LIFE

7 რამ - რასაც უნდა მიაქციო ყურადღება ადამიანებთან ურთიერთობისას

7 რამ - რასაც უნდა მიაქციო ყურადღება ადამიანებთან ურთიერთობისას

1. დააკვირდით მიმიკურ ნაოჭებს

ემოციები და აზრები, რომლითაც ცხოვრობს ადამიანი, აისახება მიმიკური ნაოჭების სახით და ამჟღავნებენ მის ხასიათს. ცხვირ-ტუჩის ნაოჭები მეტყველებენ განცდებსა და გაწბილებაზე ცხოვრებაში. „ბატის თათები“ და ნაოჭები ტუჩის კუთხეებში - სიცოცხლის ხალისსა და ოპტიმისტურობას გამოხატავს. მუდმივი ღელვა და დაძაბულობა აისახება ნაოჭებით წარბებს შუა, შუბლზე ჰორიზონტალური ხაზები კი ამჟღავნებენ ლიდერის ხასიათს.

7 რამ - რასაც უნდა მიაქციო ყურადღება ადამიანებთან ურთიერთობისას

2. შეაფასეთ კბილები, თმა და ფრჩხილები

კბილები, თმა და ფრჩხილები პირველ რიგში მეტყველებენ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამასთან ერთად გვაჩვენებენ, რამდენად პასუხისმგებლურად ეკიდება ის მნიშვნელოვან და უინტერესო დავალებებს. თუ მას ეზარება სტომატოლოგთან წასვლა ან ქერტლის მკურნალობა, როგორც ჩანს, დანარჩენი საკითხებში დაეზარება.

7 რამ - რასაც უნდა მიაქციო ყურადღება ადამიანებთან ურთიერთობისას

3. შეუმჩნევლად დააკვირდით

თუ გექნებათ საშუალება ადრე მიხვიდეთ და შეუმჩნევლად დააკვირდეთ ადამიანს. როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით, ვდუნდებით და არ ვცდილობთ მოვახდინოთ შთაბეჭდილება. იქნებ ახალი ნაცნობი წიხლს ურტყამს კატებს ან ეუხეშება გამვლელს, რომელმაც ფეხზე დააბიჯა?

7 რამ - რასაც უნდა მიაქციო ყურადღება ადამიანებთან ურთიერთობისას

4. ნახეთ მძღოლის როლში

ახალ ნაცნობთან მანქანით გაისეირნებაც სასარგებლოა, ავტომობილის ტარების მანერას ხომ ბევრის მოყოლა შეუძლია მის მფლობელზე. ადამიანი, რომელიც უჭრის გზას სხვა მანქანებს და აგრესიულ კომენტარებს აკეთებს, სავსეა შინაგანი კომპლექსებით, არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული და შურიანია.

7 რამ - რასაც უნდა მიაქციო ყურადღება ადამიანებთან ურთიერთობისას

5. შეამოწმეთ სოციალურ ქსელებში

სოციალური ქსელების გვერდების ერთი შეხედვითაც შეიძლება ბევრი საინტერესო გაიგო მათი მფლობელების შესახებ. საყვარელი მუსიკა, იუმორის გრძნობა, სტატუსი, ინტერესები, მეგობრებთან ურთიერთობა - ამ პუნქტებით შეიძლება შეადგინო პირველი შთაბეჭდილება.

7 რამ - რასაც უნდა მიაქციო ყურადღება ადამიანებთან ურთიერთობისას

6. იყავით კარგი მსმენელი

ის, თუ როგორ გამოთქვამს ადამიანი საკუთარ აზრებს, საკმაოდ ზუსტად განსაზღვრავს მის ხასიათს. თითოეული ჩვენთაგანი ყურადღებას ამახვილებს აქტუალურ თემებზე, ამიტომ ფილმზე გამოხმაურება ან რამე სიტუაციის აღწერა ასახავს იმას, რამაც ყველაზე მეტად იმოქმედა მასზე. ხმა, მისი სიმაღლე, ტონი დააგვირგვინებენ შთაბეჭდილებას.

7 რამ - რასაც უნდა მიაქციო ყურადღება ადამიანებთან ურთიერთობისას

7. გაიგეთ შინაურ ცხოველზე

აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრებს ჰყავთ ძაღლები. შედარებით აგრესიულები ირჩევენ მებრძოლ ჯიშებს, დაცვისა და მზრუნველობის მოთხოვნილების დროს კი - ნიუფაუნდლენდებსა და სენბერნარებს. კატების პატრონები განსხვავდებიან ჯანმრთელი ეგოიზმით და აფასებენ დამოუკიდებლობას, ჩიტებს კი უპირაესობას ანიჭებენ კომუნიკაბელური ადამიანები. „ეგზოტიკის“ მოყვარულები კი ყველაფერში ორიგინალურობისკენ მიისწრაფიან. 

7 რამ - რასაც უნდა მიაქციო ყურადღება ადამიანებთან ურთიერთობისას



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>