სტილი

5 რამ, რაც გასაუბრებაზე არ უნდა ჩაიცვათ - საინტერესო რჩევები ქალებისთვის

5 რამ, რაც გასაუბრებაზე არ უნდა ჩაიცვათ - საინტერესო რჩევები ქალებისთვის

როგორ უნდა ჩავიცვათ გასაუბრებაზე? სავალდებულოა თუ არა ოფიციალური სტილის სამოსი და შესაძლებელია თუ არა სპორტული ტანსაცლით გასაუბრებაზე მისვლა? - ა, და მსგავს კითხვებზე პასუხი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ინტერესის საგანია.

არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში ცდილობთ დასაქმებას, არსებობს ხუთი მთავარი რამ, რაც გასაუბრებაზე ადამიანმა არ უნდა ჩაიცვას:

1. მაღალქუსლიანი ფეხაცმელი, რომელსაც წელიწადში მხოლოდ ორჯერ იცვამთ - თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თქვენი სტილი არ არის და მას იშვიათად იცვამთ, აუცილებელი არაა, რომ ის ახლა, გასაუბრებაზე ჩაიცვათ. იმისთვის რომ თავდაჯერებული იყოთ, თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ და ამ კომფორტს, პირველ რიგში, ფეხსაცმელი გიქმნით. ასე რომ, მთავარია ჩაიცვათ ისეთი ფეხსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. 

5 რამ, რაც გასაუბრებაზე არ უნდა ჩაიცვათ - საინტერესო რჩევები ქალებისთვის

2. ძალიან დიდი ზომის ჩანთა - არ არის საჭირო გასაუბრებაზე წაიღოთ ლანჩი, წყლის ბოთლი, კოსმეტიკის ჩანთა და ა.შ. ერთი დღით ეს ყველაფერი დატოვეთ სახლში და არჩევანი შეაჩერეთ უფრო მცირე ზომის სტრუქტურულ ჩანთაზე, თუ პორტფოლიოს, ან ბაინდერის წაღება გჭირდებათ, უმჯობესია, თუ მას ხელში დაიკავებთ, ასე თქვენი საქმიანი იმიჯი უფრო თვალშისაცემი იქნება. 

5 რამ, რაც გასაუბრებაზე არ უნდა ჩაიცვათ - საინტერესო რჩევები ქალებისთვის

3. ჯინსები - უმჯობესია, თუ გასაუბრებაზე წასვლისას ჯინსებზე უარს იტყვით, ან თქვენს სამოსში მინიმალურად გამოიყენებთ. მაგ: თუ ჩაიცვამთ ჯინსის შარვალს, უარი თქვით ჯინსის ქურთუკზე.

5 რამ, რაც გასაუბრებაზე არ უნდა ჩაიცვათ - საინტერესო რჩევები ქალებისთვის

4. უარი უნდა თქვათ ექსტრავაგანტულ სამოსზე - შესანიშნავია თუ მოდას თქვენ განსაზღვრავთ და ადამიანები ბაძავენ თქვენს სტილს, მაგრამ გასაუბრება ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც თქვენი ექსტრავაგანტულობა უნდა აჩვენოთ. გახსოვდეთ, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი ადამიანები ყოველთვის ისე ვერ ერკვევიან მოდაში, როგორც თქვენ, ამიტომ უმჯობესია, თუ გასაუბრებზე თქვენს ექსტრავაგანტულ სტილს დაივიწყებთ და ჩვეულებრივი სამოსით წახვალთ.

5 რამ, რაც გასაუბრებაზე არ უნდა ჩაიცვათ - საინტერესო რჩევები ქალებისთვის

5. ნუ ჩაიცვამთ ძალიან ტრენდულ სამოსს - ადამიანებს, რომლებიც გასაუბრებაზე დაგხვდებიან, დიდი ალბათობით თქვენი სამოსით დაამახსოვრდებით და არა თქვენი შესანიშნავი იდეებითა და გამოცდილებით.

5 რამ, რაც გასაუბრებაზე არ უნდა ჩაიცვათ - საინტერესო რჩევები ქალებისთვის

როგორ უნდა ჩაიცვათ გასაუბრებაზე?

თითქმის ყველა კომპანიას საკუთარი დრეს კოდი აქვს და სანამ გასაუბრებაზე წახვალთ, უმჯობესია თუ ამ დრეს კოდის შესახებ გაიგებთ. თუ პიჯაკი არის აუცილებელი, ასეც უნდა მოიქცეთ და პიჯაკი ჩაიცვათ.

5 რამ, რაც გასაუბრებაზე არ უნდა ჩაიცვათ - საინტერესო რჩევები ქალებისთვის

თუ გასაუბრებაზე ნაკლებად ფორმალურ გარემოში მიდიხართ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი, ყოველდღიური სტილის სამოსიც ჩაიცვათ. სამოსი უნდა იყოს მარტივი, არ უნდა იყოს გადატვირთული სხვადასხვა დეტალებით და აუცილებლად უნდა გიხდებოდეთ.



<a href="http://pretastyler.mysharebar.com">http://pretastyler.mysharebar.com</a>