმიერი, მაგრამ ბოტილიონი-„წინდა“ - განსაკუთრებით. ატარეთ ასეთები მოკლე სწორ ჯინსებთან, საშემოდგომო გრძელ კაბებთან ან შარვალ-კიულოტებთან.
3. „კოვბოის“ ჩექმები
ჩვენი ყმაწვილობის დროინდელი კიდევ ერთი ტრენდი - „კაზაკები“, რომლებმაც ახლა შეიძინეს პრიალა მეტალის დეკორი ან მეტალიზირებული კვადრატული ცხვირები, ისე როგორც Calvin Klein-თან. მაშ ასე, ამ შემოდგომის ჩექმებისა და ბოტილიონების დამახასიათებელი ნიშნებია: დაქანებული ქუსლები, წვეტიანი აპრეხილი ცხვირები, თასმები და ბალთები. ატარეთ ისინი ჯინსებთან და ყვავილებიან კაბებთან, ტყავის ქურთუკებთან და რბილ პალტოებთან და - აუცილებლად! - ფეტრის ქუდთან.
4. თეთრი ბოტილიონები
რა შეიძლება იყოს ამ შემოდგომაზე მოდური, თეთრ ფეხსაცმელზე უფრო არაპრაქტიკული და ლამაზი? - მხოლოდ თეთრი ბოტილიონები. თანაც ვიწროყელიანი, საშუალო სიმაღლის, მყარ ქუსლზე, რომელიც ამ სეზონზე ასევე უნდა იყოს ღია ფერის - თეთრი ან ყავისფერი. ატარეთ ისინი განიერ „დუტი“ ქურთუკებთან, მოდურ უჯრედებიან პალტოებთან და გადაკეცილ ჯინსებთან.
თემები: ფეხსაცმელი, ტრენდი, რჩევები, ჩაცმულობა
<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>